როგორია აღმოსავლური მენტალიტეტის წყარო? რაში მდგომარეობს ისლამის სიბოლიკის, ქრისტიანობის და იუდაიზმის ფარული მნიშვნელობა? აღმოსავლეთში ქალი მამაკაცზე მნიშვნელოვანია? ვინ არის ჯინი არაბულ ზღაპრებში? რატომ არის საჭირო ზღაპრები დიდებისთვის?
მითებისა და ზღაპრების წარმომავლობა და მათი როლი ისეთმა ცნობილმა ავტორებმა გამოიკვლიეს, როგორებიცაა: ზიგმუნდ ფროიდი, ოტო რანკი, ჰანს ზაქსი. - რა არის მითი? ის, რასაც შესაძლოა ოდესღაც ადგილი ჰქონოდა ამა თუ იმ ერის რეალურ ისტორიაში.
მოგონებების გარკვეული ფრაგმენტები, რომლებიც ტექსტებად და ნარატივებად იქცა. ფსიქოლოგია და ყველა ფსიქოლოგიური კონფლიქტი, რომლებსაც ზღაპრები მოგვითხრობენ, ძალიან დიდ ძალას ატარებს. ამიტომაც ასეთი ტექსტები საუკუნეების მანძილზე მოგზაურობენ.
ანტიგმირები ზღაპრებში აღწერილია, როგორც ყველაზე შემზარავი, სასტიკი და საშიში ურჩხულები, ხოლო გმირები - ზეადამიანები არიან, რომლებიც ამ ურჩხულებს ებრძვიან.
ჯინი, როგორც მინიმუმ, სახიფათო არსებაა. ის უკავშირდება კვამლს, ცეცხლს და მიწისქვეშ ცხოვრობს ისევე, როგორც ეშმაკი. თავდაპირველად ასეთი პერსონაჟები ბევრი იყო, შემდეგ კი გაერთიანდნენ და ორი პოლუსი შექმნეს: - ქრისტიანობაში ანგელოზების და დემონების სამყარო, ხოლო მუსლიმებში - ალაჰისა და ჯინების სამყარო.
სიტყვა „ჯინი“ არაბული წარმომავლობისაა და ნიშნავს იდუმალს, დაფარულს. როგორც წესი, ისინი ადამიანის თვალისთვის უხილავები არიან. მათ საკუთარი სამყარო აქვთ, საკუთარი ცხოველებით და პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. მათ შეუძლიათ ადამიანების სამყაროში გადმოსვლა და მათ ცხოვრებაზე ზემოქმედება.
ზღაპრები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი. საქართველოსა და სპარსეთს შორის კავშირი საუკუნეებს ითვლის. სპარსული ნაწარმოებები ჯერ კიდევ ძველ დროში იქნა გადმოქართულებული. შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანშიც“ მრავლადაა სპარსული ელემენტები, როგორც სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებაში. ,,ესე ამბავი სპარსული. ქართულად ნათარგმანები“, - წერდა შოთა. ფაქტია, რომ ირანი დიდ როლს თამაშობდა როგორც პოლიტიკაში, ასევე შემოქმედებაშიც. ირანმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს კულტურაში.
ზოგჯერ აუცილებელია, დროებით დაივიწყოთ პრობლემები, რუტინა და ნაცრისფერი დღეები. დაისვენოთ და წაიკითხოთ რაღაც განსხვავებული. ზღაპრული თერაპია - საუკეთესო საშუალებაა ამისთვის. თქვენს ხელთ „ზღაპრული წყაროებია“ - ყველაზე მისტიკური და ზღაპრული წიგნების სერია, რომელშიც თავმოყრილია მთელი მსოფლიოს ხალხთა ყველაზე ცნობილი და საყვარელი ზღაპრები.
წიგნების სერიის ფურცლებზე თქვენ გაიცნობთ არაბულ, სპარსულ, ინდურ, იაპონურ, ინდიელების და სხვა ბევრი ქვეყნის მაგიურ სამყაროს.
სპარსული ხალხური ზღაპრები უმდიდრესი სპარსული ფოლკლორის ნაწილია. ისინი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კრებულში სამი სახეობის ზღაპრებია გართიანებული: ჯადოსნური, ყოფითი და ზღაპრები ცხოველების შესახებ. მათ შორის ბევრი სრულიად გამორჩეულია, ზოგიერთი კი თქვენთვის სხვა ხალხების ზღაპრებიდან ცნობილ სიუჟეტებს, თავგადასავლებსა თუ გმირებს მოგაგონებთ. აქაც შეხვდებით სასტიკ მბრძანებელს, გულღრძო დედინაცვალს, გრძნეულ დედაბერს, დრაკონსა თუ სხვა ბოროტ ძალებს, რომლებსაც გულადი, გამჭრიახი და კეთილი გმირი ამარცხებს.
ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოდის სერია - „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები“. უკვე გამოსულია ასურული, შვედური, ფრანგული, ინდიელთა და აზერბაიჯანული ზღაპრები. 30 მაისიდან კი სპარსული ზღაპრების შეძენა 7 ლარად იქნება შესაძლებელი.