ბლოგი

ენერგეტიკულად საშიში 7 ადგილი, რომლებიც უბედურებას იზიდავენ

ენერგეტიკულად საშიში 7 ადგილი, რომლებიც უბედურებას იზიდავენ
ბუნებრივია, რომ გარკვეულ გარემოში მოხვედრა ჩვენს თვითშეგრძნებაზე, განწყობასა და გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ გადახედოთ ქუჩაში არსებულ საშიშ ადგილებს, რომლებიც ადამიანზე უარყოფით გავლენას ახდენს და უბედურების მოტანა შეუძლიათ.

1. მიტოვებული სახლები


ცუდი ენერგეტიკის მქონე ადგილებს შორის პირველ რიგში მიტოვებული სახლები, ნაგებობები და შენობები უნდა დავასახელოთ. ყველაფერი მიტოვებული და უსარგებლო, ცუდ ენერგეტიკას აგროვებს. ასეთ ადგილებში მოხვედრა მაშინვე აისახება პიროვნების შინაგან მდგომარეობაზე - ის განიცდის შიშს, განგაშს, აგრესიას ან ამ ადგილის სწრაფად დატოვების სურვილს. თუ ადამიანს გარკვეული დროით
მიტოვებულ სახლში ცხოვრება მოუხდა, დროთაგანმავლობაში, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები შეექმნას.

Похожее изображение

2. საკანალიზაციო ლუქები


ადგილი, რომელსაც სიბინძურე უკავშირდება უარყოფითი ენერგიის დაგროვების წყაროა. არსებობს ასეთი მინიშნებაც - თუ საკანალიზაციო ლუქთან ახლოს დადგებით, წარუმატებლობას უნდა ელოდოთ. ასეთ ადგილთან სიახლოვე გამოგაცლით სასიცოცხლო ძალებს და გაგიფუჭებთ განწყობას, გაანადგურებს თქვენს ენერგეტიკას.

3. ჩამდინარე წყლის ღარები


ადამიანის ენერგეტიკაზე გავლენას ახდენს ჩამდინარე წყლის ღარებიც. სწორედ აქ იგრძნობს ადამიანი მთელს ქალაქში დაგროვილ სიბინძურის სუნს. ამ დროს ის კიდევ უფრო ახლოსაა უარყოფით აურასთან. ასეთ ადგილას დიდხანს გაჩერება ან სიახლოვეს ცხოვრება წარუმატებლობას, უსიამოვნო შემთხვევებსა და მძიმე დაავადებებს მოგიტანთ. ზოგიერთ ადამიანს კი ჩამდინარი წყლის არხთან ცხოვრება, შესაძლოა, სიცოცხლედ დაუჯდეს.
Похожее изображение

4. ადგილი, სადაც ჭინჭარი და ველური მცენარეები იზრდება


მსგავს ადგილას მოხვედრა ადამიანში არასასიამოვნო ემოციებს იწვევს, რაც თავისთავად აქ დაგროვილ უარყოფით ენერგიაზე მეტყველებს. ამ მცენარეების ძირფესვიანად განადგურებაც კი ვერ გიხსნით მათი საშიშროებისგან.

5. გზაჯვარედინები


ყველამ იცის, რომ ყოველი მაგიური რიტუალი გზაჯვარედინზე ტარდება. სწორედ ასეთ ადგილებში აგდებენ ცუდი ენერგეტიკის მატარებელ ნივთებს, აქ წარმოთქვამენ წყევლებს, ე.ი. მუდმივად ნეგატივი ტრიალებს, ეს კი მოქმედებს ყველაფერზე, რაც ამ ადგილას მოხვდება. არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთი.
Похожее изображение

6. ხიდები


როგორც ამბობენ, ხიდებქვეშ უარყოფითი ენერგია ტრიალებს. რამდენადაც ხიდი ორ სანაპიროს აერთიანებს, მის ქვეშ არსებული სივრცეც მიიჩნევა ადგილად, რომელიც ცოცხალთა სამყაროს გარდაცვლილთა სამყაროსთან აკავშირებს. ამ კუთხით, მსგავს ადგილას ყოფნა ადამიანისთვის უსაფრთხოა და მისი ენერგეტიკული ველის დაზიანება შეუძლია. ხიდქვეშ ცხოვრებას კი საერთოდაც, სიცოცხლეს შეგიმცირებთ.

7. კუთხის სახლი და ბასრ კუთხიანი ნებისმიერი ნაგებობა


ალბათ, არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, რომ კუთხის სახლთან და ნებისმიერი შენობის კუთხესთან დგომის დროს, თქვენ გაუცნობიერებლად ივსებით უარყოფითი ენერგიით. მსგავსი ნაგებობები საკუთარი ფორმებით ანადგურებენ ადამიანის ენერგეტიკულ ველს, ფიტავენ და სასიცოცხლო ძალებს აცლიან. ამ თეორიიდან გამომდინარე, კუთხეში შეხვედრა ან ასეთ ადგილებში სერიოზული თემების განხილვა რეკომენდებული არ არის. ამით, შესაძლოა, ავნოთ საკუთარ თავსა და საქმეებს.

Похожее изображение

როგორც ხედავთ, ჩვენს გარშემო უამრივი ადგილია, სადაც უარყოფითი ენერგია გროვდება. ძირითადად ეს ის ადგილებია, სადაც იშვიათად აღწევს მზის სხივები. საკუთარი უსაფრთხოებისა და თვითშეგრძნებების შესანარჩუნებლად მსგავს ადგილებს მოერიდეთ. ასე უამრავ პრობლემას აირიდებთ თავიდან, იცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად!


წყარო: cluber.com.ua

ბეჭდვა