14 თებერვალი ვალენტინობის, ანუ სიყვარულის დღეა და ის ნამდვილად გვიახლოვდება. ვალენტინობა შეყვარებული ადამიანებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა. სწორედ ამ მიზეზის გამო საჩუქარი ორიგინალური და სიმბოლური უნდა იყოს.
ჩვენ შემოგთავაზებთ საჩუქრის რამდენიმე იდეას, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.
1. “მოგონებების ჩარჩო“
თითოეული ფოტო - ისტორიაა. ისინი ჩვენს მოგონებებს აცოცხლებენ და გვახსენებენ გრძნობებს, რომლებიც განვიცადეთ ოდესღაც. მოგონებების ჩარჩო ამის საუკეთესო საშუალებაა. შეგიძლიათ ამობეჭდოთ პოლაროიდის ფოტოები და ისინი ხის ჩარჩოში, თოკის საშუალებით სამაგრებით დაკიდოთ.
2. “გრძნობების ყუთი“
გრძნობები უსასრულო და უკიდეგანოა. რთულია, მათზე ისაუბრო, მაგრამ „გრძნობების ყუთი“ ნამდვილად დაგეხმარებათ. აიღეთ ფერადი ფურცლები, რომლებსაც დაჭრით პატარა ნაწილებად. ეს ნაწილები გაანაწილეთ და თითოზე კალმით დაწერეთ ერთი გრნობა ან წინადადება, შემდეგ კი ის ჩადეთ ყუთში. ეცადეთ, ყუთი კრეატიულად გააფორმოთ.
3. ტკბილეულის ნაკრები
ტკბილეული ვალენტინობის განუყოფელი ნაწილია. სიყვარული უშუალოდ არის დაკავშირებული სიტკბოსთან და სითბოსთან. ის ნებისმიერი ადამიანის სასურველი საჩუქარია, მაგრამ ვალენტინობის დღეს კარგია, თუ ორიგინალურად შეფუთავთ. ფერადი კალათა, ბაფთები და ფუმფულა სათამაშო ნამდვილად დაგეხმარებათ.
4. რომანტიკული საღამო ულამაზესი ხედით
აარჩიეთ მყუდრო ადგილი, რომელსაც ულამაზესი ხედი ექნება. წითელი ღვინო და სურნელოვანი სანთლები კი ნამდვილად მოუხდება მსგავს საღამოს.
5. აჩუქეთ დაუვიწყარი მოგზაურობა თქვენთან ერთად
მოგზაურობა ყოველთვის კარგი იდეაა, განსაკუთრებით, შენს ვალენტინთან ერთად. აარჩიეთ საინტერესო ადგილი და რაც მთავარია, არ იყოთ ბანალურები და არჩევანი მხოლოდ პარიზზე არ შეაჩეროთ.
6. სუნამო
სუნამო ქალისა და მამაკაცის საუკეთესო მეგობარია. არსებობს უამრავი სახეობისა და არომატის, მაგრამ მთავარია, სწორად აარჩიოთ ის. კარგი იქნება, თუ სიმბოლურ სუნამოს აარჩევთ და ორიგინალურად შეფუთავთ.
7. საათი თქვენი დიზაინით
საათი საუკეთესო აქსესუარი და საჩუქარია. აარჩიეთ კომპანია, რომელიც თქვენი დიზაინით დაგიმზადებთ მას.
იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ საჩუქრის შერჩევაში და ვალენტინობის დღეს განსაკუთრებულად შეხვდებით.
ნია გაბუნია