ბლოგი

როგორი იყო ფიროსმანის რეალური ცხოვრება და რას ნატრობდა მხატვარი

როგორი იყო ფიროსმანის რეალური ცხოვრება და რას ნატრობდა მხატვარი
ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი - ადამიანი, რომელმაც ქართულ მხატვრობაში სერიოზული როლი ითამაშა. “მე რომ ასი მანეთი მაინც მქონოდა, კარგ ტანსაცმელში გამოვეწყობოდი, ოთახს დავიქირავებდი, მაშინ კი ვხატავდი და ვხატავდი”. - ეს ფრაზა სწორედ მას ეკუთვნის.

ზოგჯერ რა ცოტა სჭირდება ადამიანს სრული ბედნიერებისთვის და ეს ცოტაც რამდენად მიუღწეველი შეიძლება დარჩეს.
საოცარი ტალანტის მქონე მხატვარს უმძიმესი ცხოვრების გავლა მოუწია.

მილიონებად გაყიდული მისივე ნამუშევრების შესახებ რომ მოგეყოლათ, ალბათ არც დაიჯერებდა.
ნიკალა ეკლესია-მონასტრების ფრესკებს დეტალურად აკვირდებოდა და ბევრი რამ სწორედ მათი აღქმით შეიმეცნა. მისთვის
არც მასწავლებელი არსებობდა და არც შესაბამისი დაწესებულება.

როგორ შეიძლება უჭირდეს მხატვარს? ამ კითხვაზე უამრავი პასუხი არსებობს, თუმცა ალბათ ძალიან ცოტას თუ უჭირდა ისე, რომ საღებავი ჭვარტლისაგან დაემზადებინა.


ალბათ, გსმენიათ გამოთქმა „მიეცი ნიჭსა გზა ფართო“, მაგრამ დიდებამ მეტისმეტად დაიგვიანა.

უცნაური დამთხვევაა ის, რომ ნიკო ფიროსმანაშვილი 5 მაისს დაიბადა, ისევე, როგორც მე. დღემდე მჯერა, რომ ერთსა და იმავე დღეს დაბადებულ ადამიანებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. ახლა 2019 წელია და მიუხედავად დროის მსვლელობისა, ჩემი დღიურის გარეკანს დღემდე ფიროსმანის ნახატი ამშვენებს. ზოგჯერ ასეთი დამთხვევები მტკივნეული და ამავდროულად, საამაყოა.

თავიდან მხატვრის ოჯახს არ უჭირდა. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო. მებაღე მამა სახელგანთქმული გახლდათ თავისი ხელმარჯვეობით და სამშვილიან ოჯახს შესანიშნავად უძღვებოდა.
8 წლის ნიკალას თავს უბედურება დაატყდა - მშობლები ავად გახდნენ და მალევე ერთმანეთის მიყოლებით გამოეცალნენ ხელიდან.
მოგვიანებით მარიამი, ნიკო და ფეფუცა თბილისში გაემგზავრნენ.
ობლებს თითქოს ეს გასაჭირო არ ეყოფოდათ, მარიამი ავად გაუხდათ და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფიროსმანი იყო მწყემსიც, მოჯამაგირეც, მორიგეც.

როდესაც რკინიგზაში მუშაობდა, ხატვას უშლიდნენ. ერთხელ მისი ნახატი უფროსმა ძირს დააგდო, რაც გამწარებულმა მხატვარმა ვერ მოითმინა და უხეშად შეეპასუხა. ცხადია, სამსახური ელვის სისწრაფით დაკარგა.
ნიკალაზე გული ვისაც შესტკიოდა, დაეხმარა და სამსახურში დააბრუნეს. თუმცა, მალევე ამგვარი განცხადება დაწერა: “გთხოვთ ხელმეორედ დამითხოვოთ სამსახურიდან, რადგან ავად გავხდი ქრონიკული სურდოთი, რომელიც სუნთქვას მიშლის. ავად ვარ გულით, თავის ტკივილები მაქვს და რევმატიზმი“.

ნაცნობების მიერ შეგროვებული თანხით ფიროსმანმა დუქანი გახსნა. იქ კი კედლებსაც კი სული შთაბერა, რადგან ნახატებით გამოაცოცხლა.
ამბობენ, რომ ფიროსმანის სიყვარული სწორედ ის ქალბატონი იყო, რომელიც ესოდენ მშვენიერი და ყვავილებით ხელდამშვენებული დახატა.
სწორედ მარგარიტა შემომყურებს ჩემი დღიურის გარეკანიდან. ის ფრანგი გახლდათ. სიმღერისა და ცეკვის ნიჭით ღმერთს ერთდროულად დაეჯილდოებინა.

მონუსხული ფიროსმანი თურმე ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ მისი გული მოენადირებინა.
ამ სიყვარულს ბედნიერი დასასრული რომ არ ჰქონია, ალბათ ეს ისედაც იცოდით.
უბრალო მედუქნე, რომელსაც უკვე აღარაფერი აქვს, უმნიშვნელო გახდა.
განშორებამ ხელოვანს გული გაუტეხა. ის გულჩათხრობილი გახდა და ალბათ ძალიან ბევრს ფიქრობდა პარიზში წასულ მარგარიტაზე.
დუქნების კედლები, აბრები და რამდენიმე პორტრეტი - ეს სწორედ ის შეკვეთები გახლდათ, რაც ფიროსმანის ძირითად შემოსავლის წყაროდ შეიძლება ჩავთვალოთ.
სიცოცხლეში მისი ნახატები ზოგიერთმა ხელოვანმა შენიშნა, დააფასა და უცხოეთში გამოფენაც ჰქონდა.
"ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის, კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან. მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას... მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე, მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ." - ეს სიტყვები მხატვარმა ლადო გუდიაშვილს 1915 წელს უთხრა. ეს მაშინ, როდესაც გუდიაშვილმა დიდუბეში სახლის კიბის ქვეშ დასუსტებულს მიაგნო. მხატვარს სურდა მისთვის შეგროვებული თანხა გადაეცა.

ფიროსმანი - "ქალი ლეჩაქით"

მალაკნის 29 ნომერში (ახლანდელ ფიროსმანის ქუჩაზე) ნესტიან სარდაფში დაღლილი სხეულის მოსასვენებლად ჩასულ მხატვარს 3 დღის შემდეგ მიაგნეს. ამბობენ, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სწორედ იქ გაატარა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი საათები.
ალბათ გეცოდინებათ, რომ დიდი მხატვრის შესახებ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ 1969 წელს მხატვრული ფილმი "ფიროსმანი" გადაიღო.

მხატვრის საფლავთან დაკავშირებით დღემდე ბევრი ვარაუდი არსებობს, თუმცა დანამდვილებით ვერავინ გვეუბნება, სად განისვენებს დიდებული ხელოვანი, რომელიც სიცოცხლეს ჩვენს გულებში აგრძელებს.
თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 6 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი და პაბლო პიკასო. 24 ივნისიდან გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად შეგეძლებათ შეიძინოთ პაბლო პიკასოს ორი რჩეული ტილო - "კოცნა" და "ავინიონელი ქალიშვილები". ასევე, გელით საჩუქარი - დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი, სპეციალურ ფასად.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93