ლენარტ ნილსონი შვედი ფოტოგრაფი და მეცნიერია. მსოფლიო პოპულარობა მას 1965 წელს ჟურნალ LIFE-ში დაბეჭდილმა 16-გვერდიანმა ფოტომასალამ მოუტანა. მათზე ადამიანის ჩასახვის მომენტი იყო ასახული. ცოტა ხანში ნილსონის სენსაციური ფოტოები სხვა ჟურნალებმაც - Stern, Paris Match, The Sunday Times - დაბეჭდეს.
ბავშვობაში ნილსონის მთავარი გასართობი ფოტოაპარატი და მიკროსკოპი იყო. მას სურდა, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ადამიანის სხეულის სილამაზე უჯრედების დონეზე. ჩანასახს ფოტოები პირველად 1957 წელს გადაუღო, მაგრამ არა იმდენად ეფექტური, რაც წლების შემდეგ.
ცისტოსკოპის (სამედიცინო ხელსაწყო, რომლითაც საშარდე ბუშტს შიგნიდან ათვალიერებენ) დახმარებით, რომელსაც ნილსონმა მიკროკამერა მიამაგრა, საშვილოსნოში არსებულ ნაყოფს ათასზე მეტი ფოტო გადაუღო.
სპერმატოზოიდი საშვილოსნოში, ის კვერცხუჯრედთან შესახვედრად ეზადება
კვერცხუჯრედი
საბედისწერო შეხვედრა
200 მილიონი სპერმატოზოიდიდან მხოლოდ ერთი არღვევს კვერცხუჯრედის გარსს
სპერმატოზოიდი განაკვეთში. თავში გენეტიკური მასალაა მოთავსებული
1 კვირის შემდეგ ჩანასახი საშვილოსნოში გადაბარგდა
კიდევ ერთი კვირის შემდეგ ემბრიონი საშვილოსნოში დასახლდა
22 დღის ემბრიონი. ნაცრისფერი ნივთიერება - ჩვილის ტვინია
მე-18 დღეს ჩანასახს გულისცემა ეწყება
განაყოფიერებიდან 28-ე დღე
5 კვირა, სიგრძე 9 მმ. უკვე იკვეთება სახე, მომავალი პირის, ცხვირისა და თვალების ადგილი.
40 დღე. პლაცენტა წარმოიშობა
8 კვირა
10 კვირა. ქუთუთოები ცოტაზე გაიღო. რამდენიმე დღეში ის საბოლოოდ ჩამოყალიბდება
10 კვირა. ჩანასახი ხელების საშუალებით გარემოს იკვლევს
16 კვირა
თხელი კანის მიღმა კაპილარები მოჩანს
18 კვირა. ჩანასახს უკვე შეუძლია ხმების გაგება
19 კვირა
20 კვირა. დაახლოებით 20 სმ-ია. თავზე თმა იწყებს ამოსვლას
24 კვირა
6 თვე
36 კვირა. ერთი თვე და ჩვილი დაიბადება.
ნილსენის ფოტოალბომი - A Child is Born 1965 წელს გამოვიდა გაყიდვაში და მთელი ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა. ეს ალბომი დღემდე რჩება ყველაზე გაყიდვად ალბომად მთელ მსოფლიოში.
წყარო