ბლოგი

იპოვე ბალანსი: 5 ხრიკი, თუ როგორ გავმიჯნოთ სამსახური პირადი ცხოვრებისგან?

იპოვე ბალანსი: 5 ხრიკი, თუ როგორ გავმიჯნოთ სამსახური პირადი ცხოვრებისგან?
ბალანსის გამოძებნა სამსახურსა და პირადს შორის საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და დროს საჭიროებს.
Related image
"მარაომ" მოაგროვა რამდენიმე რჩევა, როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას ჩვეულებრივზე სწრაფად.
Image result for working gif

გამოკვეთე საზღვრები

  • აქ არანაკლებ საჭიროა ზღვრების გავლა პირადი ურთიერთობების მსგავსად. სამსახური უნდა გამიჯნოთ პირადისგან, თუკი ორივესგან გსურთ სიამოვნების მიღება. არ შეამოწმო სამსახურის ფოსტა ძილის წინ და ნუ პასუხობ შუა ღამით ხელმძღვანელობის ზარებს.
Image result for working gif

იზრუნე საკუთარ თავზე

  • აბაზანა ქაფით, სავარჯიშო დარბაზი, კარგი ფილმი - ყოველთვის გამონახე დრო საკუთარი სიამოვნებისთვის.
Image result for working gif

ისწავლე "არას" თქმა

  • მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე აიღო
    ის, რასაც გაართმევ თავს და უარი თქვი ზედმეტზე. გახსოვდეს, რომ შენი ბედნიერება უნდა დარჩეს პრიორიტეტად. სამსახურებრივი წინსვლა კარგია, თუკი რამისკენ მიჰყავხარ და გაბედნიერებს. თუ პირიქითაა - მაშინ სასწრაფოდ შეეშვი.
Image result for working gif

იგრძენი განსხვავება სტრესსა და მუდმივ დაძაბულობას შორის

  • დიახ, მცირეოდენი სტრესი ეხმარება ადამიანებს ძალების მოკრებასა და წინსვლაში, თუმცა მუდმივად სტრესში ცხოვრება სწრაფად შთანთქავს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ რესურსებს. თუკი ხედავ, რომ მოგბეზრდა მუშაობა და ის სამსახური, სადაც ხარ, აღარ განიჭებს სიამოვნებას, დროა, დაისვენო და შეცვალო ის.
Image result for working gif

დაუთმე ბევრი დრო საყვარელ ადამიანებს

  • შეეცადე, არ წამოწვე სავარძელში კედლისკენ სახით იმ დღეებში, როდესაც არ მუშაობ. არაფრის კეთების თავი არ გაქვს? ეს ძლიერი სტრესის ნიშანია. გაატარე დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, იმოგზაურე, ჰაერზე დიდხანს ისეირნე. ცხოვრება ერთხელ გვეძლევა და ძალიან მცირე კონტინგენტია კმაყოფილი თავისი ყოფით, მით უმეტეს მაშინ, როცა ერთ სამსახურს უძღვნი თავს.
Related image
წყარო:cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31