ბლოგი

10 ყველაზე საშინელი მონსტრი წიგნებიდან, ძველი მითებიდან - თანამედროვე ფანტასტიკამდე

10 ყველაზე საშინელი მონსტრი წიგნებიდან, ძველი მითებიდან - თანამედროვე ფანტასტიკამდე
ლიტერატურის ისტორიაში ბევრი ნაწარმოებია, სადაც მთავარი გმირი ურჩხულია. თავისი მონსტრები ჰყავს ძველ მითოლოგიასაც და თანამედროვე ფანტასტებსაც.

წარმოგიდგენთ მათ ათეულს.


1. გიგანტური რვაფეხა - "80 000 კმ წყალქვეშ“, ჟიულ ვერნი


კაპიტან ნემოს წყალქვეშა გემი "ნაუტულიუსი" რომანში - "80 000 კმ წყალქვეშ", ყველაზე მოწინავე ფანტასტიკის ჟანრის წიგნად ითვლებოდა. იმ დროს, როდესაც წყალქვეშა გემი რვაფეხას ,,კლანჭებში“ აღმოჩნდა, გემის ეკიპაჟი ყველანაირი იარაღით იბრძოდა: ცულებით, დანებით და დაშნებით.

ჟიულ ვერნმა არ დააკონკრეტა რვაფეხას ზომა, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ მისი
სხეულის სიგრძე იყო 1,8 მეტრი, მაშინ მისი საცეცეები იქნებოდა 9 მეტრი და ასეთ არსებასთან გადაყრა დიდი საფრთხის მომასწავებელია. თანამედროვე მეცნიერებს უკვე მოეპოვებათ ისეთი ფოტოები, სადაც რვაფეხა მინიმუმ 12 მეტრი სიგრძისაა და მას პატარა ზომის გემის გადაბრუნება ჩვეულებრივად შეუძლია.

2. მინოტავრი - ბერძნული მითოლოგია

მინოტავრი - რაღაც საშუალოა ადამიანსა და ხარს შორის. კრეტის მეფე მინოსს ჰყავდა ულამაზესი ცოლი პასიფეა, რომელიც პოსეიდონმა დაწყევლა და გიგანტური თეთრი ხარის სიყვარული ჩაუნერგა. ხარი ლამაზ ქალს ყურადღებას არ აქცევდა მანამ, სანამ დედოფალმა ძროხის ტყავი არ გადაიცვა. ცოტა ხანში მას ეყოლა ურჩხული, სახელად მინოტავრი. მინოსმა ბრძანა, აეშენებინათ გიგანტური ლაბირინთი, სადაც დაამწყვდევდა ამ ურჩხულს.

3. ვენდიგო - ალგონკინსური მითოლოგია

ყველა ინდიელ ტომს აქვს საკუთარი ლეგენდა. ერთ-ერთია ვენდიგო, საშინელი კაციჭამია არსება, მაღალი უტუჩო პირითა და მჭრელი კბილებით, რომელიც იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ შეუძლებელია ადამიანის თვალმა ის შენიშნოს. ინდიელები ირწმუნებიან, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ადამიანის ხორცს გასინჯავს, ვენდიგოდ გადაიქცევა.

4. კლოუნი პენნივაიზი - «იგი“, სტივენ კინგი


სტივენ კინგმა მკითხველს აჩუქა კლოუნის ფორმიანი მონსტრი - პენნივაიზი, რომელიც საკუთარ თავს ეძახის "იგის". ის დედამიწაზე არსებობდა მილიონი წლის წინაც. მოვიდა უდაბნოებიდან, რომლებიც სამყაროს აკრავს გარს. "იგი" იღებს ყველანაირ ფორმას, რასაც მოისურვებს, რათა შეაშინოს ადამიანები. განსაკუთრებით, ბავშვები, მაგრამ ყველაზე ხშირად ადამიანებს ეცხადება კლოუნის ფორმით. იგი ჭამს ადამიანებს და ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებს მსხვერპლის ფსიქოემოციური აგონიით.

5. სცილლა - "ოდისეა", ჰომეროსი


ჰომეროსის "ოდისეაში" დედოფალი ამცნობს ჰომეროსს, რომ მისი მარშრუტი გავა იმ ზღვებზე, სადაც ბინადრობს სცილლა და ქარიბდა. ქარიბდა გემებს ძირავს. ამიტომ ჯობს, თუ იმ ზღვების მოშორებით გაივლის. სცილლას ჰქონდა თორმეტი თათი, ხოლო მხრებზე ექვსი თავი ება.

6. ფენრირი - სკანდინავიური მითოლოგია

დიდი და ბანჯგვლიანი შავი მგელი, ლოკის ტყუილების ღმერთის ვაჟი, ედდის წინასწარმეტყველების თანახმად, რაგნაროკის (აპოკალიფსი) დროს მოკლავს ოდინს, უმაღლეს ღმერთს. რაგნაროკი — სამყაროს დასასრული, ვიკინგური არმაგედონია, რის მერეც სამყაროში ახალი ერა დაიწყება.

7. მედუზა - ბერძნული მითოლოგია


მედუზა გორგონა - ზღვის ღმერთი ფორკისია და ტეტოს შვილი. ის და მისი სამი და იყვნენ მონსტრები ქალის სახით და თავზე გველებით, თმის მაგივრად. მედუზა ცნობილი იყო იმით, რომ ვისაც შეხედავდა, ყველა ქვად იქცეოდა.

8. ბალროგი - „ბეჭდების მბრძანებელი“, ტოლკინი

ბალროგი - გიგანტური დემონი, რომელსაც შუძლია გაახვიოს საკუთარი თავი და ყველა დანარჩენი ჩაუმქრალ ცეცხლსა და სიბნელეში. მას ჰყავს ცეცხლოვანი ხარი, მრავალი კუდით და ცეცხლოვანი ხმალი. ასევე - დიდი ფრთები, ისეთი ფორმის, როგორც ღამურას. „ბეჭდების მბრძანებელში“ ბალროგი იმდენად ძლიერი არსებაა, რომ 5000 წელი ვერავინ შეძლო მისი დამარცხება, სანამ გენდოლფი არ გადაეყარა პირისპირ.

9. გრენდელი - ბეოვულფი

გრენდელი - ინგლისური ეპოსი "ბეოვულფიდან". ის აღწერილია ისე, როგორც კაენის შთამომავალი, ახალი სამყაროს პირველი მკვლელისა, რომლის შთამომავლობა ღმერთმა დაწყევლა. გრენდელის გარეგნობა არ არის პოემაში აღწერილი, მაგრამ ნათქვამია, რომ ის არის საშინელი არსება, რომლის ყურება შეუძლებელია.

10. ბარმაგლოტი - „ელისი სარკეებს მიღმა“, ლუის კეროლი

ბარმაგლოტი საშინელი არსებაა. ის დაფრინავს და აფრქვევს ცეცხლს. ცხოვრობს აბსურდის სამყაროში. ავტორს იმდენად კარგად ჰყავს აღწერილი ეს მონსტრი, რომ მკითხველს უჩნდება განცდა, თითქოს ის არსებობს.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93