ბლოგი

„მწერალი გეძებს ყველგან...“ - რატომ უნდა ვიკითხოთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა?

„მწერალი გეძებს ყველგან...“ - რატომ უნდა ვიკითხოთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა?
ყვე­ლა­ფერს გას­დის ყავ­ლი - მო­დურ ჩექ­მას, ძვი­რა­დ ღი­რე­ბულ სუ­ნა­მოს, ტრენ­დულ აქ­სე­სუ­ა­რებს... ერ­თა­დერ­თი, რაც სა­მუ­და­მოდ თან გაგ­ვყვე­ბა, ემო­ცი­ე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბია, თუმ­ცა მა­ღა­ზი­ა­ში მათ ვერ ნა­ხავთ. სა­მა­გი­ე­როდ, უხ­ვა­დაა წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გან­ცდებს ბა­დე­ბენ და ყვე­ლა­ზე მი­უ­ვალ ად­გი­ლებ­შიც კი უშიშ­რად გა­მოგ­ზა­უ­რე­ბენ. წიგნს შე­უძ­ლია წა­გიყ­ვა­ნოთ ომში და მებ­რძო­ლებს შო­რის, სან­გარ­ში გა­მო­გი­ძებ­ნოთ ად­გი­ლი; გაი­სე­ირ­ნოთ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის გვერ­დით ისე, რომ თავი ზედ­მე­ტად სა­ერ­თოდ არ იგ­რძნოთ; ერთი შე­ხედ­ვით ცივ­სის­ხლი­ა­ნი ბო­როტ­მოქ­მე­დი წიგნ­მა შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა თვა­ლით და­გა­ნა­ხოთ და ისე შე­გაყ­ვა­როთ, რომ მის ქო­მა­გად იქ­ცეთ.
ის­ტო­რი­ამ იმ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ჩა­გით­რი­ოთ, რომ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დე­ტექ­ტი­ვის როლ­ში შეხ­ვი­დეთ და ამ­ბის წი­ნას­წარ გან­ჭვრე­ტა და­ი­წყოთ. პერ­სო­ნა­ჟის საქ­ცი­ელ­მა შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი გო­ნე­ბის სრუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია მო­ახ­დი­ნოს და სა­მა­გა­ლი­თო­ ა­და­მი­ა­ნის ან პი­რი­ქით - არა­ა­და­მი­ა­ნო­ბის ნი­მუ­შად გექ­ცეთ.

ამ ემო­ცი­ე­ბის აღ­ძვრა და შეხ­სე­ნე­ბა იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბა იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ვიდ­რე ამას ერთი ადა­მი­ა­ნი ხე­დავს, მხო­ლოდ წიგნს შე­უძ­ლია და მით უფრო, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რის წიგნს. ავ­ტო­რის, რო­მე­ლიც შენს ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში ცხოვ­რობს და წერს იმა­ზე, რაც შენს კომ­ფორ­ტის ზო­ნას სცდე­ბა, რა­ზეც არა­ფე­რი გსმე­ნია, მაგ­რამ აქვე ხდე­ბა, შენს დრო­ში და შენ გვერ­დით. ეს შენი ამ­ბა­ვი­ცაა, შენც ხარ მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ლექ­სი­კით მე­ტყვე­ლებ, ხარ ამ გმი­რე­ბის სო­ცი­უ­მის ნა­წი­ლი. მათი ის­ტო­რია კი შენ გა­რე­შე მა­ნამ გრძელ­დე­ბა, სა­ნამ ჩვე­ნი დრო­ის პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას არ გა­და­წყვეტ.

რა თქმა უნდა, კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა კარგ მკი­თხვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რის წიგნს შე­უძ­ლია უკეთ გას­წავ­ლოს, რო­გორ იცხოვ­რო ჩვენს დრო­ში. ასეთ წიგნს შე­უძ­ლია შენ თვალ­წინ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ათა­სი კა­ტე­გო­რია გა­ა­შიშ­ვლოს და შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად და­გა­ნა­ხოს მათი ნა­თე­ლი თუ ბნე­ლი მხა­რე­ე­ბი.

ამ მწე­რალს ხომ შენს მა­ჯა­ზე უდევს ხელი და ზუს­ტად იცის, რა გჭირ­დე­ბა. იგი შენ­თვის წერს და არა სა­უ­კუ­ნის შემ­დე­გი თა­ო­ბე­ბის­თვის. ის გე­ძებს ყველ­გან - ქუ­ჩა­ში, მეტ­რო­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ელო­დე­ბა შენს კო­მენ­ტა­რებს, შე­ნიშ­ვნებს, შე­კი­თხვებ­სა და აღ­ტა­ცე­ბას მისი ნა­წე­რის შე­სა­ხებ. მწერ­ლის მთა­ვა­რი სტი­მუ­ლი სწო­რედ მკი­თხვე­ლია. მე კი მგო­ნია, ავ­ტორ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მკი­თხვე­ლის­თვი­საც დიდი გა­მოწ­ვე­ვაა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ მე­სა­მე წე­ლია, რაც ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ატა­რებს. ამ კონ­კურ­სის მეშ­ვე­ო­ბით, ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რი გა­იც­ნო.



კონ­კურ­სი წელ­საც, ისე­ვე, რო­გორც გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მკი­თხვე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019"-ზე ხმის მი­ცე­მა უკვე და­ი­წყო.

ფორ­მა­ტი, რომ­ლი­თაც კონ­კურ­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მკი­თხველს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ეც­ნოს და თა­ვად აირ­ჩი­ოს ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც ამ კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი გახ­ლავთ.

კონ­კურ­სან­ტთა ნაშ­რო­მე­ბის ნახ­ვა და ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია „პა­ლიტ­რა L"-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ვებგ­ვერ­დზე: https://www.palitral.ge/konkursi.html

ვებგ­ვერ­დზე ხმის მი­ცე­მა ორი­ვე ტურ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მეშ­ვე­ო­ბით.

ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა უფა­სოა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი