გადავწყვიტე, რომ მომეძიებინა "ინსტაგრამის" ყველაზე მოთხოვნადი გოგონები, რომელთა პოსტებიც ბევრისთვის ინსპირაციის წყაროც კი გამხდარა. მათ სარეკლამო შემოთავაზებები, გამომწერების უსაზღვრო აქტიურობა და კომპლიმენტები არასდროს აკლიათ.
ალენა ომოვიჩი- (1.1 მილიონი გამომწერი) ის სექსუალური ბლოგერია, რომელიც "ისტაგრამზე" უსაზღვროდ პოპულარულია.
გოგონა უკრაინიდანაა და თავისი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ ქვეყანაში ატარებს.
ალბათ შეამჩნევდით, რომ პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი სულაც არაა. გამომწერების ნაწილი მის მიმართ დადებითად არაა განწყობილი და "სილიკონის თოჯინასაც" უწოდებენ.
მისი მკერდი, ტუჩები და თეძოებიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქირურგიულ ჩარევას ბევრჯერ მიმართა.
ცდილობს, რომ გამომწერებს თამამი პოსტები შესთავაზოს და ისიც სხვა ბლოგერებივით კონკრეტული პროდუქციის რეკლამაში იღებს თანხას.
მისი ახალი ფოტო გამოქვეყნებისთანავე არაერთ ბლოგერს მიაქვს.
ტანია პარფილევა- კიევიდანაა და ამჟამად 25 წლისაა. თამამი გოგონაა, თუმცა მისი "ინსტაგრამი" ძირითადად რომანტიკული და ზღაპრული ფოტოებითაა სავსე, რაც გამომწერებს ძალიან მოსწონთ. ტანია თავის მეუღლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად გვთავაზობს.
ის იმდენად პოპულარულია, რომ შევნიშნე "ინსტაგრამმა" სთორის ფილტრების ჩამონათვალში ერთ-ერთ ეფექტს გარეკანზე სწორედ მისი ფოტო დაადო.
დიახ, ტანიასაც მილიონი გამომწერი ჰყავს და ყველას ერთი სული აქვს ახალს რას გამოაქვეყნებს.
ანიუტა რაი- რუსი ბლოგერია და შეიძლება ითქვას, რომ გამომწერების რაიდენობით ორ წინამორბედსაც კი უსწრებს.
2.8 მილიონი გამომწერის მოგროვება შეუძლებელია, რომ არა რეკლამები და ე.წ "რეპოსტები".
ანიუტა ფოტოებზე არამხოლოდ თავის თავს, მსოფლიოსაც გვაჩვენებს.
მან უკვე ინახულა მადაგასკარი, მალდივები, კუბა, ბაჰამის კუნძულები და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
საყვარელ მამაკაცთან გადაღებულ ფოტოებს სხვადასხვა რაკურსით წარმოაჩენს.
პოსტებში ჭარბობს საკვებისთვის ლამაზად გადაღებული კადრებიც.
ბლოგერი ხშირად აქვეყნებს ცხოველების ვიდეოებს და ფოტოებსაც.
ამრიგად, სამივე გოგონა პოპულარობის ზენიტშია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გამიზიარეთ შთაბეჭდილებები, თქვენ რომელი მათგანი მოგეწონათ?