ზღაპრები დიდებისთვის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური კულტურის საიდუმლოებები - Marao

ზღაპრები დიდებისთვის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური კულტურის საიდუმლოებები

2019-05-06 12:20:25+04:00

სხვა ცივილიზაციების მსგავსად, მეზოამერიკის ხალხებიც ქმნიდნენ თავიანთ მითებს, ლეგენდებსა და ზღაპრებს. ამ თხზულებებში აღწერილია როგორც მოკვდავი ადამიანების ცხოვრება, ასევე მითოლოგიური არსებების და მათი ღმერთებისაც.

ინდიელები თავიანთ ლეგენდებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ სიცოცხლის და ბუნების კანონების შესწავლას. ასევე, სამყაროს შექმნისა და განვითარების ეტაპების ისტორიებს.

თანამედროვე ეპოქაში ეს არქაული ზღაპრები და მითები შესაძლებლობას გვაძლევს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ კულტურას დავუახლოვდეთ და ინდიელების ყველაზე საკრალურ და იდუმალ ფიქრებში ჩავიძიროთ.

საინტერესოა, რომ სახელი „ინდიელები“ ამერიკის მოსახლეობამ სრულიად შემთხვევით მიიღო. ქრისტეფორე კოლუმბს, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ეს მატერიკი, ეგონა, რომ ინდოეთში მოხვდა.

ინდიელებს გადარჩენაში ბუნება ეხმარებოდათ. მისი წყალობით, მათ ისწავლეს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება. ისინი არასოდეს ხოცავდნენ ცხოველებს გართობის მიზნით. ბუნება აძლევდა მათ სამოსს, სითბოს და ბინას.

ინდიელები ქსოვდნენ ნივთებს ბისერებისგან, კერავდნენ ბეწვის ჩასაცმელს და მათ ევროპელებს სხვადასხვა საქონელში უცვლიდნენ.

ღვთაებები

ინდიელებს ზებუნებრივი არსებების მრავალი კატეგორია გააჩნდათ. მათ შორის ყველაზე ძლიერებს ღვთაებებს ეძახდნენ. ისინი სრულებით არ ჰგავს იმ ღვთაებებს, რომლებიც ძველი დროიდან გვახსოვს, რადგან ინდიელებს ზებუნებრივზე თავისებური წარმოდგენები ჰქონდათ. მათი ღვთაებები შეიძლება იყვნენ ანთროპომორფული, ზოომორფული ან ორნიტომორფული. სხვადასხვა კულტურასა და პოლიტიკურ სიტუაციაში, ერთი და იგივე არსება შეიძლება მეტ-ნაკლებად ძლიერად ჩაითვალოს, სადღაც არსებობს ადგილობრივი დამცველი ღვთაება, სადღაც კი ორი ღვთაება ერთ პერსონაჟადაა შერწყმული.

პირველი ადამიანები

ინდიელთა მითოლოგიაში პირველი ადამიანების წარმოშობის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ადამიანები არ შექმნილან დედამიწაზე. ისინი ორმოდან ან გამოქვაბულიდან გამოვიდნენ. პუებლოს ინდიელები ჰყვებიან ადამიანების ამოსვლის შესახებ დედამიწის ყველაზე ღრმა, შავბნელი სამყაროდან. ზოგიერთი ტექსტები კი ამაზონშია დაწერილი. ამ ვერსიით, ადამიანები კლდეებიდან და ქვებიდან გამოვიდნენ. ეს სიუჟეტი ძალიან არქაულია.

ჩრდილო-დასავლეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკის გვიანაში კი პირიქით, მიაჩნიათ, რომ პირველი ადამიანები ციდან ჩამოვიდნენ დედამიწაზე. არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც, რომ პირველი ადამიანი ცვილის, თაფლის ან სხვა არამყარი მასალისგან შეიქმნა.

სულები

ღვთაებების გარდა, სხვა ზებუნებრივი არსებებიც არსებობს: სულები, დემონები, თანამგზავრი სულები. ეს ადამიანთა სულების ნაწილებია, რომლებიც ადამიანებისგან განცალკევებით ცხოვრობენ. მაგალითად, ტყეში. როდესაც გძინავს და გესიზმრება, რომ ტყეში ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი თანამგზავრი სული ფხიზლადაა. ეს სულები ხშირად ცხოველებიც არიან და მათ „ვაიჰელი“ ჰქვიათ. სულები ადამიანებს მაგიურ უნარებს ანიჭებენ, ამიტომ, ძლიერ ჯადოქარს შეიძლება ცამეტი თანამგზავრი სული ჰქონდეს. როგორც წესი, ისინი საშიში მტაცებელი ცხოველები არიან. ჩვეულებრივ ადამიანს, როგორც წესი, ერთი ან ორი თანამგზავრი სული აქვს. ხშირად ეს არის ქათამი ან მამალი.

ინდიელთა ზღაპრები ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების მითოლოგიისა და კულტურის შესასწავლად. თქვენ სრულიად ახლებური წარმოდგენა შეგექმნებათ ბუნების ციკლების, დიდი საიდუმლოების (ვაკონას), ადამიანების და ცხოველების ურთიერთობების და ფერთა სიმბოლიზმის შესახებ.

ჟურნალ "გზასთან" ერთად, ორ კვირაში ერთხელ  "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები" გამოდის, რომელიც მკითხველს მსოფლიოს ხალხების ისტორიაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში ამოგზაურებს. ამ ახალი სერიით გამომცემლობა “პალიტრა L“ ეხმიანება მკითხველის ინტერესსა და სურვილს, ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა კულტურისა და ჩვეულებების მქონე ხალხების სიბრძნეზე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემის სახით ვრცელდებოდა.

თითოეული ტომის შეძენა ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად - 7 ლარადაა შესაძლებელი.

„მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზღაპრები, თქმულებები, იგავები, ბალადები მკითხველთა ყველა თაობის ინტერესის საგანი იყო და რჩება დღემდე. ეს ერთგვარი კულტურული რელიკვიაა, რომელიც მიმობნეულია სხვადასხვა გამოცემაში, არქივებსა და საცავებში.