ბლოგი

როგორ ვიპოვოთ სასურველი საქმრო 50-იანების ჟურნალის მიხედვით

როგორ ვიპოვოთ სასურველი საქმრო 50-იანების ჟურნალის მიხედვით
მოდური ჟურნალი ამერიკის შეერთებული შტატებიდან McCall’s ხშირად აქვეყნებს სტატიებს სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებსა და სიყვარულზე. 50-იანების ჟურნალში ხშირად შეხვდებოდით რჩევებს სასურველი საქმროს პოვნის თაობაზე.
„მარაოს“ რედაქციამ მიაგნო 1958 წლის სტატიას „129 ხერხი სასურველი საქმროს პოვნისათვის“.

პირველი 13 პუნქტი ეძღვნება კითხვას, სად ვეძებოთ სასურველი მამაკაცი?

  1. მოიშინაურე ძაღლი და ისეირნე მასთან ერთად (და მაშინ ქმარი აღარ დაგჭირდება).
  2. გააკეთე ისე, რომ შენი მანქანა უეცრად გაფუჭდეს სტრატეგიულად საჭირო ადგილას.
  3. იარე საღამოს სკოლაში, კურსებზე, რომელიც მამაკაცებს მოსწონთ.
  4. ჩაეწერე სპორტული ტურიზმის კლუბში.
  5. იპოვე
    ოპტიმალური ადგილი, სადაც დადიან მამაკაცებიც და ქალებიც.
  6. წაიკითხე ნეკროლოგები - შესაძლოა, პერსპექტიული ქვრივი გამოჩნდეს.
  7. დაკავდი გოლფით და იარე შემსწავლელ კურსებზე.
  8. აიღე რამდენიმე ხანმოკლე დასვენების დღე სხვადასხვა ადგილას სტუმრობისთვის.
  9. ჩამოჯექი პარკში სკამზე და მტრედები დააპურე (არ მოიზიდო მამაკაცი, მოიზიდე მტრედები მხოლოდ).
  10. ისეირნე ველოსიპედით.
  11. დასაქმდი იურისპრუდენციაში, მედიცინასა და სტომატოლოგიაში.
  12. გახდი მედდა ან ბორტგამცილებელი - მათ ძალიან მაღალი რეიტინგი აქვთ გათხოვების კუთხით.
  13. მოიკითხე დაქალების მეუღლეებთან, თუ ჰყავთ სამსახურში პერსპექტიული დასაოჯახებელი მამაკაცები.

ახლა გადავიდეთ მთავარ ნაწილზე: როგორ ვიპოვოთ ის, ვინც გვჭირდება.

  1. იყავი საყვარელი ყველასთან მიმართებაში - შესაძლოა, ძმა ან შვილი ჰყავდეთ.
  2. დასაქმდი სახელმწიფო სამსახურში საზღვარგარეთ.
  3. იყავი მეგობრული და შრომისმოყვარე. მამაკაცისთვის ლამაზია ის, ვინც ლამაზად იქცევა.
  4. გაანდე შენს მეგობრებს, რომ დაოჯახება გინდა. ეს არ უნდა იყოს საიდუმლო (ისინიც დაგეხმარებიან ძებნაში).
  5. ფეხბურთის მატჩებზე იარე.
  6. დასაქმდი მაღაზიაში, სადაც იყიდება სათევზაო, სანადირო, სპორტული აქსესუარები.
  7. არ დასაქმდე იქ, სადაც ბევრი ქალბატონი მუშაობს.
  8. თვითმფრინავში, მატარებელში ან ავტობუსში არ მიუჯდე ქალებს - მამაკაცის გვერდით დაჯექი, თუკი თავისუფალია მის გვერდით ადგილი.
  9. იარე გამოსაშვებ საღამოებზე - იქ აუცილებლად იქნება დასაოჯახებელი ან დაქვრივებული მამაკაცი.
  10. ნუ გეშინია ლამაზ გოგონებთან ურთიერთობის - შესაძლოა, მათ ჰყავდეთ ყოფილი მამაკაცი მეგობრებში, რომელთან ურთიერთობაც დასრულდა.
  11. დროდადრო გამოიცვალე ბინა.
  12. ისწავლე ხატვა იმისათვის, რომ მოლბერტი გამოფინო გარეთ, იქ, სადაც ბევრი სტუდენტი ბიჭია.

კარგი, გავერკვიეთ, სად უნდა აღმოჩნდე და რით დაკავდე, თუმცა როგორ მივახვედროთ, რომ შენ იქ ხარ, მის გვერდით?

