ბირმა - ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, ამოუცნობი და ლამაზი ქვეყანაა, რომელიც ინდოეთთან ახლოს მდებარეობს და ჩინეთს, ტაილანდს და ლაოსს ესაზღვრება.
სუვარნაპჰუმი (สุวรรณภูมิ) სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც „ოქროს მიწა“. ასე ეწოდებოდა პირველ სამეფოს, რომელიც ბერებით იყო დასახლებული და სავარაუდოდ, მესამე საუკუნეში იქნა დაფუძნებული. ადგილობრივებს „მიანმებს“ ეძახდნენ...
ქვეყნის ტერიტორიაზე ასზე მეტი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ამიტომ, ბირმის ისტორია მდიდარია შეიარაღებული ბრძოლებისა და მეომრების აღწერით.
ბირმული ზღაპრები საშუალებას მოგცემთ, მსოფლიოში ყველაზე იდუმალი ქვეყნის კარი შეაღოთ და ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაუროთ.
ბირმულ ფოლკლორში მითები დიდ როლს თამაშობს. არსებობს ჯადოსნური ზღაპრები ადამიანებსა და ცხოველებზე; არსებობს ყოფითი ზღაპრებიც, რომლებიც ამ ხალხის ცხოვრების არქაულ ბუნებას ასახავს.
გარემო, სადაც მოქმედება ვითარდება - მთებში მდებარე სოფელია. მოქმედი გმირების წრე - ოჯახი ან პატარა ტომია, რომელიც ერთ კონკრეტულ ადგილას ცხოვრობს. ტომის ლიდერი ბელადია, სახელად - „მთების მბრძანებელი“, რომელსაც ზოგიერთი ზებუნებრივი თვისება გააჩნია.
ბირმულ ზღაპრებში ასევე ხშირად გვხვდებიან გმირები და ურჩხულები. სასწაულები ხდება ყველგან; ზებუნებრივი ყველგან არის, მაგრამ მას ძალიან ნაცნობი ფორმა აქვს...
პერსონაჟებს შორის ასევე გვხვდება მეფეც, მაგრამ როგორც წესი, ის უცხოა, შორეული მტერია.
ჯადოსნური სიუჟეტი ყოველდღიურ გარემოში ვითარდება. ტრაგიკულ სიუჟეტებს კომიკური დასასრული აქვს ან პირიქით, ზოგჯერ სასტიკი შედეგებით მთავრდება. არქაულ მონაკვეთებში ადრეული რწმენის ძალიან საინტერესო ნიმუშებია გამოვლენილი, რაც აისახება, მაგალითად, იმ ფაქტზე, რომ კეთილი მსახურები კლავენ არა მტერს, არამედ თავად გმირს, რათა მიიღონ უკვდავების წამალი.
მთლიანობაში, ბირმული ზღაპრები მარტივი და არქაულია. სიუჟეტები ადგილობრივ რელიგიებს უკავშირდება.
სიუჟეტები აგებულია უძველესი კლასობრივი საზოგადოების ტრადიციებზე, ლეგენდები უძველესი ჩანდრას დინასტიის ხსოვნას ინახავს. ძალიან სპეციფიკურია უხსოვარი ხალხის გამოსახულება. ჯადოსნურ ზღაპრებშიც კი ღატაკი ადამიანის სახე ძალიან რეალისტურია.
ყოფითი ზღაპრები ძალიან განსხვავდება ჯადოსნურისგან. ეს სრულიად ჩამოყალიბებული ჟანრია, საკუთარი კანონებით, სტილით და გმირებით. ზღაპრები ცხოველებზე, უმეტესწილად, ეტიოლოგიური ხასიათისაა, ცხოველები ახლოს არიან ადამიანებთან. უნდა აღინიშნოს დიდი მდინარისა და მისი მცხოვრებლების - თევზებისა და მდინარის ცხოველების ხშირი ხსენებაც. არის ასევე იგავებიც, რომლებიც ანდაზებს განმარტავს.