ბლოგი

25 საინტერესო ფაქტი აივაზოვსკის შესახებ

25 საინტერესო ფაქტი აივაზოვსკის შესახებ
ივან აივაზოვსკი მსოფლიოში აღიარებული ფერმწერია. ტილოზე უწვრილმანესი დეტალების გადატანის უნარმა, საოცარ ნიჭთან და მარჯვე ხელებთან კომბინაციაში, მას საშუალება მისცა, წარმოუდგენლად რეალისტური ნახატები შეექმნა. მათი ყურებისას გგონია, რომ სადაცაა ნახატები გაცოცხლდებიან.

გასაკვირი არაა, რომ აივაზოვსკიმ აღიარება არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მოიპოვა.

საინტერესო ფაქტები აივაზოვსკის ცხოვრებიდან

  1. მხატვარი წარმოშობით სომეხია. მას დაბადებისას ოვანეს აივაზიანი ერქვა.
  2. ხატვის ნიჭი ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩნდა.
  3. ივანე აივაზოვსკი შესანიშნავ მუსიკალურ ნიჭს ფლობდა. ახალგაზრდობაში ის ვიოლინოზე უკრავდა.
  4. ფრანგ მხატვართან, ფილიპ ტანერთან სწავლის პერიოდში მას
    ეკრძალებოდა ნახატების დამოუკიდებლად შექმნა. თუმცა მან აკრძალვა დაარღვია და პეტერბურგის გამოფენაზე თავისი ხუთი ნახატი წარმოადგინა. მასწავლებელმა მას იმპერატორ ნიკოლოზ პირველთან უჩივლა და მისი ნახატები ააღებინა. აივაზოვსკის ეს ამბავი მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ აპატიეს, მაგრამ მისი მასწავლებელი უკვე სხვა იყო.
  5. მხატვრის ძმა, გაბრიელ აივაზოვსკი არქიეპისკოპოსი და ცნობილი ისტორიკოსი იყო.
  6. ივან აივაზოვსკი ექვსი ქვეყნის ექვსი ქალაქის საპატიო სტუმარი იყო: სანქტ-პეტერბურგი, პარიზი, რომი, ამსტერდამი, შტუდგარტი, ფლორენცია.
  7. თავისი ყველა ზღვის პეიზაჟი მან სახელოსნოში დახატა და არა ნატურში.
  8. სამხატვრო აკადემიის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ის სახელმწიფო დაფინანსებით მოგზაურობაში გაემგზავრა, რომელიც ექვსი წელი გაგრძელდა. მან მოინახულა იტალია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია.
  9. აივაზოვსკის არ უყვარდა კითხვა. ის პუშკინთან მეგობრობდა, თუმცა მის შემოქმედებას არ იცნობდა.
  10. პირველი ცოლი იმიტომ გაშორდა, რომ პროვინციაში უნდოდა ცხოვრება და არა პეტერბურგში.
  11. მხატვარი მეორედ 40 წლით უმცროს ქალზე დაქორწინდა.
  12. ივან აივაზოვსკი ბევრ ფულს თავისი მშობლიური ქალაქის, ფეოდოსიის კეთილმოწყობისთვის ხარჯავდა. მისი ფულით აშენდა ხელოვნების სკოლა, მუზეუმი, გალერეა და საკონცერტო დარბაზი.
  13. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ქალაქს თავს საშინელი გვალვა დაატყდა. მხატვარმა მისი კუთვნილი მინერალური წყაროდან მილებით უფასოდ უზრუნველყო მოსახლეობა წყლით.
  14. ერთხელ ვენეციაში აივაზოვსკიმ ძეხვის სანაცვლოდ, ადგილობრივი ძეხვის ფაბრიკის მფლობელისთვის ნახატი დახატა. ბარტერის იდეა ფაბრიკის მფლობელს ეკუთვნოდა.
  15. როდესაც მხატვარი სტუმრებს ელოდა, ღვინის ბოთლებს ეტიკეტს ხსნიდა და მათ საკუთარი დახატული ეტიკეტებით ცვლიდა. ამ ეტიკეტებზე ზღვა იყო დახატული.
  16. მოშურნეები ხშირად ადანაშაულებდნენ მხატვარს უსამართლო მიღებაში. საზოგადოების ეჭვების გასაფანტად, ის არაერთხელ აწყობდა სეანსებს, სადაც საჯაროდ ხატავდა და მნახველებს სისწრაფით და თავისი საქმის სიზუსტით აკვირვებდა.
  17. აღიარება მას ზღვის პეიზაჟებმა მოუტანა, რომლებსაც წარმოუდგენელი სიზუსტით ხატავდა.
  18. აივაზოვსკიმ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, 6000 ნახატი შექმნა.
  19. კრიტიკოსები ბევრჯერ გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ აივაზოვსკი „განსაკუთრებულ“ საღებავებს იყენებდა, რაზეც მხატვარს ეცინებოდა, რადგან მან იცოდა, რომ საქმე საღებავებში კი არა, მის ტალანტში იყო.
  20. აივაზოვსკის სახლი ზღვის პირას მდებარეობდა. სახლი მისი პროექტის მიხედვით აშენდა.
  21. რომის პაპი იმდენად მოიხიბლა მხატვრის ტილოთი „ქაოსი“, სამყაროს შექმნა“, რომ ნახატის ყიდვა გადაწყვიტა. აივაზოვსკიმ პაპს ფული არ გამოართვა და ტილო უბრალოდ აჩუქა.
  22. აივაზოვსკი გატაცებული იყო ისტორიით და არქეოლოგიით. ხშირად იღებდა მონაწილეობას აქრეოლოგიურ გათხრებში.
  23. ზოგჯერ ახლობლების პორტრეტებსაც ხატავდა.
  24. სწორედ აივაზოვსკი გახდა პირველი რუსი მხატვარი, რომლის ნახატებიც საფრანგეთის „ლუვრში“ მოხვდა.
  25. ევროპაში ხშირად იყიდებოდა მისი ნახატების ყალბი ვერსიები, რომლებსაც სხვა მხატვრები ხატავდნენ.



თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტი­ლო­ე­ბ­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კანვასზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვირის პალიტრის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 8 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პაბლო პიკასო, ელენე ახვლედიანი და გუსტავ კლიმტი. ამჟერად, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, შეიძინოთ ივანე აივაზოვსკის ცნობილი ტილოების რეპროდუქციები.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93