ბლოგი

„არაფერი ჟღერს ისე შთამბეჭდავად, როგორც სალვადორ დალის მასპინძლობა“ - შეაგროვე ცნობილი მხატვრების ნამუშევრები

„არაფერი ჟღერს ისე შთამბეჭდავად, როგორც სალვადორ დალის მასპინძლობა“ - შეაგროვე ცნობილი მხატვრების ნამუშევრები
ნახატები ცვლიან, ქმნიან და ასახავენ ისტორიას. მათი ძალა, მოახდინონ ადამიანთა სულიერი მდგომარეობის ტრანსფორმაცია, კიდევ უფრო ღირებულს ხდის შემოქმედებას. დიდი მხატვრები ქმნიან შედევრებს, ხატავენ ისტორიას, თუმცა არა მის სარკისებრ ანარეკლს. გასული საუკუნეების დიდი მხატვრების შედევრები მათი ეპოქის კვალია ჩვენს სამყაროში. გასაკვირი კი ისაა, რომ მხატვრობა დროსა და სივრცეში არ უფასურდება. მას ჩვენც მოვუძებნით ახსნას და ვქმნით იმ ტილოების ჩვენებურ განმარტებას. ყველა მათგანშია შესაძლებელი ჩვენი ნაწილის პოვნა და სამუდამო ადგილის მიჩენა ჩვენს გულში.

უსამართლობაა, არსებობდეს ასეთი ტილოები და
ისინი ადამიანებისგან შორს, მხოლოდ მდიდრულად მორთულ მუზეუმებში იყოს დაცული. მათთან მიახლოებას კი ვერ ვბედავდეთ, თუმცა თანამედროვეობა არღვევს წესებს და აჩენს წარმოუდგენლად დიდ ამბიციებს.
შესაძლებელია მსოფლიოში საუკეთესო ნახატები „დავიახლოვოთ“? რატომაც არა. შედევრები იმსახურებენ ახალ სიცოცხლეს, ახალ გარემოსა და ახალ ემოციებს, ისევე, როგორც ჩვენ ვიმსახურებთ, შევიქმნათ სასიამოვნო გარემო მათ გვერდით.


თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც ადრე შიშით შესცქეროდნენ და ხელოვნების გამანადგურებელ იარაღად აღიქვამდნენ, ახალი დიდი მხატვრების სამსახურშია. იქმნება ორიგინალი ტილოების იდენტური ასლები და ასეთი შედევრების რეპროდუქციებით სახლის დამშვენება ოცნებათა სიიდან უნდა ამოვშალოთ, რადგან ეს სრულებით შესაძლებელია და სულაც არაა ფუფუნება.
სახლის ამ გზით გალამაზება ერთგვარი თვითგამოხატვაა და დღეს უკვე არაერთი ადამიანი უყურებს ლეონარდოს, ვან გოგის, დალისა თუ მონეს შედევრებს საკუთარი ბინის კედელზე.

ეს "პალიტრა L"-ის პროექტის, „დიდი მხატვრების“ დამსახურებაა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩვენი ყოველდღიურობისა და სახლების ინტერიერის გალამაზებაზე ზრუნავს, თუმცა ეს ყველაფერი არაა. თუკი აქამდე ხალხის რჩეული მხატვრის მხოლოდ 3 ტილოს რეპროდუქცია მზადდებოდა, 15 აპრილიდან მას კიდევ ერთი დაემატება და გამომცემლობა დიდი მხატვრების 4 ტილოს შემოგვთავაზებს. ხალხის რჩეული ამჯერად სალვადორ დალი და მისი 4 შედევრია:

„მეხსიერების მდგრადობა“


„სფეროების გალატეა“


„ფანჯარასთან მდგარი გოგონა“


„ბროწეულის ირგვლივ ფუტკრის ფრენით“


არაფერი ჟღერს ისე შთამბეჭდავად, როგორც სალვადორ დალის მასპინძლობა და მისი „შემოსახლება“.

თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ, აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 4 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე და სალვადორ დალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93