ბლოგი

ყველაზე ელეგანტური ტრანსგენდერები, რომლებისგანაც ქალურობას და სტილს ისწავლით

ყველაზე ელეგანტური ტრანსგენდერები, რომლებისგანაც ქალურობას და სტილს ისწავლით
ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ტრანსგენდერი ვულგარულობასთან ასოცირდება, მაგრამ ზოგიერთმა ისე დახვეწილად შეაბიჯა მოდის სამყაროში, რომ მათგან ელეგანტურობა უნდა ვისწავლოთ.


1. ანდრეა პეჟიჩი

თავის რეალურობას სკოლაშიც კი არ მალავდა. გამოსაშვებ საღამოზე "წვეულების დედოფლად" აირჩიეს. 2013 წელს ოფიციალურად გახდა გოგონა, სახელად ანდრეა. მას მოსწონს მინი-კაბები, მოკლე ტოპები. აგრეთვე ელეგანტურად გამოიყურება კოსტიუმებსა და შარვლებში.



2. ანხელა პონესი

პირველი ტრანსგენდერი გოგონაა, რომელმაც "მის მსოფლიოს" კონკურსზე მიიღო მონაწილეობა. ანხელა ფრიალა კაბებშიც დახვეწილად გამოიყურება და ოვერსაიზის სვიტერებშიც.



3. ვალენტინა სამპაიო

ვალენტინა 20 წლის იყო,
როცა მისი ფოტო ფრანგული Vogue-ის ყდაზე დაიბეჭდა. ის იდეალურად უხამებს ერთმანეთს როგორც ჯინს-ბოიფრენდსა და სპორტულ მაისურს, ისე კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.



4. ჯინა როსერო

პოპულარული მოდელია, რომელიც სხვადასხვა ეპოქისა და გმირის როლს ირგებს. უფრო მეტად 70-იანი წლების მოდა მოსწონს. მის გარდერობში უამრავი ლამაზი კაბაა.



5. ლეა ტი

ლეგენდარული Givenchy-ს მუზა და მოდელია. მას სხვა სამოსთან ერთად იდეალურად უხდება შარვალი.
ეს ტრანსგენდერები იდეალურად დადიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. იხდენენ კაბებსა და ქვედაკაბებს, იციან სამკაულებისა და აქსესუარების გამოყენება. თქვენ როგორ მოგწონთ ისინი? 




წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნინო
სიის სათავეში ერიკა ლინდერი უნდა ყოფილიყო შვედი ანდროგენი მოდელი და მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავები მიმიქარავს იმდენად ლამაზია მას აქვს კლასიკური სილამაზე ყოველგვარი პლასტიკური ქირურგიის გარეშე წლებია ველოდები როდის მიაქცევთ ყურადღებას სულ ერთიდაიგივე ხალხზე რომ წერთ ამოვიდა ყელში
14:33 / 14-10-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93