უკრაინელმა პენსიონერმა ქალმა ბულგარეთსა და ამერიკულ ატლანტაში საპატიო ტიტულები უკვე მიიღო.
როგორც ქალი ჰყვება, ის აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, იკვებება სწორად და მიჰყვება დევიზს - 50 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება.
გასი რეგულარულად ცურავს, შვილიშვილებთან ერთად ველოსიპედით სეირნობს, მონაწილეობას იღებს სილამაზის კონკურსებში.
ბულგარეთში, ხანდაზმულ ქალთა სილამაზის კონკურსში პირველად ის საკუთარმა ქალიშვილმა ჩაწერა.
თავდაპირველად ქალი უარზე იყო, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა და „ყველაზე ლამაზი ბებიის“ ტიტულიც მოიგო. ოდესელი ქალბატონი ამერიკის სილამაზის კონკურსის წარმომადგენლებმაც იხილეს და მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. გასმა გამარჯვება ატლანტაშიც მოიპოვა.
როგორც ის ამბობს, არავის სჯერა, რომ მალე 60 წლის ხდება და ამის გააზრება თავადაც უჭირს. ქალი ამტკიცებს, რომ მთავარია, გიყვარდეთ საკუთარი თავი და სამყარო.
წყარო: http://i-modern.ru