ბლოგი

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ცოლად გაჰყვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს - კიმ ჩენ ინს?

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ცოლად გაჰყვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს - კიმ ჩენ ინს?
ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი რი სოლ ჯუ რეგულარულად ჩნდება თავისი მეუღლის, კიმ ჩენ ინის გვერდით, რასაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის დასტაბილურებას აწერენ. პირველი ლედი თან ახლდა მეუღლეს 2018 წლის აპრილში გამართულ ვახშამზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ჩჟე ინთან, რაც ისტორიულ სამიტად იქნა მიჩნეული. ვახშამზე მისმა გამოჩენამ მოახდინა ერთგვარი ფურორი, რამაც პირველი ლედის პოპულარობა გამოიწვია.

წლების განმავლობაში რის შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია მოიპოვებოდა და დღემდე ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. 2012 წელს დადიოდა
ხმები იმის თაობაზე, რომ იდუმალებით მოცული ქალი, რომელიც ჩნდებოდა პერიოდულად კიმ ჩენ ინთან ერთად, მისი და ან რომელიმე ნათესავი იყო.
ოფიციალური წყაროები არ აფიშირებდნენ მათი ქორწინების შესახებ 2012 წლის ივლისამდე, 3 წლის შემდეგ კი ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სამსახურმა ვარაუდის სახით გამოაქვეყნა ინფორმაცია მათი ქორწინების თაობაზე.

რი სოლ ჯუს ბაბუისა და მამის შესახებ ინფორმაცია დახურულია და დანამდვილებით არავინ იცის მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო ქალებზე საუბარიც კი ზედმეტია, მათზე არანაირი ინფორმაციის გაცემა არ ხდება და დღესდღეობით ცოცხლები არიან თუ არა, არც ამის შესახებ ფლობენ მასალას. ჩრდილოეთ კორეაში ქალის, როგორც უფლებაუნარიანი პიროვნების არსებობა დახურულ თემას შეადგენს, თუმცა რი სოლ ჯუს გამოცდილება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მიერ მას გასულ კვირას მიენიჭა ახალი წოდება „ პატივცემული პირველი ლედი“, რაც ერთი საფეხურით წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება, ვინაიდან მას, როგორც „ამხანაგ რის“ მოიხსენიებენ, ეს კი იმის ნიშანია, რომ რი სოლ ჯუ აყალიბებს საკუთარი პიროვნების კულტს.

კენჯი ფიძუმიტოს, კიმ ჩენ ინის ყოფილი პირადი შეფ-მზარეულის თქმით, შეხვედრის პირველივე დღიდან მოხიბლულია ლედის გამორჩეული სილამაზით.
რი სოლ ჯუს ზუსტი ასაკის დადგენა შეუძლებელია, თუმცა, ვარაუდით, მისი ასაკი მერყეობს 20-დან 30-წლამდე, ხოლო მისი ოჯახის შესახებ ინფორმაცია დახურულ მასალას წარმოადგენს.

მაიკლ მედდენი არის ექსპერტი, რომელიც აქვეყნებს „დაკვირვებებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის“ თაობაზე. მისი თქმით, რი ჩხონჯინში დაიბადა 1984 წელს, ჩრდილოეთ კორეის სიდიდით მესამე ქალაქში. მას დასრულებული აქვს კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტი და არის რი პხენ ჩხოლას შვილიშვილი, ქალის, რომელიც საჰაერო დაზვერვის და ჩრდილოეთ კორეის საჰაერო ძალების არმიის მთავარი ხელმძღვანელი იყო, ხოლო მამამისი კი ოფიცრის პოზიციას იკავებდა.

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რი ფხენიანში მეორე საშუალო სკოლის გეუიმსუინგის ბრიფინგს ესწრებოდა დაზვერვის საკითხებში მანამ, სანამ გაემგზავრებოდა ჩინეთში, სიმღერის შემსწავლელ კურსებზე. ის ასევე ესწრებოდა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მსუბუქ ათლეტიკაში 2005 წელს ინჩხონში, გულშემატკივრების გუნდში. სურათები კი გამოაქვეყნეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ რი სამხრეთკორეელ გულშემატკივრებთან ერთად, შავ-თეთრ ტანისამოსში გამოწყობილები დროშებით ხელში, რაც კორეის ერთიანობის სიმბოლოს განასახიერებდა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმს და რის სამი შვილი ჰყავთ, თუმცა საჯაროდ მხოლოდ ერთი შვილის სახელია ცნობილი. NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა დენის როდმანმა ფხენიანში სტუმრობისას 2013 წელს განაცხადა, რომ ხელში აიყვანა კიმის ქალიშვილი ჯუ აი.

როგორც ჩრდილოეთ კორეის წყაროები ამტკიცებენ, პირველი შვილი 2010 წელს შეეძინა წყვილს და არის ბიჭი, მეორე კი - გოგონა, რომელიც 2013-ში შეეძინათ. მესამე შვილზე არანაირი ინფორმაცია არ არის, თუმცა ვარაუდის დონეზე არსებობს მოსაზრება, რომ 2017 წელს შეეძინათ, რაზეც მეტყველებს რის დიდი ხნით გაუჩინარება კიმ ჩენ ინის გამართულ შეხვედრებზე, რაც რი სოლ ჯუს ორსულობას მიაწერეს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ალექსი
ყოჩაღ კიმ ჩენ ინის, მაგარი კაცია, ხალხს კაცსაც და ქალსაც სიმკაცრე და დისციპლინა უნდა და ასეთი წინამძღვრობა, მაშინ დალაგდება ქვეყანა, ყველაფრის აფიშირება არ არის საჭირო
16:32 / 14-03-2019
გამოხმაურება / 1 /
123
კიი მაგარი დალაგებული აქვს ქვეყანა
16:35 / 15-03-2019
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი