ბლოგი

მარიამის ბლოგი: რა ჩავიცვათ კლუბში?

მარიამის ბლოგი: რა ჩავიცვათ კლუბში?

საქართველოში კლუბური ცხოვრების პოპულარობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან სწრაფად იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო დედაქალაქებს შორის თბილისი ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა ამ კულტურის ხარისხით. რაც უფრო დიდი დრო გადის, უფრო რთული ხდება ისეთი ადგილის პოვნა, სადაც თავისუფლად იცეკვებ. არადა, ერთი წლის უკანაც კი, ასეთ პრობლემებს არ ვხვდებოდით.

ამ ბლოგის დაწერის იდეა ერთ-ერთი ივენთის შემდეგ გამიჩნდა, როცა კლუბის რიგში საღამოს კაბაში გამოწყობილი გოგო დავინახე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და წითელი პომადით - მოკლედ, კლასიკური chic-გოგო. ჩანდა, რომ პირველად
იყო კლუბში. ამიტომ მივხვდი, რომ ასეთი ბლოგის არსებობა საჭიროა, რადგან თუ ვინმე პირველად მიდის მსგავს ივენთზე, მარტივად გადაწყვიტოს, რა ჩაიცვას.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს რაიმე წესი ან ტენდენცია, რომელსაც უნდა მიჰყვეთ კლუბური ტანსაცმლის არჩევისას. ამ კულტურის ამოსავალი იდეა თავისუფლება და ნაკლები ჩარჩოა. ჩვენი რჩევები უბრალოდ დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მარტივად მიღებაში.


პირველ რიგში, კარგად უნდა გაიაზროთ, რატომ მიდიხართ კლუბში - ცეკვა და მუსიკის მოსმენა გსურთ თუ ყურადღების მიქცევა? თუკი თქვენი მიზანი გართობაა, აუცილებელია, ძალიან პრაქტიკულად გეცვათ. ე.წ casual-სტილი არ გამორიცხავს იმას, რომ ყურადღების ცენტრში იყოთ. მაგალითად, მარტივად შეგიძლიათ დააწყვილოთ ჯინსის შარვალი და ტოპი. ეს კომბინაცია, ალბათ, ყველაზე პოპულარული და მოსახერხებელია ნებისმიერ სეზონზე. თუმცა, გირჩევდით, რომ თუ ჯინსის ჩაცმას აპირებთ, არჩევანი ისეთ მატერიაზე შეაჩერეთ, რომელიც ელასტიკურია.

გირჩევთ, ე.წ. მანათობელი ტანსაცმელიც შეიძინოთ. მე ასეთ რამეებს "ამაზონიდან" ვიწერ, საკმაოდ განსხვავებული და გამორჩეულია.


ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ. გირჩევთ, ჩაიცვათ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც არ მოგიჭერთ და დისკომფორტს არ შეგიქმნით.

აქსესუარებს რაც შეეხება, მე წელის ჩანთის გაკეთებას გირჩევდით. ეს ჩანთა სრულიად საკმარისია იმ ნივთებისთვის, რომლებიც კლუბში დაგჭირდებათ.



იყავით ბუნებრივები, ჩაიცვით ის, რაც მოგწონთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ მთავარია კომფორტი და საჭიროება. კლუბში ზედმეტი ნივთებისა და ტანსაცმლის ტარება დისკომფორტს შეგიქმნით.
ამ ფოტოზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული კლუბის, „ბერგჰაინის“ სტუმრები არიან. როგორც ხედავთ, მათი სტილი საკმაოდ მინიმალისტური და პრაქტიკულია.



მარიამ შენგელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93