სხვა ცივილიზაციების მსგავსად, მეზოამერიკის ხალხებიც ქმნიდნენ თავიანთ მითებს, ლეგენდებსა და ზღაპრებს. ამ თხზულებებში აღწერილია როგორც მოკვდავი ადამიანების ცხოვრება, ასევე მითოლოგიური არსებების და მათი ღმერთებისაც.
ინდიელები თავიანთ ლეგენდებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ სიცოცხლის და ბუნების კანონების შესწავლას. ასევე, სამყაროს შექმნისა და განვითარების ეტაპების ისტორიებს.
თანამედროვე ეპოქაში ეს არქაული ზღაპრები და მითები შესაძლებლობას გვაძლევს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ კულტურას დავუახლოვდეთ და ინდიელების ყველაზე საკრალურ და იდუმალ ფიქრებში ჩავიძიროთ.
საინტერესოა, რომ სახელი „ინდიელები“ ამერიკის მოსახლეობამ სრულიად შემთხვევით მიიღო. ქრისტეფორე კოლუმბს, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ეს მატერიკი, ეგონა, რომ ინდოეთში მოხვდა.
ინდიელებს გადარჩენაში ბუნება ეხმარებოდათ. მისი წყალობით, მათ ისწავლეს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება. ისინი არასოდეს ხოცავდნენ ცხოველებს გართობის მიზნით. ბუნება აძლევდა მათ სამოსს, სითბოს და ბინას.
ინდიელები ქსოვდნენ ნივთებს ბისერებისგან, კერავდნენ ბეწვის ჩასაცმელს და მათ ევროპელებს სხვადასხვა საქონელში უცვლიდნენ.
ჩრდილო-დასავლეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკის გვიანაში კი პირიქით, მიაჩნიათ, რომ პირველი ადამიანები ციდან ჩამოვიდნენ დედამიწაზე. არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც, რომ პირველი ადამიანი ცვილის, თაფლის ან სხვა არამყარი მასალისგან შეიქმნა.
ინდიელთა ზღაპრები ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების მითოლოგიისა და კულტურის შესასწავლად. თქვენ სრულიად ახლებური წარმოდგენა შეგექმნებათ ბუნების ციკლების, დიდი საიდუმლოების (ვაკონას), ადამიანების და ცხოველების ურთიერთობების და ფერთა სიმბოლიზმის შესახებ.
ჟურნალ "გზასთან" ერთად, ორ კვირაში ერთხელ "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები" გამოდის, რომელიც მკითხველს მსოფლიოს ხალხების ისტორიაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში ამოგზაურებს. ამ ახალი სერიით გამომცემლობა “პალიტრა L“ ეხმიანება მკითხველის ინტერესსა და სურვილს, ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა კულტურისა და ჩვეულებების მქონე ხალხების სიბრძნეზე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემის სახით ვრცელდებოდა.
თითოეული ტომის შეძენა ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად - 7 ლარადაა შესაძლებელი.
„მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზღაპრები, თქმულებები, იგავები, ბალადები მკითხველთა ყველა თაობის ინტერესის საგანი იყო და რჩება დღემდე. ეს ერთგვარი კულტურული რელიკვიაა, რომელიც მიმობნეულია სხვადასხვა გამოცემაში, არქივებსა და საცავებში.