ისტორიიდან ვიცით, რომ მსოფლიოს ნაცისტებზე დიდი ბოროტმოქმედები არ ჰყოლია. საინტერესოა, რა ბედი ეწიათ ყველაზე ბოროტი ადამიანების შვილებსა და შვილიშვილებს.
ბეტინა გერინგი
ბეტინა გერმანიის რეიხის რეიხმარშლის, გერმან გერინგის ძმის შვილიშვილია. ის ახლა სანტა-ფეში (მექსიკა) ცხოვრობს და ბალახებით მკურნალობს.
დოკუმენტურ ფილმში "ჰიტლერის შვილები" ბეტინამ აღიარა, რომ 30 წლის წინ საშვილოსნოს მილები გადაიკეტა. "არ მინდა გერმან გერინგის მსგავსი შვილები გამიჩნდეს. მე მას უფრო ვგავარ, ვისი ნამდვილი შვილი".
ჯენიფერ ტიიგე
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ შავკანიანი გოგონა ამონ გეტის შვილიშვილია. მისი როლი "შინდლერის სიაში" რალფ ფაინსმა განასახიერა. მონიკა გერტვიკმა, ამონის ქალიშვილმა, შვილი ნიგერიელისგან გააჩინა. ქალი დაცილებული იყოს გეტების ოჯახს და დედას პირველად მაშინ გასცა ხმა, როცა ჯენიფერი 20 წლის იყო.
ამ პერიოდში ის თავს "სწორედ იმ გეტის" მოგვარედ ასაღებდა. ჯენიფერი ისრაელში მოგზაურობდა, ებრაელებს ხვდებოდა... ყველაფერი შეიცვალა, როცა ჰამბურგის ბიბლიოთეკაში დედის ბიოგრაფიას გაეცნო. "თავი საშინლად ვიგრძენი, თითქოს ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა. მეუღლეს დავურეკე და წაყვანა ვთხოვე". ჯენიფერი დეპრესიაში ჩავარდა და გამოჯანმრთელების შემდეგ დაწერა წიგნი: "ბაბუაჩემი მეც დამხვრეტდა".
მონიკა გერტვიკი
მონიკა ამონ გეტისა და მისი საყვარლის, რუთ ირენ კადლერის შვილი და ჯენიფერის დედაა. მის გარშემო ილუზია შექმნეს და მამის რეალური სახის შესახებ ქალმა დიდხანს არაფერი იცოდა. "მოზარდმა დედას ვკითხე, რა ხდებოდა სინამდვილეში. დედამ აღიარა, რომ შეიძლება მამამ რამდენიმე ებრაელი მოკლა. კითხვა შევუბრუნე: "რამდენიმე რამდენია: სამი, ოთხი..." დედა დასაბმელი გახდა, კაბელი მოგლიჯა და გამამათრახა".
შემდეგ მონიკამ ნახა ფილმი რალფ ფაინსის მონაწილებით, რომელიც მამამისს ასახიერებდა. მონიკამ შვილს ბაბუის შესახებ ვერ გაუმხილა, თუმცა მისმა წიგნმა მსოფლიო მოიარა.
ალესანდრა მუსოლინი
ნაცისტების შთამომავლებისგან განსხვავებით, იტალიელი პოლიტიკოსი ალესანდრა ამაყობს თავისი ბაბუით. ის დუჩეს შვილიშვილია და სოფი ლორენის დის შვილია. თავად ქალს სამი შვილი ჰყავს, მაგრამ მამის გვარის ნაცვლად, ბავშვები დიდი ბაბუის გვარს ატარებენ. პოლიტიკაში მოსვლამდე ქალი მსახიობი და მომღერალი იყო.
კატრინ გიმლერი
ერნსტ გიმლერი გენრიხ გიმლერის ძმა და კატრინის ბაბუა იყო. "საშინელი სასჯელია ასეთი წინაპრების ყოლა. კარგი დამოკიდებულება მქონდა მამასთან, მაგრამ როგორც კი მისი ოჯახის ისტორიას ჩავუღრმავდებოდი, ლაპარაკი უჭირდა. ახლა ვხვდები, რა გადაიტანა. თავადაც იგივი განვიცადე, როცა გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ბებია ნაცისტი იყო. რთული იყო იმის გააზრება, რომ მას უფროს ნაცისტებთან მიმოწერა ჰქონდა და ამანათებსაც კი უგზავნიდა სამხედრო დამნაშავეებს".
ბედის ირონიით, კატრინი ცოლად ებრაელს გაჰყვა, რომლის წინაპრებმა ჰოლოკოსტის სისასტიკე საკუთარ კანზე იწვნიეს. საკუთარ ნამუსთან მართალი რომ ყოფილიყო, კატრინმა დაწერა წიგნი "ძმები გიმლერები: გერმანული ოჯახის ისტორია".
გიუდრუნ ბუვიტცი
ის 1929 წელს დაიბადა. ის "სწორედ იმ გენრიხ გიმლერისა" და კატრინის საყვარელი ბებიის შვილია. მთელი ცხოვრების მანძილზე გენრიხი ქალიშვილს სიყვარულით პიუპის ეძახდა. ხშირად დაჰყავდა სამსახურში. მუდამ ურეკავდა და სწერდა წერილებს.
ქალს სიცოცხლის ბოლომდე სწამდა, რომ მამამისი თავს არ მოიკლავდა, ის მოკლეს. ომის შემდეგ გიუდრუნი დედასთან ერთად დააპატიმრეს. ქალებმა იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ბანაკები მოიარეს. 1946 წლის ნოემბერში ისინი გაათავისუფლეს.
ქალი ჟურნალისტ ვულფ დიტერ ბურვიტცს გაჰყვა ცოლად და შექმნა ორგანიზაცია "მდუმარე დახმარება". ის 2018 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: goodhouse