ენაში ბევრი სიტყვაა, რომლებსაც შეცდომით სინონიმებად მივიჩნევთ და არასწორი დანიშნულებით ვიყენებთ.
1. მასწავლებელი და პედაგოგი
მასწავლებელი - სპეციალისტი, რომელიც რაღაცას გვასწავლის.
პედაგოგი - მასწავლებელი, აღმზრდელი, მეურვე - ერთ პიროვნებაში. ის გვაძლევს არა მარტო განათლებას, არამედ საჭირო სულიერ გამოცდილებასაც, რომ ჰარმონიული პიროვნება აღზარდოს.
2. სოციოპათი და სოციოფობი
სოციოპათ ადამიანებს ძირითადად უწოდებენ მათ, ვისაც არ გააჩნია თანაგრძნობა სხვა ადამიანების მიმართ, არიან ანტისოციალურები, არ გააჩნიათ მორალი და ვერ შეესაბამებიან სოციალურ ნორმებს. ასევე, მათი თვისებებია ტყუილი, არანაირი სინდისის ქენჯნა, არაადეკვატური ქმედებები, სხვისი უფლებების დარღვევა, კანონების არაღიარება, აგრესიული ქმედებები და სხვა.
სოციოფობი - ადამიანი, რომელსაც ეშინია გარშემომყოფებთან კომუნიკაციის და გაურბის მათ. ის სტრესს განიცდის, როდესაც ქუჩაში გამვლელებს რაღაც უნდა ჰკითხოს, ან მაღაზიაში ხარვეზიანი ნივთი დააბრუნოს.
3. ემიგრანტი და იმიგრანტი
ემიგრანტი - პირი, რომელიც ტოვებს თავისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანას და საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში.
იმიგრანტი - უცხოელი, რომელიც შემოდის სახელმწიფოში იქ სამუდამოდ ან დროებით დასახლებისათვის და უარს ამბობს თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე ან იქ მუდმივად ცხოვრებაზე.
4. პიჯაკი და ბლეიზერი
პიჯაკი - კოსტიუმის ნაწილი, ერთბორტიანი ან ორბორტიანი ზედა, საყელოთი და ღილებით. პიჯაკს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლაცკანები, გრძელი სახელოები და პატარაზე ჩაჭრილი უნდა იყოს ქვედა ნაწილში და მკლავებზეც.
ბლეიზერი - პიჯაკის გამარტივებული ვარიანტი. განსხვავდება თავისუფალი ჭრილით. აქვს დაკერებული ჯიბეები და კონსტრასტული ღილები.
5. ტირე და დეფისი
ტირე - ჰორიზონტალური ხაზი (-), სასვენი ნიშანი, რომელიც დამხმარე საძიებლის ერთმანეთს მიყოლებული რუბრიკებისა და ქვერუბრიკების სათაურებში განმეორებადი სიტყვების შეცვლის პირობით ნიშნადაც იხმარება. მაგალითად, გარეკანი ანაწყობი – რეპროდუქციული – სიუჟეტური.
დეფისი - ჰორიზონტალური მოკლე ხაზის სახის გრაფიკული ნიშანი (–), რომელიც იხმარება სიტყვების შესაერთებლად, სიტყვის შემადგენელი ნაწილების გამოსაყოფად. გამოსახულებით დეფისი ემთხვევა სტრიქონიდან სტრიქონზე გადატანის ნიშანს. იმისათვის, რომ არ მოხდეს დეფისისაა და ტირეს აღრევა, დედნებსა და კორექტურებში დეფისს აღნიშნავენ ორი პატარა ხაზით (=).
6. მალამო (მაზი) და კრემი
მალამო - პრეპარატის სამკურნალო ფორმა, რომელიც კანის ფორებიდან ზემოქმედებს.
კრემი - სქელი ნაღების კონსისტენცია აქვს და თეთრი ფერი. ადვილად შეიწოვება კანში, მაგრამ ღრმად არა.
7. მძღოლი და შოფერი
მძღოლი - ადამიანი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს.
შოფერი - სპეციალისტი, რომლის პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია ტრანსპორტის მართვასთან.
8. ჰერკულესი და შვრია
შვრია - ფაფა, რომელიც მთელი მარცვლისგან მზადდება (არ არის დამუშავებული მექანიკურად). იხარშება 1 სთ.
ჰერკულესი - შვრიის ფანტელის ბრენდის სახელწოდებაა. იხარშება 3 წუთში. დამუშავებულია.
წყარო: adme