ბლოგი

ლაქშმი რავი რამანანდა: 6 ყოველდღიური შეცდომა, რომელიც ბედნიერებაში ხელს გიშლით

ლაქშმი რავი რამანანდა: 6 ყოველდღიური შეცდომა, რომელიც ბედნიერებაში ხელს გიშლით
შრომობთ, მაგრამ ვერც მდიდრდებით და ვერც კარიერულ მწვერვალებს აღწევთ? უშედეგოდ ცდილობთ დაალაგოთ პირადი ცხოვრება? თითქოს, წარმატება ხელიდან გისხლტებათ. თქვენ, ალბათ, დარწმუნებული ხართ, რომ ან იღბალი არ გწყალობთ, ან მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ ამხედრდა.
სინამდვილეში თქვენ თავადვე უშვებთ ყოველდღიურად 6 შეცდომას, რომელიც ბედნიერების მოპოვებაში ხელს გიშლით. გთავაზობთ ქართველი გურუს, ლაქშმი რავი რამანანდას (იგივე რამაზ გიგაურის) ახსნას:

1. თქვენ დღეს ამაღლებული განწყობით არ იწყებთ
როგორ განწყობაზე იღვიძებთ ხოლმე? ხშირ შემთხვევაში ძალიან გეზარებათ საწოლიდან წამოდგომა და სამსახურში/სასწავლებელში წასვლა ან
საოჯახო საქმეებში ჩართვა. შესაძლოა, გაღიზიანებული იყოთ და ოჯახის წევრებს წვრილმანებზე ეკამათებოდეთ. ეს დიდი შეცდომაა. როგორ უნდა მოიქცეთ? თვალის გახელისთანავე გაიღიმეთ და პოზიტიურ ფიქრებზე კონცენტრირდით.

ლაქშმი რავი რამანანდა: „როდესაც მეღვიძება, საკუთარ თავს წარმატებას ვუსურვებ ხოლმე. დღის ასე დაწყება ჩემთვის ერთგვარი რიტუალი გახდა. საოცარია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასე დავიწყე ცხოვრება, ყველაფერი მოწესრიგდა, ეტაპობრივად.“

2. თქვენ არ მიმართავთ სურვილების ვიზუალიზაციას ყოველდღიურად
ბოლოს როდის წარმოიდგინეთ, როგორი ინტერიერია თქვენს ოცნების სახლში? რა ფერისაა თქვენთვის ყველაზე სასურველი მანქანა და როგორი სალონი აქვს? იქნებ გონების თვალით დაინახეთ, როგორ ისვენებთ ეგზოტიკურ კუნძულებზე და სვამთ გემრიელ კოქტეილს? ვერ იხსენებთ? ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ სურვილების ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ის გეხმარებათ, რეალობად აქციოთ საკუთარი ფიქრები.

ლაქშმი რავი რამანანდა წერს: „დაძინება და გაღვიძება ადამიანის მნიშვნელოვანი მდგომარეობაა. ამ პროცესში იგი „გარდამავალ“ ეტაპზე იმყოფება. დაძინებისას „შედის ძილის სამყაროში", გაღვიძებისას კი „გამოდის". ძილის ზღურბლზე გადაბიჯება ადამიანში ააქტიურებს შინაგან ძალებს, უნარებს და რესურსებს. ასე რომ, დაძინებისა და გაღვიძების პროცესში მკაფიოდ წარმოსახული ოცნება, ნატვრა თუ სურვილი მატერიალიზების დიდ ალბათობას შეიცავს.“
Image result for რამაზ გიგაური
3. თქვენ შიშს უფლებას აძლევთ, რომ გაიმარჯვოს
შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებთ, მაგრამ ყოველდღე ხვდებით სიტუაციაში, რომელიც თქვენს ქვეცნობიერს აფორიაქებს. მნიშვნელობა არ აქვს, რისი გეშინიათ: დაბალი ქულების? გამოცდაში ჩაჭრის? გასაუბრების წარუმატებლად გავლის? ადამიანების, რომლებიც უხერხული კითხვებით კუთხეში გიმწყვდევენ? სამსახურის დაკარგვის? გეშინიათ, მოტყუებული არ დარჩეთ? არ გიღალატონ? ეს გრძნობა ცხოვრებას გიწამლავთ, თავდაჯერებულობას გართმევთ, უკან გხევთ, გაიძულებთ, შეიცვალოთ და სხვა ადამიანად იქცეთ.

