ბლოგი

თუ გსურს, რაიმე შეინარჩუნო, გაუშვი - გაუშვი და იყავი ბედნიერი

თუ გსურს, რაიმე შეინარჩუნო, გაუშვი - გაუშვი და იყავი ბედნიერი
არსებობს ასეთი პარადოქსული ჭეშმარიტება - ადამიანის შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი მისი გაშვებაა. მნიშვნელოვანია, ეს გონებით, ანუ ნამდვილად გააკეთოთ. დაუშვათ ეს თქვენი სურვილისა თუ ნების დამოუკიდებლად.

უფლება მიეცით ადამიანს, მოიქცეს ისე, როგორც თავად სურს. მიიღეთ ეს და უბრალოდ დინების მიმართულებას მიჰყევით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით.

მრავალი წლის წინ, კარლოს კასტანედის უთქვამს: „არასოდეს არ გახდეთ რაიმეზე ან ვინმეზე დამოკიდებული.

ალბათ, გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად კარგია, როცა ადამიანთან გულწრფელი, მჭიდრო კავშირი გაქვს. მაგრამ როგორ იცხოვრებთ მის გარეშე?

ეს არის თავისუფლების განცდის ერთადერთი საშუალება. ყველაზე ხშირად მიჩვევა იწვევს დამოკიდებულებას. ურთიერთობის პროცესში კი კარგავთ საკუთარ თავს და საბოლოოდ ვეღარ ცხოვრობთ საკუთარი ცხოვრებით.

ეს ნებისმიერ დამოკიდებულებას მოიაზრებს: სიგარეტზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, სექსუალურ ურთიერთობებზე, მამაკაცებზე, ქალებზე და ა.შ. თუ აცნობიერებთ, რომ ამ ვნების გარეშე ცხოვრება, სუნთქვა აღარ შეგიძლიათ, დადგა დრო, რომ გაუშვათ. მხოლოდ ასე შეძლებთ ისევ საკუთარ თავს ეკუთვნოდეთ.

დაე, თითოეულმა თქვენგანმა მიიღოს არჩევანის, საკუთარი ნების თავისუფლება.

მთავარია, დამოკიდებული არ იყოთ შედეგზე, რადგან ადამიანებს სრული უფლება აქვთ, არ დაგეთანხმონ. რამდენად უაზრო, ცუდი, სულელურიც უნდა გეჩვენოთ ვინმეს გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ თქვენი განსჯა, თქვენი აღქმაა.

ეს თქვენი მოუმზადებლობაა იმ ფაქტის მიღების მიმართ, რომ სხვა ადამიანი შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს, სხვანაირად გრძნობდეს, სხვანაირად იქცეოდეს.
არ ხართ ვალდებული, ყველას დაეთანხმოთ, მისი ქმედებების ან აზროვნების გამო პასუხისმგებლობას არ უნდა გრძნობდეთ. მეტიც, ნუ ეცდებით აუხსნათ, თუ რატომ ცდება ის.

ერთადერთი, რისი შეცვლაც შეგიძლიათ, თქვენი ურთიერთობაა. კონცენტრირდით საკუთარ ცხოვრებაზე, თავიდან ამოიგდეთ ყველა განცდა და ფიქრი სხვა ადამიანებზე, მოვლენებზე. ეს სწორედ ისაა, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ - არც მეტი, არც ნაკლები.

უბრალოდ, იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით და ნუ შეეცდებით ყველას და ყველაფრის კონტროლს.

გაუშვით და იყავით ბედნიერი!


წყარო: cluber.com.ua

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
moqalaqe
როგორ, როგოოოოორ!? მასწავლეთ ვინმემ! :-(
10:29 / 23-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93