ტაილანდის სამეფო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ის სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარეობს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლაოსი და ბირმა (მიანმა), აღმოსავლეთით - ლაოსი და კამბოჯა, სამხრეთით - ტაილანდის ყურე და მალაიზია, ხოლო დასავლეთით - ანდამანის ზღვა და ბირმა.
- ტაილანდის უძველესმა ტრადიციებმა ტაილანდელების ხასიათზე გავლენა მოახდინა. ტაილანდელები მშვიდი და გაწონასწორებული ხალხია. ტაილანდში ხშირად ვერ ნახავთ მოწყენილ სახეებს. ამიტომ, ამ ქვეყანას „ღიმილის ქვეყანას“ უწოდებენ.
ტაილანდელების კულტურაზე ტაილანდურმა ლიტერატურამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ლიტერატურა რელიგიური თემატიკითაა გაჯერებული. ტაილანდის ცნობილი თეატრალური დადგმები ინდოეთის და სხვა აღმოსავლური ქვეყნების ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით იქნა შექმნილი.
- ტაილანდური ლიტერატურა ბუდას ცხოვრების ისტორიებს მოგვითხრობს. ასევე, ძალიან პოპულარულია რომანები, ზღაპრები და ნოველები ომის თემატიკაზე, რაინდებზე. ლეგენდებს და ხალხურ ზღაპრებს უფროსები იყენებდნენ, რათა ახალგაზრდა თაობებში რწმენა გაეღვივებინათ.
ბევრი ზღაპარი და ისტორია მორალურ გაკვეთილებს შეიცავს, მათი ტრადიციების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ბავშვებს უფროსები ზღაპრების დახმარებით ასწავლიდნენ, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, ღამით სახლში დარჩენილიყვნენ და უფროსებს პატივისცემით მოქცეოდნენ.
ტაილანდურ ზღაპრებში ხალხური ისტორიებიც გვხვდება, რომლებიც განსაკუთრებულ გეოგრაფიულ თავისებურებებს უკავშირდება. მაგალითად, დოი ნენგ ნონის ისტორია, „მძინარე ქალის მთა“, მთა ხეო სემ როი იოტას და კუნძულების გაჩენის ლეგენდები.
Suvannasankhajātaka-ში მოთხრობილია სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის ქალის და მამაკაცის ქორწინების ისტორია. „ხის მჭრელი, რომელმაც ნაჯახი დაკარგა“, ტაილანდელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ზღაპარია.
ბევრი ბუდისტური ტრადიცია მთლიანად იქნა გადატანილი ზღაპრებში. პერსონაჟებს შორის არიან: yaksa კაციჭამიები, მაღალი და საშიში პრეტა Prets (เปรต), სასტიკი პერსონაჟი, რომელიც თავისი მსხვერპლის თითებისგან გაკეთებულ გირლიანდას ატარებს კისერზე და ნარიფონი, Nariphon, მითოლოგიური ხე, რომელსაც ქალწულის ფორმა აქვს.
ცხოველები ფოლკლორში
ზოგიერთი ზღაპარი ქათამზე, თეთრ ყვავზე, სპილოზე, მაიმუნსა და ფუტკარზე, პანჩატანტრაზეა (Panchatantra) დაფუძნებული.
გველები ტაილანდის პოპულარული ცოდნის ნაწილია და მითის ფონზე, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. Nak (นาค) ნაგა ადგილობრივ ფოლკლორში ფიგურირებს. მამაკაცური წყურვილი ხშირად გველის სახითაა წარმოდგენილი, რომელიც გარყვნილი ადამიანის თავზე იზრდება.
ტაილანდური ხალხური მითოლოგია ასევე გველების და ქალების კავშირის იდეასაც ატარებს.
„მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები“ 22 აგვისტოდან ტაილანდში სამოგზაუროდ გეპატიჟებათ!