რაც დრო გადის, მით უფრო პოპულარული ხდება გასართობი წვეულებების მოწყობის თემა. ზაფხული კი სწორედ ის დროა, როდესაც ყველაზე მეტად გიხარია მეგობრებთან ერთად შეკრება და მხიარულება. ამისთვის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება.
იმისათვის, რომ თქვენი წვეულება ორიგინალური და დაუვიწყარი იყოს, ყველა დეტალი კარგად უნდა დაგეგმოთ და გათვალოთ. საბედნიეროდ, არსებობს დეკორაციების და საჭირო აქსესუარების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი, ონლაინ შეძენის და ადგილზე მიტანის სერვისი კი საქმეს ბევრად გაგიადვილებთ.
დანარჩენი უბრალოდ გემოვნების და ფანტაზიის საკითხია.
სტუმრების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრეთ აუზის ზომა. შემდეგ მოიფიქრეთ დრეს-კოდი და სტილი, რის მიხედვითაც შეარჩევთ საჭირო დეკორაციას. გაანათეთ ეზო პატარა ნათურების გირლიანდებით. გამოიყენეთ ჰავაის სასურათე აქსესუარები.
დაგჭირდებათ ფერადი, ორიგინალური დიზაინის გასაბერი კამერები, ბუშტები, ცივი სასმელები. დიდი დინამიკები და მუსიკა. შეგიძლიათ იქირაოთ დიჯეი ან ბენდი.
გააფორმეთ იქაურობა ყვავილებით. შეგიძლიათ დადგათ ფლეშმობი. გვერწმუნეთ, ეს წვეულება თქვენს სტუმრებს დიდხანს დაამახსოვრდებათ!
ეს არის წვეულება მხოლოდ დაქალებისთვის. ის შეიძლება მოაწყოთ სახლშიც, აგარაკზეც და სასტუმროს ნომერშიც. მთავარი შესაბამისი დეკორაციები, ალკოჰოლური სასმელი და კლასიკურ შემთხვევაში, სტრიპტიზიორი მამაკაცია.
აუცილებლად წაიყვანეთ ფოტოგრაფი. შეარჩიეთ დრეს-კოდი, რომელიც ძირითად შემთხვევაში, მსგავსი სტილის აბრეშუმის ხალათებია. მხოლოდ საპატარძლოს აცვია განსხვავებულად. მოიფიქრეთ გასართობი თამაშები. რაც შეეხება შესაბამისი დეკორაციის შერჩევას, ამის გაკეთებას ონლაინ, საიტზე - my-day.ge შეძლებთ.