თუ ამ ცხოველებიდან რომელიმე მოულოდნელად გადაგეყარათ გზაზე, ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ისინი ან კარგი ამბების მაუწყებლები არიან, ან გაფრთხილებენ რაღაცის შესახებ.
ბუ
ბუ ითვლება, რომ არის როგორც სიბრძნის სიმბოლო, ასევე მაუწყებელი რაღაც ცუდის. შეიძლება ბუებმა იმაზე მეტი იციან, ვიდრე ადამიანებმა. შეიძლება ეს იყოს როგორც გაფრთხილება კარგი ამბებისა, ასევე სიფრთხილისკენ მოწოდება. თუ გზად ბუმ გადაგიფრინათ, ეს ნიშნავს, რომ ის რაღაცაზე ღელავს და ცდილობს, ამის შესახებ შეგატყობინოთ.
ობობა
ობობებიც დაკავშირებულები არიან სიბრძნის ქალღმერთთან – ათენასთან. ისინი წმინდა არსებებად ითვლებიან, რადგან ქსელი, რასაც ისინი ქსოვენ, სიმბოლიზდება, როგორც კავშირი ადამიანებსა და ბუნებას შორის.
ობობები, ძირითადად, მაშინ გვხვდებიან ხშირად, როდესაც სამყაროს სურს რაღაცის შეხსენება. ბუებისაგან განსხვავებით, ისინი არაფერზე არ გაფრთხილებენ, არამედ გვახსენებენ.
ძველად ობობა ითვლებოდა მეგობრობის სიმბოლოდ. ძველი და არსებული მეგობრების. თუ შეგხვდებათ ობობა, მზად იყავით, რომ უახლოეს მომავალში მეგობარს ნახავთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ. ისე კი, ობობებს წარმატება მოაქვთ!
კატა
თქვენ მიდიხართ ქუჩაში, ფიქრობთ რამეზე, ამ დროს არსაიდან ჩნდება კატა და მოგყვებათ ან გეტმასნებათ. ეს ყველაფერი არ ხდება უბრალოდ. საქმე იმაშია, რომ კატა არის ინტუიციის სიმბოლო და თუ ქუჩის კატა მოგყვებათ, ეს ნიშნავს, რომ უნდა მიჰყვეთ გულისთქმას. კატის მისიაა შეგახსენოთ, რომ ენდოთ ინტუიციას.
კატა ძველბერძნული ქალღმერთის, ბასტის ასოციაციაა, ბედნიერების და სიხარულის, სიყვარულის და მხიარულების ქალღმერთია. ფრეია (სკანდინავიური ქალღმერთი ) - სიყვარულის სიმბოლოა და ქალღმერთი ბრიგიტა (კელტური მითოლოგია). კატის ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ქუჩაში აგეკიდებათ:
- თეთრი კატა: სიმბოლიზდება პირად ფრონტზე სასიამოვნო ცვლილებებთან;
- წითელი კატა: ცვლილებები და სულიერი მოგზურობა;
- შავი კატა: წარმატებისა და იღბლის სიმბოლოა.
ყვავი
ამ ჩიტებს აქვთ «ცუდი რეპუტაცია»: მათ ბნელი მაგიის წარმომადგენლად და სიკვდილის მაუწყებელ ჩიტად თვლიან. როგორც ასეთი, მათ მუდამ ცუდი ამბები მოაქვთ.
მაგრამ რეალურად, ყვავი წმინდა ჩიტად ითვლება მზის ღმერთ აპოლონისთვის. თუ დაინახავთ ყვავს, იცოდეთ, მალე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გაგემხილებათ.
ირემი
ეს საოცარი და ულამაზესი ცხოველი ქალღმერთ არტემიდას წმინდა ცხოველად ითვლება. თუ ირემს გადაეყარეთ, იცოდეთ, რომ სამყაროს თქვენი ესმის. ის გზა, დაკისრებული მოვალეობა, რაც უნდა გაიაროთ ან გასავლელი გაქვთ, გირჩევთ, მოთმინებით განვლოთ. ირემს მუდამ მაღლა უჭირავს თავი. სიკვდილის წინაც კი. ასევე თქვენც ამაყად იყურეთ წინ და თავაწეული შეხვდით პრობლემებს.
კურდღელი
ეს საყვარელი და ფუმფულა ცხოველი გაზაფხულის სიმბოლოა. დრო, როდესაც ყველაფერი ცოცხლდება. ცნობილია, რომ კურდღელი ძალიან სწრაფად მრავლდება. ამიტომ მისი ნახვა ხშირად მატებასთან არის ასოცირებული. ისინი მხიარულები არიან. ამიტომ ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებებს. და თან კურდღელი იღბლის სიმბოლოცაა.
ხვლიკი
სამყაროს ეს წარმომადგენელი თუ სადმე გადაგეყარათ, გახსოვდეთ, ხვლიკი არის სიზმრების სიმბოლო. თუ თქვენი ყურადღება მოულოდნელად მიიპყრო ხვლიკმა, ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს.
ძველი ალქიმიკოსები ხვლიკს თვლიდნენ წარმატების სიმბოლოდ. თუ ხვლიკს დაინახავდნენ სადმე, ე.ი. მათი ექსპერიმენტი წარმატებული იქნებოდა.
გველი
გველებს ძალიან ცუდი, ვიტყოდი, გადაჭარბებულად ცუდი რაპუტაცია აქვთ. მათ, როგორც წესი, აკავშირებენ ეშმაკთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ასე არაა.
გველი არის დედამიწისა და სამყაროს სიმბოლო. ასევე, ძველი რელიგიების სიმბოლოცაა. დაინახო გველი, ეს ნიშნავს - თქვენ ფლობთ რაღაც იშვიათ ძალას, რომელიც თქვენშია. უნდა მოინდომოთ და იპოვოთ ის.
გველი – ეს არის დიდი ძალისა და სიბრძნის სიმბოლო.
ჭრიჭინა
ის გვხვდება იქ, სადაც წყალია. მისი დანახვა ნიშნავს, რომ ყურადღება მივაქციოთ გარემოებას, ბუნებას და არ დაივიწყოთ, რომ თქვენ სამყაროს ნაწილი ხართ.
ჭრიჭინა - ეს არის გარდაცვლილთა სულის სიმბოლო, ნიშანი იმისა, რომ ისინი ჩვენთან არიან საჭირო დროსა და მომენტში.
ჭიამაია
მას კიდევ ეძახიან «ქალბატონ იღბალს». საოცარი მწერი არის იღბლის სიმბოლო. ყოველთვის, როდესაც დაინახავთ ჭიამაიას, თქვენს ცხოვრებაში მოხდება რაღაც კარგი.
ის არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლო!
ჭიამაიები ისე არ გვხვდება ცხოვრების გზაზე, ისინი გაფრთხილებენ, რომ არ დაკარგოთ იმედი. გაიხარეთ, როდესაც დაინახავთ მას, ის იღბლის მომტანი ნიშანია!
თათა შენგელია
წყარო