ბლოგი

20 რჩევა, თუ როგორ დავიტანჯოთ სწორად, უბედური სიყვარულით (თათას ბლოგი)

20 რჩევა, თუ როგორ დავიტანჯოთ სწორად, უბედური სიყვარულით (თათას ბლოგი)

1. აარჩიეთ სიყვარულის ობიექტი, ანუ ადამიანი თქვენი ორიენტაციის მიხედვით.
2. ეს ყველაფერი უნდა დაიწყოთ პარასკევ საღამოს, 8 საათზე. წამოწექით ლოგინზე. ამ უაზრო წოლამ უნდა გასტანოს 60 წუთი. თუ ოჯახის წევრი დაინტერესდა, რა გჭირთ, ნამტირალევი ხმით უპასუხეთ: ''არაფერი არ ხდება! დამანებეთ თავი! თუ არავინ დაინტერესდა, ვინმე რომ ჩაივლის ოთახთან, მაშინ წამოიძახეთ.
3. თქვენ წევხართ. ახლა უნდა იფიქროთ არჩეულ ობიექტზე. ფიქრი აუცილებელია რიგითობის მიხედვით:

  • რა მშვენიერია სიყვარულის ობიექტი;
  • რა მიუღწეველია სიყვარულის ობიექტი;
  • რა მშვენიერია
    და მიუღწეველია სიყვარულის ობიექტი;
  • რა მშვენიერი და მიუწვდომელია იგი.

4. ახლა ჩაუღრმავდით და იფიქრეთ შემდეგზე:

  • არავის აქვს ასეთი ღიმილი;
  • არავის აქვს ასეთი ხმა.
აქცენტი გააკეთეთ ''არავის აქვს ასეთი-ზე".

5. უფრო ჩაუღრმავდით ობიექტს. ფიქრებში შემოიტანეთ თემა: არასდროს, ვერასდროს, შეუძლებელია. იფიქრეთ, რაოდენ სამწუხაროა, რომ მასთან ერთად ვერ დაბერდებით, რომ მასთან ერთად არასდროს იქნებით.
6. ამ არასდროს და შეუძლებელია-ზე იფიქრეთ 5 წუთი. წარმოიდგინეთ მარტოხელა სიბერე, არახდენილი ოცნებები.
7. იქვითინეთ ჩუმად. დაიკბინეთ მუშტები. ამ ყველაფერს დაამატეთ ტრაგიკული სიჩუმე და მერე ცოტა ხანი შეისვენეთ.
8. დაწექით ზურგზე, ისე, რომ ცრემლები ჩაგივიდეთ ყურებში. ტუჩების სიმწრით დაკბენა ჯერ არ გინდათ.
10. შესვენება. წამოდექით, შედით აბაზანაში და სახეზე შეისხით ცივი წყალი, ცხვირი მოიწმინდეთ ხმამაღლა და სარკეში ჩაიხედეთ, ცხვირი უნდა იყოს გაბუშტული და წითელი. თუ ასე არაა, ესე იგი, რაღაცას ვერ აკეთებთ სწორად.


11. დაბრუნდით საქვითინო ადგილას. დაწექით თავისუფალ პოზაში და იფიქრეთ მასზე 6 წუთი.
12. ზუსტად 12.00-ზე ჩართეთ კომპიუტერი და მთლიან დესკტოპზე გამოიტანეთ მისი ფოტო, მის სახესთან მიიტანეთ მაუსის კურსორი და ნაზად შემოავლეთ წარბებზე, ტუჩებზე, ნიკაპზე, კისერზე. პარალელურად, ჩართეთ საყვარელი მელოდია და იმეორეთ: ''არასდროს'', "ვერასდროს'', "ეს შეუძლებელია''!!
13. შესვენება ჩაიზე და მოსაფსმელად.
14. გამორთეთ მისი ფოტო, მუსიკა დატოვეთ, შეგიძლიათ ცოტა ხმას აუწიოთ კიდეც, გადაწექით სავარძელზე, თავი გადააგდეთ და თვალები დახუჭეთ. წარმოიდგინეთ საყვარელი ადამიანი სხვადასხვა პოზაში და ცხოვრებისეულ სიტუაციაში თქვენთან ერთად.
15. შეკრთით! გაახილეთ თვალი, მოავლეთ ოთახს შეშლილი მზერა მთელ პერიმეტრზე, გააცნობიერეთ, რომ ობიექტი არ იმყოფება თქვენთან და არც არასდროს იქნება. აქვითინდით 40 წუთი.
16. შესვენება მოსაფსმელად და ყავის მოსადუღებლად.
17. შედით სოცქსელში მის გვერდზე, დაათვალიერეთ ყველა ფოტო, წაიკითხეთ ყველა კომენტარი. თქვენ არ დაალაიქოთ არასდროს და არც ერთი! გახსოვდეთ, მან არამც და ვერამც ვერ უნდა იეჭვოს თქვენი გრძნობების შესახებ. ამოიწერეთ აქტიური ლაიქებისა და კომენტარების ავტორები. შემდეგი ოთხი საათი შეისწავლეთ ისინი.
18. რომანტიკული მელოდია ჩაანაცვლეთ ტრაგიკულით.
19. დილის 5 საათია, უკვე დაძინებაც შეიძლება. ბოლო თვალის შევლება მის ფოტოზე. არ დაგავიწყდეთ სიტყვები: ''არასდროს'', "ვერასდროს", "ოჰ, ეს წარმოუდგენელია'' და დაიძინეთ.
20. შუალედებში გამოიღვიძეთ, ამოიგმინეთ და გააგრძელეთ ძილი.
გაიმეორეთ შემდეგი ერთი კვირა, შედეგი გარანტირებულია.

P.S.  სულ მუდმივად უსმინეთ ''იმ'' მელოდიას და როგორც კი საშუალება მოგეცემათ, დაემხეთ ბალიშზე და იტირეთ.

წარმატებები!

თათა შენგელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93