  1. რამეს დაეჯახე, როცა ოთახში შედიხარ, სადაც ის გეგულება.
  2. მოიშორე თავიდან სიფრთხილე და დაურეკე პირველმა.
  3. გამოიმუშავე ბევრი ფული (ეს უნივერსალური რჩევაა).
  4. ატარე ქუდები.
  5. თუკი რაიმე ნივთი გაგივარდება ხელიდან, ეს მეთოდი კვლავაც მუშაობს.
  6. დადექი კუთხეში და იტირე. დიდია იმის შანსი, რომ მოვიდეს და იკითხოს, თუ რა გჭირს.
  7. იცინე მის ხუმრობებზე.
  8. ისწავლე გემრიელი ვაშლის ღვეზელის ცხობა და მიართვი უცოლო მამაკაცებს ოფისში.
Related image

როგორ უნდა გამოიყურებოდე მისთვის მიმზიდველად?

  1. მამაკაცებს უყვართ იმაზე ფიქრი, რომ სუნამოებში ძალიან კარგად ერკვევიან - სთხოვე, გირჩიოს, თუ რომელი სუნამო მოსწონს უფრო მეტად.
  2. ივარჯიშე სასმლის დალევაში ჯერ დაქალებთან ერთად.
  3. ყოველდღიურობაში დაამატე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები - მათში უფრო სექსუალურად გამოიყურები.
  4. იმ შემთხვევაში, თუკი შენზე დაბალი არ არის.
  5. უთხარი, რომ სიმპათიურია.
  6. მოუფრთხილდი ჯანმრთელობას - მამაკაცებს არ მოსწონთ გოგონები, რომლებიც ხშირად ცივდებიან.
  7. თუკი გიხდება ფართო ზედები, მოირგე ყოველ მესამე შეხვედრაზე.
  8. არ უთხრა შენს ალერგიაზე არაფერი.
  9. თუკი რესტორანში დაგპატიჟა, არ შეუკვეთო სტეიკი.
  10. . აკონტროლე საუბარი.
  11. ხშირად გაუღიმე.
  12. ჩაიცვი თხელი კოლჰოტი.
  13. გამოიყენე საფერფლე, არ ჩააქრო თამბაქო ყავის ჭიქაში.
  14. მხრებში მოხრილი არ დაჯდე.
  15. შეინარჩუნე შენი მორალური პრინციპები.
  16. ნუ წუწუნებ - ასე ვერ გათხოვდები!
Image result for 1950s bride and groom

როგორ დაახვიოთ თავბრუ?

  1. დაანახე, რომ კარგ დროს ატარებ ყველაზე დაბალბიუჯეტურ პაემანზეც - თუმცა არ გადაამლაშო.
  2. შენს მშობლებს უთხარი, რომ გავიდნენ ოთახიდან, როცა გსტუმრობს შენი საყვარელი მამაკაცი.
  3. მოაწყვეთ ორმაგი შეხვედრები მხიარულ და ბედნიერ წყვილთან - ნახოს, თუ როგორი კარგია ცოლის ყოლა.
  4. გაუგზავნე დედამისს მისალოცი ბარათი დაბადების დღეზე.
  5. გაარკვიე დედამისთან მისი საყვარელი კერძის რეცეპტები.
  6. პირველ შეხვედრაზე უთხარი, რომ არ ფიქრობ დაოჯახებაზე.
  7. არ უთხრა, რამდენი შვილი გინდა.
  8. თუკი თევზაობა უყვარს, ისწავლე თევზის გასუფთავება.
  9. არ უთხრა, რა ღირს შენი ტანსაცმელი, ნუ იჭორავებ.
  10. არ განიხილო მასთან შენი ყოფილი.
  11. იყავი გულუბრყვილო.
  12. არ მოუყვე ბინძური ისტორიები.
Image result for 1950s bride and groom

ველური იდეები (სწორედ ასე ჰქვია)

  1. გაემგზავნე იელში.
  2. აიღე სანადირო ლიცენზია.
  3. თუკი დედა მსუქანი გყავს, უთხარი, რომ მამას ჰგავხარ; ხოლო თუკი მამაც ჭარბწონიანია, მაშინ უთხარი, რომ აყვანილი ხარ.
  4. იქირავე ბილბორდი, განათავსე ზედ შენი ფოტო და მობილურის ნომერი.
  5. დადექი ყველაზე ხალხმრავალი ქუჩის კუთხეში.
  6. იმგზავრე აეროექსპრესით.

Related image

წყარო

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ტოტო
ვაა 50 იანებსჰიც იკო მობილურიი
20:46 / 16-12-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93