ბლოგი

ჯესიკა კოქსი - პირველი პილოტი ხელების გარეშე

ჯესიკა კოქსი - პირველი პილოტი ხელების გარეშე
ჯესიკა ხელების გარეშე დაიბადა. ფეხმძიმობის დროს არც ერთმა ანალიზმა არ აჩვენა, რომ ნაყოფს დეფექტი ჰქონდა. უჩვეულო დაავადების მიუხედავად, გოგონას ძლიერი შინაგანი ძალა აქვს. მას შეუძლია წერა, მანქანის მართვა და ტელეფონის გამოყენება. ამ ყველაფერს ფეხების დახმარებით აკეთებს.
ჯესიკამ ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. დადიოდა ცეკვებზე და შავი ქამრის მფლობელია ტაიკვანდოში. სხვათა შორის, სპორტულ დარბაზში გაიცნო თავისი მომავალი ქმარი პატრიკ ჩამბერლეინი, რომელიც ტაიკვანდოს მწვრთნელია. არ დაიჯერებთ და, პატრიკის დახმარებით ისწავლა პიანინოზე მულტფილმ "ყინულის გულის" მელოდიის დაკვრა. პატრიკის თქმით, ცხოვრებაში
არ შეხვედია ჯესიკასნაირ ოპტიმისტ და მამაც ქალს. მან დაქორწინება კოქსს გაცნობიდან რამდენიმე თვეში შესთავაზა. კოქსი დაკავებულია სერფინგით. გარდა ამისა, ჯესიკას შეუძლია წუთში 25 სიტყვა აკრიფოს და რაც ყველაზე მთავარია, ის თვითმფრინავს მართავს.

ჯესიკა ხელების პროთეზიც დაუმზადეს, მაგრამ მან ფეხები ისე გაივარჯიშა, რომ პროთეზი არ დასჭირდა.
თვითმფრინავს, რომელსაც კოქსი მართავს, Ercoupe ჰქვია. მას სატერფული არა აქვს. მართვის მოწმობის მისაღებად, ჯესიკამ სამწლიანი კურსი გაიარა. მას მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორი ასწავლიდა. ახლა ჯესიკას ფრენის სტაჟი 98 საათია. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი უხელო მფრინავია. ჯესიკას ისტორიით შთაგონებულმა არაბმა ქალმა-ინჟინერმა რემ ალ მარზუკიმ ავტომობილის მართვის უნიკალური სისტემა შექმნა, რომლის მართვაც მხოლოდ ფეხებით შეიძლება.

ახლა ჯესიკა 32 წლისაა. როგორც ჩანს, ბავშვობაშივე აქტიური იყო. 2008 წელს კი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, როგორც პირველი უხელებო ქალი-პილოტი და ამ ფაქტის გამო რომის პაპმა დალოცა იგი.

"ძალიან დამოუკიდებელი ვარ. ერთადერთი, რასაც დამოუკიდებლად ვერ ვაკეთებ, თმის დავარცხნაა. პატრიკმა ისწავლა თმის დაწნა. ახლა ნაწნავს მიკეთებს, რომ თმამ ხელი არ შემიშალოს ყოველდღიურ საქმიანობაში".



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93