მოდილიანი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ტრაგიკული ბედის მქონე მხატვარია, რომლის შესახებაც 2004 წელს უკვდავი ფილმი „მოდილიანი“ გადაიღეს.
"შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როდესაც შენს სულს შევიცნობ!" - ეს ფრაზა ყველამ იცის, მაგრამ რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა?
1. იედიდია, იგივე ამადეო ხელოვანთა სამოსახლოში - იტალიაში დაიბადა.
მას შემოკლებით „maudit“/ „მოდის“ უწოდებენ, რაც დაწყევლილს ნიშნავს.
მისთვის რომ გეკითხათ, რა ასაკში გადაწყვიტა მხატვრობა, ალბათ, გაოცდებოდით. 14 წლის ამადეო უკვე სრულად იყო დარწმუნებული იმაში, თუ რა სურდა.
2. მომავალში ნიჭიერი მხატვარი იმ პერიოდში დაავადებით (ტიფით) იტანჯებოდა, რომელსაც თავი გაართვა. თუმცა, მანამდე ციებისგან გამწარებული ამბობდა მხოლოდ და მხოლოდ იმ სიტყვებს, რაც მხატვრობასთან იყო კავშირში.
ეს მის არაცნობიერში ღრმად დამალული ოცნებები იყო, რომელთა შესახებაც შესაძლოა, ერთ დროს თავადაც არ იცოდა.
მოდიმ ფერწერაში იპოვა თავდავიწყება. ჯერ თავისი ხატვის მასწავლებლის თვალში ამაღლდა, შემდეგ კი მასშტაბები გაზარდა.
3. გავიდა დრო და ამადეო პარიზზე სულ უფრო და უფრო მეტს ფიქრობდა. ერთ ზამთარს კი გადაწყვიტა, რომ პარიზს სწვეოდა. გემოვნებიანად ჩაცმული მოდილიანი პარიზის ქუჩებში ამაყად დააბიჯებდა. ის ფრანგულ ენას დედის წყალობით შესანიშნავად ფლობდა. სულიერებით აღსავსე მხატვარი მფლანგველი იყო, მაგრამ პირვანდელ იერსახეს არ კარგავდა. ატარებდა ძვირფას შავ პიჯაკს, თეთრ პერანგსა და ჰალსტუხს, რაც არისტოკრატიულ იერს სძენდა და იქაური მხატვრებისგან გამოარჩევდა. მის მიერ დახატული შიშველი ქალებიც უზადო დახვეწილობით გამოირჩევიან.
4. პარიზულმა ცხოვრებამ მოდილიანი სასმელს იმდენად მიაჩვია, რომ მასზე დამოკიდებული გახდა. ჩხუბის მოყვარულ მოდის მეპატრონეები ბარებშიც აღარ უშვებდნენ. მხოლოდ სასმელს შეეძლო, რომ მისთვის გამბედაობა შეემატებინა და ყველაფერი შესძლებოდა. ამბობენ, რომ ამადეო არ მიეკუთვნებოდა მათ რიგს, ვინც სასმლის ყველა ყლუპით ნელ-ნელა ტკბება. ის ცდილობდა, რომ „წყურვილი“ ერთიანად მოეკლა.
(მოდილიანი, პიკასო და ანდრე ბრეტონი)
5. იცოდით, რომ მოდილიანი ზოგჯერ თანახმა იყო, თავისი ნახატი ერთ ჭიქა სასმელზე გაეცვალა? ეს საქციელი სულაც არ იყო გამოწვეული იმით, რომ თავის ნამუშევრებს არ აფასებდა, რადგან ამ ქმედებით სურდა, საკუთარი თავის დემონსტრირება მოეხდინა.
6. ამბობენ, რომ ჟანა ებიუტერნი მოდილიანის უკანასკნელი ქალი იყო. ის უმშვენიერესი გახლდათ და იმაზე გაცილებით მომხიბლავი, ვიდრე ფილმშია აღწერილი. გრძელი, ფაფუკი თმა; დიდრონი, მეტყველი თვალები და ავაზას გამოხედვა ცხადია, რომ მოდილიანს გულგრილს ვერ დატოვებდა.
7. მოდილიანი ჟანა ებიუტერნზე 14 წლით უფროსი იყო. მასთან შედარებით, ფაქტობრივად, ბავშვი იყო, როცა მოდიმ შენიშნა. ჟანას და ამადეოს გოგონა ეყოლათ, რომელსაც ასევე ჟანა დაარქვეს.
8. სიშიშვლის დანახვა 90-იან წლებში ბევრ ადამიანში ცინიზმს აღვიძებდა, ზოგს კი ეს სასტიკად აღიზიანებდა. მოდილიანის პირველი გამოფენა გააკრიტიკეს. ალაგ-ალაგ ხორხოცი დაიწყეს, რადგან გამოფენაზე შიშველ სხეულებად გარდაქმნილი ნახატები ჭარბობდა. აჟიოტაჟმა კი გამოიწვია ის, რომ გამოფენა გახსნიდან მალევე დახურეს. აურზაურმა ხალხის ყურადღება მიიქცია და მოდილიანის სახელიც მალევე ყველამ გაიგო.
9. სიცოცხლის ბოლო წლებში მან ისევ დაიწყო სმა და გონებაში არარსებული ადამიანები აუჯანყდნენ. სიცოცხლის ბოლო თვე ცოლ-შვილთან ერთად იტალიაში წასვლაზე ოცნებაში გაატარა. ისევ დაეწყო მოლანდებები და ბოდავდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ამადეო უპოვართა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
10. მოდისთან გამომშვიდობების შემდეგ ჟანამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ფანჯრიდან გაფრინდა და თან 9 თვის შვილიც წაიყოლა, რომელსაც მხატვრისგან ელოდებოდა. ჟანას ცხედარი მოდილიანის გვერდით მხოლოდ 2 წლის შემდეგ დაკრძალეს, რადგან ქალის ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 5 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი და ამადეო მოდილიანი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.