ლაქშმი რავი რამანანდა: „მოიშორეთ შიში - შეუბრალებლად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე!"

4. არ გასცემთ საკმარისი ოდენობის სიყვარულს
ყოველდღიურობა ისეთი დამღლელია... უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ვალდებულებები შესასრულებელი და თან ყოველთვის დროში ვიწვით ან ენერგია არ გვყოფნის. სწორედ ამიტომ, ბევრი რამ უყურადღებოდ გვრჩება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. თქვენ შეიძლება ის ადამიანი ხართ, რომელიც სიყვარულზე საუბრობს, გარშემომყოფებს თითქოს ეფერება, მაგრამ სიტყვებს საქმით არასდროს ამტკიცებს. ან პირიქით, გრძნობებს საქმეში აქსოვთ, მაგრამ კეთილი სიტყვის თქმა გენანებათ. საჭიროა მოქმედებაც და საუბარიც იმისთვის, რომ გრძნობები საკმარისი ოდენობით გასცეთ.

ლაქშმი რავი რამანანდა: „უანგარო სიყვარული უდიდესი ძალაა და ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. სიყვარულის გაცემა სამყაროს გამდიდრებას ნიშნავს. ამ დროს პიროვნება არამარტო სამყაროს, საკუთარ თავსაც ამდიდრებს."

5. თქვენ ითმენთ იმას, რაც არ მოგწონთ
ჩვენ ვერიდებით კონფლიქტებს; არ გვინდა, რეპუტაცია გავიფუჭოთ; შესაძლოა, უბრალოდ, არ გვქონდეს სათანადო ენერგია იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავიცვათ; არ ვაფიქსირებთ აზრს, რადგან ვერ გაგვიგებენ, ან ვიცით, რომ ვერაფერს შევცვლით. ამიტომ ვითმენთ... ვითმენთ... და ამ მოთმინებას საზღვარი არ უჩანს.

ლაქშმი რავი რამანანდა:
„მუდმივად მოთმინება ადამიანს აჩვევს პასიურ მდგომარეობაში ყოფნას, ართმევს ძალას და უქრობს მიზანსწრაფვის უნარს."

6. თქვენ შეწყვიტეთ სიცილი
გაიხსენეთ ბავშვობა. შენიშნავთ, რომ ხშირად იცინოდით, იყავით ლაღი და თავისუფალი. ახლა რა მოგივიდათ? რატომ გიჭირთ სიცილი? სიცილს, ერთი მხრივ, სამკურნალო უნარი აქვს, მეორე მხრივ, სამყაროს პოზიტიურ ენერგიას თქვენკენ მოიზიდავს.

ლაქშმი რავი რამანანდა: „დაიწყეთ სიცილი, თუნდაც ხელოვნურად და არ გაჩერდეთ, ვიდრე ბუნებრივი არ გახდება".
Astrologia
თუ გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, რამაზ გიგაურის წიგნი "წარმატების 365 გასაღები" ზედგამოჭრილია თქვენთვის. წიგნი თვეში ერთხელ გამოვა, ჟურნალ „გზასთან" ერთად. სულ 12 ნაწილს გააერთიანებს. მკითხველი პირველი ნაწილის შეძენას 26 სექტემბრიდან შეძლებს. თითოეულ გამოცემაში 30 გასაღები გამოქვეყნდება. რამაზ გიგაური გვთავაზობს ბევრ პრაქტიკულ სავარჯიშოს, ყოველდღიურ რეკომენდაციებს, ანტისტრესებსა და ცნობილთა გამონათქვამებს.

"წარმატების 365 გასაღები" არის წიგნი მათთვის, ვისაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურს. ვისაც უნდა, რომ ოცნებები აისრულოს, წარმატებას მიაღწიოს, ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს და, რაც მთავარია, ბედნიერი გახდეს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93