ბლოგი

როგორ გავთხოვდეთ: 1918 წელს დაწერილი სუფრაჟისტის გენიალური რჩევები

როგორ გავთხოვდეთ: 1918 წელს დაწერილი სუფრაჟისტის გენიალური რჩევები
უელსში, პონტიპრიდის მუზეუმში ინახება უნიკალური ექსპონატი: სუფრაჟისტის მიერ დაწერილი ბროშურა, რომელიც ქალებს გათხოვებაში უნდა დაეხმაროს... მისი რჩევები დღესაც აქტუალურია.

ცოტა ხნის წინ ქალს არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა და არც განათლების მიღების. უფრო მეტიც, ქმრის ნებართვის გარეშე ქალი მუშაობასაც ვერ დაიწყებდა. სუფრაჟისტების აქტიურობამ ქალებს უფლებები მოუპოვა. ინგლისური სიტყვა - suffrage ითარგმნება, როგორც "ხმის უფლება".

საზოგადოება სუფრაჟისტების მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. მხოლოდ მათ შეეძლოთ საზოგადო წვეულებაზე მამაკაცის თანხლების გარეშე მისვლა, მამაკაცივით შარვლის ჩაცმა და სიგარის გაბოლება.
ისინი მამაკაცებთან კამათსაც არ ერიდებოდნენ, რაც იმ პერიოდისთვის გაუგონარი საქციელი იყო. სუფრაჟისტებს ქალებიც გაურბოდნენ. მათ ვულგარულ და აბსოლუტურად ზნედაცემულ ქალებად მიიჩნევდნენ.

მაგრამ ხომ გაგიგონიათ, ქალმა თუ გაიწიაო... ისინი არავის უშინდებოდნენ. საქვეყნოდ წვავდნენ პარიკებს, ქუსლიან ფეხსაცმელსა და კოსმეტიკას - როგორც "ქალურობის სიმბოლოს ჩამახშობელს". და თავისას მიაღწიეს: არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. პირველად ეს ტიტული 1893 წელს ახალ ზელანდიაში მიიღეს, 1902 წელს - ავსტრალიაში.

სუფრაჟისტებს თავიანთი შეხედულება ჰქონდათ არა მარტო ქალთა უფლებებზე, არამედ ქორწინებაზეც: აი, რა დაწერა 1918 წელს მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა.

რჩევები ახალგაზრდა ლედისთვის, რომელიც გათხოვებას ფიქრობს:

  1. არ გათხოვდეთ, საერთოდ!
  2. თუ იძულებული ხართ, რომ გათხოვდეთ, მოერიდეთ ლამაზ, მექალთანე, ქლესა, უხეშ და ფეხბურთის ფან მამაკაცებს.
  3. ეძებეთ ძლიერი და მომთმენი მამაკაცი. ასეთ შეიძლება იყოს მენახშირე, მრეცხავი ან მებაღე.
  4. მამაკაცების უმეტესობა ზარმაცი, ეგოისტი, თავქარიანი და მატყუარა ლოთია. არაფრის კეთება არ შეუძლიათ. უხეშობენ, ხულიგნობენ და მშიშარა საქონლები არიან.
  5. ზოგიერთი კიდევ უფრო უარესია.
  6. თუ მამაკაცის გაბედნიერება გსურთ, მაგიდაზე ცხვირწინ მისი სამყოფი ულუფა დაუდეთ.
  7. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ეს ძაღლებსაც ისევე აბედნიერებს, როგორც მამაკაცებს.
  8. დაბოლოს, იყავით ბრძენი და არ გათხოვდეთ. მამაკაცები თქვენი ღირსნი არ არიან.
წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93