ბალანსის გამოძებნა
სამსახურსა და პირადს შორის საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და დროს საჭიროებს.
"მარაომ" მოაგროვა რამდენიმე რჩევა, როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას ჩვეულებრივზე სწრაფად.
გამოკვეთე საზღვრები
- აქ არანაკლებ საჭიროა ზღვრების გავლა პირადი ურთიერთობების მსგავსად. სამსახური უნდა გამიჯნოთ პირადისგან, თუკი ორივესგან გსურთ სიამოვნების მიღება. არ შეამოწმო სამსახურის ფოსტა ძილის წინ და ნუ პასუხობ შუა ღამით ხელმძღვანელობის ზარებს.
იზრუნე საკუთარ თავზე
- აბაზანა ქაფით, სავარჯიშო დარბაზი, კარგი ფილმი - ყოველთვის გამონახე დრო საკუთარი სიამოვნებისთვის.
ისწავლე "არას" თქმა
- მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე აიღო ის, რასაც გაართმევ თავს და უარი თქვი ზედმეტზე. გახსოვდეს, რომ შენი ბედნიერება უნდა დარჩეს პრიორიტეტად. სამსახურებრივი წინსვლა კარგია, თუკი რამისკენ მიჰყავხარ და გაბედნიერებს. თუ პირიქითაა - მაშინ სასწრაფოდ შეეშვი.
იგრძენი განსხვავება სტრესსა და მუდმივ დაძაბულობას შორის
- დიახ, მცირეოდენი სტრესი ეხმარება ადამიანებს ძალების მოკრებასა და წინსვლაში, თუმცა მუდმივად სტრესში ცხოვრება სწრაფად შთანთქავს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ რესურსებს. თუკი ხედავ, რომ მოგბეზრდა მუშაობა და ის სამსახური, სადაც ხარ, აღარ განიჭებს სიამოვნებას, დროა, დაისვენო და შეცვალო ის.
დაუთმე ბევრი დრო საყვარელ ადამიანებს
- შეეცადე, არ წამოწვე სავარძელში კედლისკენ სახით იმ დღეებში, როდესაც არ მუშაობ. არაფრის კეთების თავი არ გაქვს? ეს ძლიერი სტრესის ნიშანია. გაატარე დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, იმოგზაურე, ჰაერზე დიდხანს ისეირნე. ცხოვრება ერთხელ გვეძლევა და ძალიან მცირე კონტინგენტია კმაყოფილი თავისი ყოფით, მით უმეტეს მაშინ, როცა ერთ სამსახურს უძღვნი თავს.
წყარო:cosmo