პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო (Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Ruiz y Picasso).
დიახ, ბევრმა არ იცის, რომ ეს გენიოსი მხატვრის სრული სახელი და გვარია.
ამბობენ, რომ პაბლო პიკასოს ერთი დღის განმავლობაში 3 ნახატის შექმნა შეეძლო.
მხატვარს დაბადებიდან უცნაური ბედი დაჰყვა. ეს იმიტომ, რომ როდესაც გაჩნდა, მედდას ცოცხალი არ ეგონა და დედისთვის უნდა ეთქვა, თქვენი შვილი დაიღუპაო.
საბედნიეროდ, იქ მომავალი გენიოსის ბიძა - დონ სალვადორიც იმყოფებოდა. ის სიგარის მოყვარული გახლდათ და გამონაბოლქვმა ახალშობილ პიკასომდე მიაღწია, რომელმაც მალევე ტირილი დაიწყო.
ბარსელონის სამხატვრო სკოლის გამოცდები პიკასომ ერთ დღეში ჩააბარა, მაშინ, როდესაც სხვა მსურველები გამოცდების ჩაბარებას 2 კვირაში, ხან კი 1 თვეში ახერხებდნენ.
პიკასო იყო ერთ-ერთი ყველაზე "მექალთანე მხატვარი". მის მკლავებში არაერთი ქალი მოხვდა და მხატვარს სწორედ ქალბატონებთან ურთიერთობა ეხმარებოდა, შეექმნა ისეთი საოცარი ნამუშევრები, როგორებიც თუნდაც "დონა მაარის პორტრეტი" და "ავინიონელი ქალიშვილები" არის.
პირველი ნახატი ადრეულ ასაკში შექმნა. რაც შეეხება გაცილებით სერიოზულ ნამუშევარს - 15 წლის პიკასომ საკუთარი ოჯახის წევრები მაქსიმალური სიზუსტით დახატა. ქმნილების სახელია: "პირველი ზიარება".
მხატვარს ორი ცოლი ჰყავდა. ყოველთვის თავისზე ახალგაზრდა ქალებით იყო მოხიბლული და მეორე ცოლიც ამავე პრინციპით შეარჩია.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ის არა მხოლოდ მხატვარი, არამედ ნიჭიერი მოქანდაკეც იყო. ეს ქანდაკებაც სწორედ ამას მოწმობს. მასზე მუშაობა 1962 წელს დაიწყო და ორ წელიწადში სრულყო.
პიკასოს ნახატებში ტრაგედია, იუმორი, მყოფადობა და ირეალური სამყარო ერთმანეთს ერწყმის. ბევრმა არ იცის, რომ პიკასოს ტალანტით ელ გრეკოსა და გოიასთან აიგივებდნენ.
აი რა განაცხადა მან, როდესაც მისი ნამუშევრები უკვე უკიდურესად პოპულარული იყო: "მე არ ვფლობ არცერთ ჩემს ნახატს, რადგან ორიგინალი ღირს რამდენიმე ათასი დოლარი, ამგვარი ფუფუნების უფლება კი არ მაქვს".
თუ ოდესმე მკითხავენ, რომელია ჩემთვის ამ უნიჭიერესი მხატვრის ყველაზე საყვარელი ფრაზა, ვუპასუხებდი: "მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც არ შემიძლია, იმისთვის, რომ ვისწავლო მისი კეთება".
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 6 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი და პაბლო პიკასო. 24 ივნისიდან გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად შეგეძლებათ შეიძინოთ პაბლო პიკასოს ორი რჩეული ტილო - "კოცნა" და "ავინიონელი ქალიშვილები". ასევე, გელით საჩუქარი - დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი, სპეციალურ ფასად.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.