ბლოგი

ვინ იყო სინამდვილეში წმინდა ვალენტინი და ვინ იყო ქალი, რომელიც მას დილეგში ყოფნისას შეუყვარდა

ვინ იყო სინამდვილეში წმინდა ვალენტინი და ვინ იყო ქალი, რომელიც მას დილეგში ყოფნისას შეუყვარდა
ვინ იყო წმინდა ვალენტინი და რას ემსახურებოდა რეალურად - ამ კონკრეტულ საკითხზე უამრავი გასხვავებული მოსაზრება და ჩანაწერი არსებობს, თუმცა, საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოს საზოგადოება თანხმდება, რომ 14 თებერვალი, ანუ "ვალენტინობა", იგივე "სიყვარულის დღე", მასშტაბურად აღინიშნება ყოველწლიურად და უდიდეს როლს თამაშობს.

ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა.

ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს მტკიცედ სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც საყვარელი ქალი,
უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა.



სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა, წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.

მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული (გადმოცემის მიხ. მასაც იგივე დაავადება სჭირდა).

როგორც დღესასწაული, ვალენტინობა ევროპაში XIII საუკუნიდან, ამერიკაში 1777 წლიდან, ხოლო საქართველოში - 90-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება.

წმიდა ვალენტინის ხსენების დღეს კათოლიკური ეკლესია 14 თებერვალს აღნიშნავს, აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია კი – ძველი სტილით 30 ივლისსა და ახალი სტილით 12 აგვისტოს. ვალენტინი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი პირველი მოწამეა, კათოლიკები კი მას ვალენტინ იტალიელსაც უწოდებენ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93