ჩემი მომავალი ქმარი სპორტდარბაზში გავიცანი. სანამ მის შინაგან სამყაროს გავიცნობდი, ჯერ მისმა გარეგნობამ, უფრო კონკრეტულად კი, მისმა დაკუნთულმა სხეულმა მომხიბლა. ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე დავქორწინდით. ქორწინების პირველ წელს ყველაფერი იდეალურად იყო. ყურადღებას არ მაკლებდა, დავდიოდით საინტერესო ადგილებში, ერთმანეთს რომანტიკულ საღამოებს ვუწყობდით და ა.შ. მერე, ნელ-ნელა, პაემნები ტელევიზორის წინ, დივანზე ჯდომამ და ლუდის წრუპვამ ჩაანაცვლა; კინოში სიარული - ფილმების ონლაინყურებამ და ასე გადაიქცა ჩემი ოცნების პრინცი მოსაწყენ ქმრად.
ისე, რატომ ხდება, რომ ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ქორწინების შემდეგ წონაში საგრძნობლად იმატებს? ჩემი ქმრის შემთხვევაშიც ასე მოხდა! ნელ-ნელა რომანტიკას მოუკლო და კილოგრამების აკრებას მოუმატა. ას კილოს რომ აღარაფერი უკლდა, განგაშის ზარებს შემოვცხე და ვკითხე, ხომ არ ჯობს, დიეტა დაიწყო-მეთქი? პასუხი ჩვეული ღლიცინით გამცა: - ოთხმოცდაათ კილოგრამს აქ ვიწონი, მარსზე 35 კილო ვიქნები, მსუქანი კი არ ვარ, უბრალოდ სხვა პლანეტაზე ვცხოვრობო...
მივხვდი, ეწყინა. როცა რაღაც სწყინს, ასე უაზროდ იწყებს ხოლმე ხუმრობას... ჰგონია, რომ ვერ მივხვდები.
ეს თემა მასთან აღარ განმივრცია, აზრი არ ჰქონდა. ჩემს ქმარს ხუთი თითივით ვიცნობ და ვიცი, რას ნიშნავს მისთვის გემრიელად ჭამა. მე კი არა, ანჯელინა ჯოლის ხათრითაც არ იტყვის უარს ამ სიამოვნებაზე. დიეტაზე საუბარიც კი ზედმეტია.
მაგრამ ქალი რის ქალია, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი რომ არ იპოვოს? - მეც გადავქექე მთელი ინტერნეტი და იქამდე არ მოვისვენე, სანამ გემრიელი დიეტა არ ვიპოვე, აი, ისეთი, რომ დაიცავ და ვერც მიხვდები, დიეტაზე რომ ხარ...
მეორე თვეა, რაც ჩემი ძვირფასი მეუღლე უწინდებურად გემრიელად ილუკმება დღეში ხუთჯერ და არც საყვარელ ძეხვეულსა და სოსისებს იკლებს. დიეტაზე ყოფნა საერთოდ არ უქმნის დისკომფორტს. ერთადერთი, ცოტა ტკბილეულზე წუწუნებს ხოლმე. გამოსავალი აქაც ვიპოვე და როდესაც ძალიან მოუნდება ტკბილი, შავი, მწარე შოკოლადის ფილას მიირთმევს.
ვიცი, რომ ჩემნაირ ვითარებაში ბევრი ქალია. ამიტომაც, გადავწყვიტე ჩემი აღმოჩენა ყველას გაგიზიაროთ:
მაშ, ასე! გემრიელი დიეტა წონაში მომატებული ქმრებისთვის (და არამარტო).
საუზმე:
ხემსი:
ვახშამი: