ამბობენ, რომ ეს ამბავი მექსიკაში მოხდა.
ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებს წესად ჰქონდათ ღარიბების მასხრად აგდება...
ისინი არც ისე ჭკვიანები იყვნენ და თავი სხვისი დავალების შესრულებით გაჰქონდათ. ასევე, ეს ღარიბი ადამიანები თავს ირჩენდნენ მოწყალების თხოვნით.
ყოველ საღამოს, ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი რომელიმე ასეთ გაჭირვებულს ამოიჩემებდა, შეიყვანდა ბარში, სადაც საღამოობით იკრიბებოდნენ ადამიანები, რომ დაელიათ. ღარიბ კაცს სთავაზობდნენ არჩევანს ორ მონეტას შორის. ერთი იყო დიდი და 400 რეალს უდრიდა, მეორე, - პატარა ვერცხლის მონეტა, 2000 რეალის ტოლფასი.
ღარიბი ყველაზე დიდს და ნაკლებღირებულს ირჩევდა, რაც სხვა ადამიანების მხიარულებისა და სიცილის მიზეზი იყო. ერთხელ მოხდა ისე, რომ ამ ქალაქში საქმეებზე ჩამოვიდა ძალიან კეთილი და პატიოსანი ადამიანი. რთული დღის შემდეგ ბარში შევიდა და დაინახა, რითი ერთობოდნენ იქაური მკვიდრნი. ნანახით შეძრწუნებულმა გვერდით გაიყვანა ღარიბი ადამიანი და ჰკითხა, ნუთუ არ იცოდა, რომ დიდი მონეტა უფრო ცოტა ფული იყო, ვიდრე პატარა, რაზეც ღარიბმა უპასუხა:
«რა თქმა უნდა, ვიცი, მე ხომ არც ისეთი სულელი ვარ. ამ თანხით ხუთჯერ ნაკლები რამის ყიდვა შემიძლია, ვიდრე მეორით. მაგრამ თუ მე ერთხელაც ავიღებ ვერცხლის მონეტას, მათ დაეკარგებათ ჩემ მიმართ ინტერესი და ვერც ამას მივიღებ ასე ადვილად».
რა ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღება შეიძლება ამ ისტორიიდან:
- გაკვეთილი პირველი: თუ ვიღაც გგონია სულელი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მართლა სულელია.
- გაკვეთილი მეორე: დაფიქრდით, რეალურად ამ ამბავში ვინ უფრო დასაცინი გამოდის?
- გაკვეთილი მესამე: გადაჭარბებულმა ამბიციებმა შეიძლება არც ისე დიდი, მაგრამ გარკვეული თანხა დაგაკარგვინოთ.
ჩვენ არაფერში გვჭირდება სხვისი აზრი, თუ რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე. არ გვჭირდება სხვისი აზრი იმისთვის, რომ ავიმაღლოთ თვითშეფასება. თუ გვსურს რეალურად დავიწყოთ საკუთარი თავის პატივისცემა, ამისთვის საჭიროა გავუგოთ და მივიღოთ ჩვენი მე ისეთი, როგორიც ვართ.
რეალურად, ყველაზე უბედური ადამიანები არიან ისინი, ვინც ფიქრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე.
დაივიწყეთ საკუთარი არათავდაჯერებულობა, ილაპარაკეთ სიმართლე და იცხოვრეთ სიმართლით. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, მართონ თქვენი ცხოვრება.
თათა შენგელია
წყარო: cluber.com.ua