ესპანელი მხატვარი ვინსენტ რომერიო რედონდო 1956 წელს მადრიდში დაიბადა.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
ვინსენტ რომერიო რედონდო</div>
მამის სამსახურის გამო მათი ოჯახი (ვინსენტი უფროსი შვილია, მას 3 ძმა ჰყავს) ბევრს მოგზაურობდა. ვინსენტი პატარა იყო, როცა გადაწყვიტა, რომ ცხოვრებას მხატვრობას მიუძღვნიდა. მოგზაურობის დროს მას მუდამ თან ჰქონდა ბლოკნოტი და ფანქარი.
თავდაპირველად ზეთის საღებავებით ხატვას დაეუფლა, მაგრამ ცოტა ხანში თავის ტექნიკა შექმნა, სადაც ზეთი, აკვარელი და პასტელის საღებავები გააერთიანა.
80-იან წლებში მეუღლესთან ერთად კოსტა-ბრავაში დასახლდა. მის ტილოებზე მუდამ ქალებია ასახული. ქალი-დედა, ქალი-საყვარელი, ქალი-მეგობარი, ქალი-ბავშვი - თითოეული უნიკალური და ულამაზესია.
90-იანი წლებიდან მხატვარი ბევრს მოგზაურობდა. გამოფენები ჰქონდა ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში. ცოტა ხანში კი მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ის ერთადერთი მხატვარია, რომელიც სინათლეს ხატავს.
2001 წელს მხატვარი მადრიდში დაბრუნდა. იგი ნეორეალიზმის სტილში მუშაობს. მის ტილოებზე დიდი ოსტატობითაა გადმოცემული სინათლის თამაში. მისი ნახატები აღფრთოვანებას იწვევს და რედონდოს ნამუშევრები სხვისაში არასდროს აგერევათ.
დატკბით შედევრებით