ყველას აქვს ცხოვრებაში მომენტები, როცა სირთულეები ჯაბნის და თითქოს, უიმედოობისგან მიწა ეცლება ფეხქვეშ... ჩვენი გმირის ისტორია დაგანახვებთ, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანი სულიერად, რომ ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდეს.
სიყვარული საზღვრების გარეშე
ნიკი ავსტრალიაში (მელბურნი) უნიკალური დაავადებებით დაიბადა. ხელები არ ჰქონდა, მარცხენა გვერდიდან კი ორი ციცქნა ტერფი გამოზრდოდა ორი თითით. კიდურების არქონის მიუხედავად, ნიკი სერფინგითა და ცურვით იყო გატაცებული. ახლა თამაშობს გოლფსა და ფეხბურთს. ნიკმა დაამთავრა კოლეჯი და დიპლომი ერთდროულად ორ სპეციალობაში - ბუღალტერიასა და ფინანსურ დაგეგმარებაში მიიღო. მაგრამ უპირველესად ის მწერალი და ინსტრუქტორია.
დღეს ნებისმიერს შეუძლია დაესწროს ნიკის სამოტივაციო ლექციებს (განსაკუთრებით, თინეიჯერებს). "ჩემი მისიაა, დავეხმარო ადამიანებს სიცოცხლის გზის მოძებნაში... არასდროს დანებდეთ, გწამდეთ საკუთარი ძალების" - ამბობს ვუიჩიჩი. ნიკი საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ შეუძლებელიც კი შესაძლებელია.
ნიკი მშობლებთან ერთად
ნიკი დაქორწინებულია. 2012 წელს ის კანაე მიაჰარაზე დაქორწინდა.
სასიყვარულო განცდები თავის წიგნში "სიყვარული შეზღუდვების გარეშე. ნამდვილი სიყვარულის ისტორია" აღწერა. წყვილს 4 შვილი ჰყავს, ორი ბიჭი და ორი ტყუპი გოგონა.
ბავშვები აბსოლუტურად ჯანმრთელი კიდურებით დაიბადნენ.
წყარო:24smi.org