დიახ, ისინი ნამდვილები არიან და თანამედროვეობასაც შესანიშნავად ერგებიან.
სამივეს გარშემო ყოველთვის უამრავი ჭორია, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთი მათგანის გული ვერ მოიპოვეს ქალბატონებმა. ჯერ ისევ უცოლოდ არიან და წარმოიდგინეთ, მათთან ყოფნას რამდენი ქალი ნატრობს. როგორც ჩანს მათ ცოლის მოყვანას არავინ აძალებს და უფლება აქვთ აირჩიონ ის, ვინც მთელი გულით შეუყვარდებათ და ამავდროულად ღირსეულიც იქნება. არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ მათ "ინსტაგრამზე" ასეთ კომენტარებს წავაწყდი: "შენ ჩემი ფანტაზიიდან ხარ", "პრინცი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს" და ა.შ..
მაშ ასე, ვიწყებთ.
პრინცი ფილიპოსი (საბერძნეთი) - სამეფო ოჯახის მომხიბლავი წარმომადგენელი აპრილში 33 წლის გახდა. როგორც ამბობენ უშუალო და მეგობრულია. დიდ დროს ატარებს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და ოჯახის წევრებს ძალიან აფასებს. ღირსეულად იქცევა და ოჯახთან ერთად სხვადასხვა სახის აუცილებელ აქტივობებს ყოველთვის უერთდება, რაც მისი მოვალეობაცაა. ფილიპოსი საკმაოდ თავშეკავებულია და მისი ინტერესების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, რომ ნაკითხი და მხიარული პიროვნებაა. ყოველთვის აკურატულად აცვია და როგორც ხედავთ სამეფო სამოსიც ძალიან უხდება.
პრინცი აბდულ მეტინ ბოლჰიაკი (ბრუნეი) - ალბათ დაგვეთანხმებით, რომ პრინცი იდეალურ ფორმაშია. ის ხშირად ვარჯიშობს და ჯომარდობითაცაა დაინტერესებული. ცხადია აუცილებელ პროცედურებს თავს არ არიდებს და სამიტებსაც ესწრება ხოლმე. ამჟამად 27 წლის არის და უამრავი გეგმა აქვს. მის ინტერესებში ჰოკეიც შედის და ამ ყოველივეს საკმაოდ წარმატებულად ართმევს თავს. პრინცი "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია 1,1 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ჩამონათვალი აქ არ წყდება. მას უყვარს კრივი, ფეხბურთი, ჯირითი და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა.
შეიხი ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი (დუბაი)- დუბაის ტახტის ერთადერთი მემკვიდრე წინამორბედებს არაფრით ჩამოუვარდება. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრეა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა იტაცებს. მას "ინსტაგრამზე" ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მათი რაოდენობა უკვე 8 მილიონს ასცდა. ჰამდანი ბავშვების საუკეთესო მეგობარია და ცდილობს, რომ მათთვის კარგი მაგალითი იყოს. სერფინგთან და ნადირობასთან ერთად ბევრი სხვა საქმითაა დაკავებული. ცნობილია, რომ ფოტოგრაფია, "დაივინგი" და ცხენზე ჯირითი უყვარს. ასე რომ მას ბევრი ინტერესი გააჩნია. ამასთან ერთად ნაკითხიც არის და როგორც ჩანს მისთვის შესაფერის, ჭკვიან და ლამაზ ქალს ეძებს. შეიხი ჯერ 36 წლის არის, ასე რომ ყველაფერი წინაა.