ბლოგი

„რუსი კახპისა“ და სალვადორ დალის გასაოცარი სიყვარულის ისტორია

„რუსი კახპისა“ და სალვადორ დალის გასაოცარი სიყვარულის ისტორია
ამბობენ, მხატვრის სიყვარული არასანდოა, ისინი ცვალებადები არიან და მუდამ ახალ მუზას ეძებენო.

ამას არაერთი მხატვრის ცხოვრება ადასტურებს, ვიცნობთ საყვარლებით გარშემორტყმულ შემოქმედებს და საერთოდ არ გვიკვირს, ის ფაქტი, რომ მათ ერთფეროვნება არ შეუძლიათ, მათი ინსპირაცია მუდმივად განახლებას საჭიროებს, მაგრამ როცა საქმე სალვადორ დალის ეხება, ყველაფერი სხვაგვარადაა.

ამ უცნაურ სიურეალისტ მხატვარს ცხოვრებაც ისეთი იდუმალი ჰქონდა, როგორც მისი ნახატებია, თუმცა ყოველგვარი ბუნდოვანების გ
არეშე შეგვიძლია ვისაუბროთ მისი და გალას ურთიერთობაზე. ეს იყო ქალი, რომელმაც მხატვარი მთელი არსებით შეიპყრო. ეს არ იყო უბრალო სიყვარულის ისტორია. გალა მისთვის მოტივაციაც იყო, მდივანი, მძღოლი, ეხმარებოდა ხალხთან ურთიერთობაში, ნახატების გაყიდვაში...
გენიალურ მხატვარს მისი ყოველი სიტყვის სჯეროდა.


დალის პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა გალა, იგივე ელენე დიაკონოვა, თუმცა ის მაშინ სხვა მხატვრის მუზა და სატრფო იყო. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დალი მისთვის მესამე მხატვარი მამაკაცი იყო. ეს ფაქტი კი ნათელს ხდის ქალის მიმზიდველობასა და როგორც დალი ამბობდა, ღვთაებრივობას.
გალას ხშირად „რუს კახპად“ და „ავხორც ვალკირიად“ მოიხსენიებდნენ. მის ცხოვრებაში მამაკაცების სიმრავლე უცხო არც დალისთვის იყო, „ნებას ვრთავ ჩემს გალას, იმდენი საყვარელი ჰყავდეს, რამდენიც მოუნდება“ - ამბობდა ის.


ფაქტია, მათი დაახლოების დღიდან დაიწყო დალის წარმატებები. ამ ქალმა მხატვარს გენიალური ტილოების შექმნისკენ უბიძგა. ის გახლდათ მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მნიშვნელოვანი „მეხსიერების დრეკადობის“ ინსპირატორი და ამას არც მხატვარი უარყოფდა. ის საკუთარ ნამუშევრებზე თამამად აწერდა „გალა-სალვადორ დალის“.

წყვილმა თითქმის 50-ჯერ იქორწინა. როგორც ამბობენ, ისინი ყოველი ახალი ქალაქისა თუ ქვეყნის ნახვის დროს რესტორნებში სიარულს კიდევ ერთი ქორწილის გადახდას ამჯობინებდნენ.

დალი ამ ქალის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. მას შეეძლო გალას ბრძანებით დაეხოცა მისთვის საყვარელი ბოცვერები და შემდეგ გაშლილ სუფრაზე გატყავებული მიეტანა, შეეძლო ეყიდა ციხე-კოშკი, სადაც ქალი ორგიებით იქნებოდა დაკავებული. 


ამასთან,გალაც უზომოდ ცდილობს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ქმრის სახელს დამკვიდრებას. იყო დრო, როცა დალი მწვერვალებს იპყრობდა, მაგრამ ისტორიას ახსოვს, როგორ დადიოდა გალა მისი ნახატებით ხელში და მოწყალების სანაცვლოდ მათ გაყიდვას ცდილობდა.

მოგვიანებით ქალი გადაწყვეტს, რომ დალის ადგილი ამერკაშია, მას გული უგრძნობდა , რომ მისი ნახატები ამ ხალხზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა და ასეც მოხდა. დახმარების სათხოვნელად ჩასული წყვილი აშშ-ში გააღმერთეს. მხატვრის წარმატებამ ზენიტს სწორედ ამ ქვეყანაში მიაღწია.


ისინი გამდიდრებულები დაბრუნდნენ ევროპაში და ცხოვრებაც ბედნიერად უნდა გაგრძელებულიყო,, თუმცა უკვე 88 წლის გალამ მენჯის ძვალი მოიტეხა და საწოლს მიეჯაჭვა. მისი ტკივილები იმდენად მძიმე იყო, ქალი ყოველ დღე სიკვდილს ნატრობდა და ეს დღეც მალე დადგა. მას შემდეგ სალვადორ დალიმ კიდევ 7 წელი სრულ მარტოობაში იცხოვრა.

თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ, აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

პირველი ხალხის რჩეული მხატვარი გახდა ვან გოგი, ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. მარტის თვის ხალხის რჩეული ტილოები გახდა კლოდ მონეს: "შთაბეჭდილება/მზის ამოსვლა", "ქალი ქოლგით", “არჟანტეის ყაყაჩოები". ტილოები ხელმისაწვდომი 18 მარტიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.

ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93