ბლოგი

კაფსულის გარდერობი: როგორ შევამციროთ ტანსაცმლის რაოდენობა გარდერობში და ვიყოთ უფრო მოდურები

კაფსულის გარდერობი: როგორ შევამციროთ ტანსაცმლის რაოდენობა გარდერობში და ვიყოთ უფრო მოდურები


ადამიანების და, განსაკუთრებით, ქალების დიდი ნაწილი საკმაოდ დიდ დროს ხარჯავს იმაზე ფიქრში, თუ რა ჩაიცვას. მართლაც რთულია გარდერობში არსებული ტანსაცმლის ისე დაწყვილება, რომ ერთმანეთს ეხამებოდეს, თანაც, კომფორტული და პრაქტიკული იყოს. თუმცა, გამოსავალი ყველგან და ყოველთვის მოიძებნება და არც ეს საკითხია გამონაკლისი.

კაფსულის გარდერობი - ასე ეძახიან მცირე რაოდენობის ტანსაცმლის ნაკრებს, რომლებიც გააზრებულად არის შეძენილი და ზუსტად ვიცით, რომ თითოეულ სამოსს აუცილებლად დავაწყვილებთ და გამოვიყენებთ.
კაფსულის გარდერობის მთავარი პრინციპი მინიმალიზმია და სწორედ აქ არის მისი უპირატესობები.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანებიც კი ამგვარად აწყობენ გარდერობს. ამის საუკეთესო მაგალითი სტივ ჯობსია - მას თითქმის ყოველთვის Levi’s-ის ჯინსი, „ნიუ ბალანსის“ ბოტასები და უბრალო შავი მაისური ეცვა.


როგორ დავიწყოთ კაფსულის გარდერობის აწყობა?


1) პირველ რიგში, დაალაგეთ ტანსაცმლის კარადა და ტანსაცმელი მოაქციეთ 3 კატეგორიაში:

  • საყვარელი ტანსაცმელი - ეს არის ტანსაცმლის ის კატეგორია, რომელსაც ხშირად იცვამთ და რომელიც აუცილებლად დაბრუნდება კარადაში.
  • გასაჩუქებელი ტანსაცმელი - ტანსაცმელი, რომელიც თითქმის არ ჩაგვიცვამს, არ გვიხდება ან უბრალოდ არ არის პრაქტიკული. ამიტომ ჯობს, გააჩუქოთ.
  • ყუთი - ყუთში მოათავსეთ ის ტანსაცმელი, რომელსაც იშვიათად იცვამთ. თუ 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიცვამთ, ჯობს, გააჩუქოთ.

2) შენი სტილი


მას შემდეგ, რაც ტანსაცმლის კარადას დაალაგებთ, დაფიქრდით, რომელია თქვენი სტილი? სტილის იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ გარდერობიდან 3-4 ფერის ტანსაცმლის გადარჩევა, რომლებიც ძალიან მოგწონთ და ერთმანეთსაც შეეხამება.


3) ძირითადი ტანსაცმელი


მიუხედავად იმისა, რომ კაფსულის გარდერობის შექმნისას აუცილებელია საკუთარი სტილის შერჩევა, არსებობს „საბაზისო“ ტანსაცმელი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ:

  • უბრალო მაისური (თეთრი/შავი)
  • თეთრი პერანგი
  • შავი/ჯინსის შარვალი
  • შავი კაბა
  • შავი პიჯაკი


აქსესუარები:

  • საშუალო ზომის კლასიკური ჩანთა
  • ტევადი ზურგჩანთა


ფეხსაცმელი:


  • შავი ფეხსაცმელი შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის
  • საზაფხულო ფეხსაცმელი
  • შავი, კლასიკური ფეხსაცმელი (მაღალქუსლიანი)
  • კომფორტული ბოტასი


დაბოლოს, ოქროს რჩევა:

ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს არ უნდა ჰქონდეს პრინტი, ზოლები ან ბრჭყვიალა დეტალები.
შეეცადეთ, იყიდოთ მაღალი ხარისხის ტანსაცმელი, რათა დიდხანს გაგიძლოთ.

მარიამ შენგელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93