ბლოგი

8 საინტერესო ფაქტი ქართველი ფერმწერი ქალის, ელენე ახვლედიანის შესახებ

8 საინტერესო ფაქტი ქართველი ფერმწერი ქალის, ელენე ახვლედიანის შესახებ
ელენე ახვლედიანი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ფერმწერი ქალი, 1901-1975 წლებში მოღვაწეობდა. ის თელავში დაიბადა და როგორც მხატვრის ბიოგრაფები აღნიშნავენ, მას ბავშვობიდან იზიდავდა ხელოვნება.
  • 1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. 1975 წელს კი, პოპულარობის ზენიტში, თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

ელენე აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. მოგვიანებით, ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ეყრდნობოდა ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს, დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას.


ელენეს ნახატები პირველად მისმა მასწავლებელმა,
ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. მხატვარი იხსენებდა, თუ როგორ უთხრა კლასის თანდასწრებით ელენეს: “ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი, ელენე, ხატე, ხშირად ხატე. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება”.


მან 72 სპექტაკლი გააფორმა, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში; ის ასევე თეატრის მხატვრად მუშაობდა ქუთაისშიც, კ. მარჯანიშვილის თეატრში.

  • ქართველი ფერმწერის პერსონალური გამოფენა პარიზში ბევრ სხვა დამთვალიერებელთან ერთად პიკასომაც ნახა. მას განსაკუთრებით მოეწონა “კახეთი, ზამთარი”.

ცნობილია, რომ ის წიგნების ილუსტრაციებზეც აქტიურად მუშაობდა. სხვადასხვა დროს გააფორმა “ტომ სოიერი", “კაცი, რომელიც იცინის”, ვაჟა-ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები.

ელენე ახვლედიანს 1939 წელს გადასცეს სახელოსნო, სადაც ინახებოდა მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული და განადგურებას გადარჩენილი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საკუთარი, პიკასოს და სხვა მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები. მხატვარმა სახელოსნო “პატარა საქართველოდ აქცია”. დღეს იქ მისი სახლ-მუზეუმია.

სერგო ფარაჯანოვი ამბობდა: “თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია”. დღესაც ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება საქართველოს დედაქალაქთან ელენე ახვლედიანი, მისი შემოქმედების მთავარი თემა თავიდანვე ძველი თბილისი იყო.


  • 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრჯერ გაიმართა ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა მოსკოვში, ტალინში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში და ცხადია, საქართველოში.
თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 7 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პაბლო პიკასო და გუსტავ კლიმტი. 22 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგეძლებათ შეიძინოთ გუსტავ კლიმტის ერთი რჩეული ტილო „ამბორი“. ასევე გელით საჩუქარი- დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ცნობილი ნამუშევარი, სპეციალურ ფასად.   

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93