პაბლო პიკასოს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და შეუდარებელი მხატვარი... ის ყოველთვის სხვადასხვანაირი, მაგრამ ყოველთვის შოკისმომგვრელი იყო.
პიკასოს ცნობილი ნახატები ტრადიციული ფერწერის და ორიგინალური ხელოვნების უჩვეულო ტანდემია. ის საოცრად კარგად ახერხებდა, ტილოზე ისეთი უჩვეულო მატერიები შეეთავსებინა ერთმანეთთან, როგორებიცაა მეტალი, ქვა, თაბაშირი, ნახშირი, ფანქარი და ზეთის საღებავები. მისი ნახატები თავისი ემოციურობით და გამბედაობით გვაოცებს.
მისი მრავალფეროვნებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა კომპოზიციები ქალების გამოსახულებით. ეს ნახატები თავისი არაორდინარულობით შოკისმომგვრელია მნახველისთვის. ხაზების და ფერების უცნაური გამოყენება ამტკიცებს, რომ პიკასოს ძალიან არ უყვარდა ქალები.
დღეისათვის, პაბლო პიკასო ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მხატვრად ითვლება. ის არ იყო ჩაციკლული მხოლოდ ერთ სტილზე. ის ეძებდა თვითგამოხატვის მეთოდებს და სახეობებს მხატვრობის სხვადასხვა მიმართულებაში.
პიკასოს ცნობილი ნახატების აღწერა
„მაუსის“ დახმარებით ამოაბრუნეთ ქარდები თანმიმდევრობით და წაიკითხეთ აღწერა.<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 6 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი და პაბლო პიკასო. 24 ივნისიდან, გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად შეგეძლებათ შეიძინოთ პაბლო პიკასოს ორი რჩეული ტილო - "კოცნა" და "ავინიონელი ქალიშვილები". ასევე, გელით საჩუქარი - დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი, სპეციალურ ფასად.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.