რა ინფორმაციას ვფლობთ ძველი ეგვიპტის შესახებ? კლეოპატრა, პაპირუსი, პირამიდები, მუმიები და...
ზოგადად, უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები ექსპერიმენტებს არ ერიდებოდნენ. წარმოგიდგენთ უცნაურ ნივთებს, რომლებიც ეგვიპტელებს აღაგზნებდათ.
სამარხებზე მსგავსი გამოსახულებები მრავლად იყო...
იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც მწირი ინფორმაცია აქვთ ძველი ეგვიპტის შესახებ, ალბათ, იციან, რომ ეგვიპტელთა რწმენის თავისებურება შემდეგშია: მათ სიკვდილის შემდეგ არსებობის და ცხოვრების გაგრძელების სწამთ.
აქედან ჩანს, რომ ძველ ეგვიპტელებს არ სურდათ, უარი ეთქვათ სიამოვნებაზე, რომელიც მიაჩნდათ, რომ მომავალში ელოდათ.
მდიდარ და პატივსაცემ ეგვიპტელებს შეეძლოთ მიცვალებულისთვის ჩაეყოლებინათ არა მხოლოდ საკვები, სასმელები და ნივთები, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში ეკუთვნოდა, არამედ მსახურებიც, ცხენებიც და... ხელოვნური პენისები და ფიტულები.
დიახ, სამარხებში ნაპოვნი იყო დილდოს მსგავსი ფორმის ნივთები.
ეგვიპტელების აზრით, გარდაცვლილს ეს ყოველივე შემდგომ პერიოდში დასჭირდებოდა, სადაც სქესობრივი კავშირის დამყარება შეეძლებოდა.
ლოტუსის ღვინო
რომანტიკულად ჩაგესმათ, არა? ეგვიპტელებს უყვარდათ დასვენება და დამატებით სტიმულატორებზეც არ ამბობდნენ უარს. მაგ: როგორებიცაა ალკოჰოლი, კოკაინი და მარიხუანა.
ასევე, არსებობდა ლურჯი წყლის ყვავილი, რომელიც უმეტესად ცნობილია, როგორც "ლურჯი ლოტუსი".
მან დიდი როლი ითამაშა ეგვიპტურ კულტურაში, კერძოდ, იმ კუთხით, რომ როგორც სამედიცინო, ისე კოსმეტიკური საშუალებებისთვის გამოიყენებოდა. ცხადია, მას სხვა დანიშნულებაც ჰქონდა...
ლურჯ ლოტუსზე დამზადებული ღვინო აპომორფინსა და ნუციფერინს შეიცავდა, რაც ეგვიპტელებს აღგზნებაში ეხმარებოდათ.
გარდა ამისა, ჰალუცინოგენური ეფექტიც გააჩნდა. ეს გახლავთ პაპირუსზე აღწერილი ურთიერთობა, ძველი ეგვიპტელების ისტორიიდან, რომელზეც რიტუალში მონაწილე ქალებს შენიშნავთ. თუ დააკვირდებით, თმასთან ლოტუსის ყვავილებს შენიშნავთ.
ძველებური ფალოიმიტატორები აქლემის განავლისგან
მსგავსი ნივთები ოქროსგანაც კი მზადდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ძველ ეგვიპტელებს ფანტაზია არ ღალატობდათ. როგორც აღმოჩნდა, აქლემის განავალი დრეკადი და დამყოლი ყოფილა, რაც სასურველი ფორმის შექმნაში ეხმარებოდათ, შემდეგ კი სხვადასხვა მასალით ფარავდნენ, რომ გამყარებულიყო.
კლეოპატრას ფუტკრები
იულიუს კეისართან არსებული ურთიერთობის გარდა, კლეოპატრას ცხოვრებაში სხვა ურთიერთობებიც მრავლად იყო. ამასთანავე, სხვა გზებიც იპოვა, რათა თავი დაეკმაყოფილებინა.
არ ვიცით, რომაელებმა გამოიგონეს კლეოპატრას ეს საქციელი თუ ნამდვილად ასე მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ისტორიას შემდეგი რამ შემორჩა: მათი თქმით, ეგვიპტის დედოფალმა გოგრა მოზუზუნე, გააფთრებული ფუტკრებით აავსო და გამოიყენა ისე, როგორც ვიბრატორი. თუნდაც სიმართლეს შეესაბამებოდეს, ჩვენ ნამდვილად არ გირჩევთ, რომ მსგავსი რამ გაიმეოროთ.
ზეითუნის ზეთი
ალბათ, არ გაგიჭირდებათ იმის გამოცნობა, თუ რაში შეიძლება დასჭირვებოდათ. სხვა კულტურისგან განსხვავებით, ეგვიპტური კულტურა არ უარყოფდა ერთსქესიანთა ურთიერთობებს, რაც ამ ფოტოდანაც ჩანს.
საჭმელი
ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ გარკვეული ტიპის საკვებს ადამიანში ვნების აღძვრა შეეძლო.
მათ შორის იყო: ბროწეული და ხახვი. ამგვარად, მღვდელმსახურებს ეკრძალებოდათ ამ და სხვა მსგავსი ეფექტის მქონე პროდუქტების ჭამა, რათა უნებლიე ცდუნებას უკეთ შეწინააღმდეგებოდნენ. ძველი ეგვიპტელები ზოგჯერ მსგავსი ეფექტის მისაღებად სპეციფიკურ წვენებსაც ამზადებდნენ.
ოქროს დილდო
იულიუს კეისარს არ სურდა, რომ მშვენიერ კლეოპატრას მოეწყინა და მისი არყოფნა განეცადა. ამიტომ, მას ოქროს დილდო აჩუქა.