ბლოგი

ზაფხულის მოდური ფერთა გამა: სეზონის ყველაზე აქტუალური შეხამება ფერებში

ზაფხულის მოდური ფერთა გამა: სეზონის ყველაზე აქტუალური შეხამება ფერებში
როგორი ფერებია წელს აქტუალური, ამაზე უკვე არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ, თუმცა რას რა უნდა შევუსაბამოთ იმისათვის, რომ მოდურად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ, ამას „მარაოს“ დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ. დროა, ცხელ სეზონს პასტელური ფერებით დავხვდეთ: რძისფერიდან დაწყებული, კაშკაშა ვარდისფრით, ნაზი ცისფერიდან - მუქ ლურჯ პალიტრამდე დასრულებული.
Image result for Модные цвета лета: ключевые сочетания сезона
ჰარმონიული ლუქის შესაქმნელად არა მარტო ფეხსაცმლისა და ჩანთის შეხამებაა საჭირო, არამედ აუცილებელია სეზონის აქტუალური ტანსაცმელიც მოირგო.
Related image

თეთრს + თეთრი

Weekday Ace  (Asos), 3490 рублей
  • ზაფხულის აბსოლუტური ფავორიტი - იგივეა, რაც „total white“. თეთრი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება გარუჯულ კანზე ბეტონის
    ქალაქის ფონზე. არ დაგავიწყდეთ აქსესუარების იმავე ფერში შეხამება.
Asos Design, 2990 рублей

თეთრს + ცისფერი

River Island (Asos), 2390 рублей
  • ყველაზე „ზაფხულურ“ ფერს შეგიძლიათ დაუმატოთ ცისფერი და მიიღოთ ჰარმონიული წყვილი. ეს იქნება თეთრი ზედა თუ ჯინსის ქურთუკი, რომელსაც მოკლე კაბაზე მოირგებთ. შეგიძლიათ მოირგოთ თეთრეულის სტილის ცისფერი კაბა, თეთრ გახსნილ ფეხსაცმელებთან. ასეთ შემთხვევაში ფეხსაცმელი იქნება კაბის მთავარი ატრიბუტი.
Zara, 4999 рублей

ბაცი ჩალისფერი + ყავისფერი

Ushatava, 3500 рублей
  • ერთ-ერთი პოპულარული პალიტრა ამ სეზონზე სწორედ ბაცი ჩალისფერია. მშვენივრად გამოიყურება რუჯის ნებისმიერ ეტაპზე. თუკი მსუბუქი რუჯი გაქვს - შეარჩიე ყავისფერი, რომლის მეშვეობითაც სწორ ბალანსს დაიცავ კანთან მიმართებით. სულ ახლახან დაბრუნდი ზღვისპირეთიდან? მაშინ შეაჩერე არჩევანი „ნუდ“ პალიტრაზე, ისეთ ფერებზე, რომელიც ორი ტონით უფრო ღია იქნება შენს რუჯთან შედარებით.
Zara, 2999 рублей

წითელს + ვარდისფერი

I Am Studio, 4 800 рублей
  • ფავორიტი ფერთა შერწყმა - ორი კაშკაშა ფერი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ყვირის, თუმცა, თუკი სწორად გადაანაწილებთ, გამოვა იდეალური ლუქი. უფრთხილდით აქსესუარებს, აქ არ ღირს გადამეტება. სიტყვაზე, ვარდისფერ ქვედაბოლოს წითელი გახსნილი ფეხსაცმელი დაუმატეთ, თეთრი თავისუფალი ზედა ან შავი კლასიკური ბლუზა. თუკი თქვენი ჩაცმულობა ორი მკვეთრი ფერის შემცველობითაა, მოირგეთ საღამოს წვეულებაზე, სადაც ყურადღების ცენტრში მოექცევით.
Zara, 3 999 рублей

ცისფერი + ყვითელი

Zara, 1999 рублей
  • თვალწინ უკვე საღამოს წვეულების მეორე ლუქი წარმოგვიდგა. ყვითელი აბრეშუმის კაბა და ცისფერი ფეხსაცმელი - ან პირიქით. მოდურობა გარანტირებულია ნებისმიერ შემთხვევაში.
Just Couture (Lamoda), 4670 рублей

მწვანეს + ნარინჯისფერი

I Am Studio, 14 800 рублей
  • თუკი ზემოთ ჩამოთვლილი მკვეთრი ფერები თქვენი სტილი არ არის, ყურადღება მიაქციეთ ამ ფერთა შეხამებას, რომელიც იდეალურად ავსებს ერთმანეთს. არ შეზღუდოთ საკუთარი თავი ფერთა პალიტრაში, აირჩიეთ ზურმუხტისფერიდან ფორთოხლისფრამდე, ან ლაიმის ფერიდან სადა ნარინჯისფრამდე ტანისამოსი.
Asos Design, 4690 рублей

იასამნისფერს + ყვითელი

ZYA (Asos), 3490 рублейCollusion (Asos), 1590 рублей
  • ორივე ფერი პასტელური პალიტრიდან არის წარმოდგენილი - ასეთი ფერთა გამა ნაზ და ჰაეროვან ლუქს ქმნის. აქსესუარებიც იმავე ფერში შეგიძლიათ აარჩიოთ. არ დაივიწყოთ იმიჯის მთავარი დეტალი თმის სარჭის ან ლენტის სახით.

Stradivarius, 2999 рублейStradivarius (Asos), 1799 рублей

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93