მისი თითის გაჩხაკუნებისას არაორდინარულ პოზებში შეშდებოდნენ: ვუპი გოლდბერგი, არნოლდ შვარცენეგერი, ვუდი ალენი, ფეხმძიმე დემი მური, ჯონ ლენონი, თვით ელისაბედ მეორე და კიდევ უამრავი ცნობილი ადამიანი.
მის ორიგინალურ ხედვას მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. ენის საუკეთესი ნამუშევრებია: მსახიობების, პოლიტიკოსების, მონარქების პორტრეტები. Disney Dream Portraits -ის სარეკლამო პროექტმა კი პოპულარობაც მოუტანა და ფულიც.
- პატარა ანა ლუს ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ბავშვობაში გაუჩნდა. მამამისი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი იყო და მათი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ენის 2 ძმა და 3 და ჰყავდა. დედამისი მოცეკვავე იყო, ხელოვნება უყვარდა და ფოტოების გადაღება. მის შვილებს მუდამ ჰქონდათ ფოტოები ახალ ქალაქში, ლამაზი პეიზაჟის ფონზე, საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. გოგონას უყვარდა დედის ფოტოების საათობით თვალიერება. შეიძლება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ფოტოგრაფი გახდებოდა.
კარიერა
თავდაპირველად, არქეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა და ისრაელში, სოლომონ მეფის სასახლის გათხრებშიც მონაწილეობდა, მაგრამ თავისუფალ დროს მაინც ფოტოგრაფიას უთმობდა. მისი მეგობარი ჟურნალ Rolling Stone-ში მუშაობდა და მისი დახმარებით ენის ფოტოები პირველად აქ დაიბეჭდა. 70-იანი წლები იყო, ლეიბოვიცმა სერიოზული პორტფოლიო შეაგროვა. იმ პერიოდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების ფოტოები ჰქონდა გადაღებული: ბობ მარლის, მიკ ჯაგერის, ბობ დილანის. სხვათა შორის, ცოტა ხანში ჯგუფ The Rolling Stones-ის ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა და მათთან ერთად ტურნეში გაემგზავრა.
- ენის მიერ გადაღებული ჯონ ლენონის ფოტო კი ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდეს. ცოტა ხანში ლეიბოვიცმა ჯონისა და იოკო ონოს ლეგენდარული ფოტო გადაიღო.
ენი ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში მიხვდა, რომ ადამიანს კარგი ფოტო რომ გადაუღო, მისი შინაგანი სამყარო უნდა გაიცნო. 1975 წელს არნოლდ შვარცენეგერი დააფიქსირა "მისტერ ოლიმპიაში" მონაწილეობის დროს. არნი შეყვარებული იყო ფოტოგრაფ ქალზე და მის სხვა პროექტებშიც მიიღო მონაწილეობა.
Vanity Fair და Vogue
ფოტოები სასიამოვნო სანახავია, მაგრამ ენის მაყურებლის შოკში ჩაგდება უნდოდა. ასე გაჩნდა ვუპი გოლდბერგისა და დემი მურის შიშველი ფოტოები. მათი გამოქვეყნების შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიგო ენი ლეიბოვიცის სახელი.
- 2000 წლიდან "პირელის" კალენდრისთვის დაიწყო ფოტოების გადაღება. 2009 წელს კი მისი ფოტოებით გამოვიდა Lavazza-ს კალენდარი.
ენი ის ერთ-ერთი ფოტოგრაფია, რომლებსაც ვარსკვლავები, სამეფო ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები ფოტოების გადაღებაზე უარს არ ეუბნებიან.
წყარო: lady-4-lady