ბლოგი

სიცილიელი პატარძალი: ის არ დანებდა გატაცებისა და გაუპატიურების შემდეგაც

სიცილიელი პატარძალი: ის არ დანებდა გატაცებისა და გაუპატიურების შემდეგაც
რა ვიცით სიცილიაზე? დაუნდობელი მაფია, მწველი მზე, ძლიერი ღვინო... დღესდღეობით მაფიას პოლიცია გაუსწორდა და "ნათლიმამების" უმეტესობა ციხეშია. სიცილიელი საზოგადოება კი პროგრესულად ითვლება და რთული დასაჯერებელია, რომ ნახევარი საუკუნის უკან ბარბაროსული კანონები მოქმედებდა.

ფერმერის ქალიშვილი და ტყვე სიძე

ახალგაზრდა ლამაზმანი ფრანჩესკა ვიოლა ალკამოს ქალაქში ცხოვრობდა, სიცილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. დღეს ეს პოპულარული ტურისტული ადგილია, მაგრამ 50 წლის წინ აქ ვენახები და გლეხების ქოხები იყო გაშენებული. სწორედ ფერმერის გოგონა იყო ფრანჩესკაც.
როცა გოგონას 15 წელი შეუსრულდა, დანიშნეს 23 წლის ბიჭზე,
ფილიპო მელოდიაზე. იმ პერიოდში ადრეული ქორწინება არ ითვლებოდა უჩვეულოდ და ოჯახიც არ იყო წინააღმდეგი, ვინაიდან ფილიპო "კარგი ოჯახიდან" იყო - ადგილობრივი მაფიის ხელმძღვანელის დისშვილი გახლდათ.
მართალია, ფილიპო ქურდობის გამო ციხეში ჩასვეს, ხოლო ფრანჩესკას მამამ გადაწყვიტა ნიშნობის გაუქმება. გოგონა, გადაწყვიტეს, სხვა ბიჭზე გაეთხოვებინათ, რომელიც საბედნიეროდ, მაფიასთან კავშირში არ იყო. თითქოს ყველაფერი დალაგდა, თუმცა ორი წლის თავზე ფილიპო გამოვიდა ციხიდან და იმ დღიდან ფრანჩესკას ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა.

მოტაცება

ასეთი ადამიანები, როგორიც ფილიპო იყო, უარს არ იღებენ. როგორც კი გაიგო, რომ გოგონა სხვაზე უნდა გათხოვილიყო, მისი დაბრუნება გადაწყვიტა. თავიდან ხშირად ესაუბრებოდა, შემდეგ კი მუქარაზე გადავიდა. "იცოდე, თავს გაგიხვრეტ ჩემი იარაღით!" - დაჰპირდა ყოფილ საცოლეს.
ერთ ზამთრის დილასაც, შობის მეორე დღეს, ფილიპო 12 შეიარაღებულ მეგობართან ერთად თავს დაესხა გოგონას ოჯახს. დედას სასტიკად გაუსწორდნენ ცემით, ხოლო ფრანჩესკა მოიტაცეს.
გოგონა ქალაქგარეთ სახლში წაიყვანეს, სადაც ფილიპოს და და მეუღლე ცხოვრობდნენ და იქ ჩაკეტეს. რვა დღის განმავლობაში ფრანჩესკას აუპატიურებდნენ გამტაცებლები, იმის იძულებით, რომ დათანხმებოდა გათხოვებას. მას არწმუნებდნენ, რომ "შერცხვენილი" გააგრძელებდა დარჩენილ ცხოვრებას.
ისეთ ადგილებში, როგორიც სიცილია იყო, გაუპატიურებას აბრალებდნენ აუცილებლად მსხვერპლს. დახმარების სანაცვლოდ კი მთელმა სოფელმა ზურგი აქცია გოგონას. ერთადერთი საშუალება კარგი სახელის დასაბრუნებლად მოძალადეზე გათხოვება იყო.

გათავისუფლება და სასამართლო

გათავისუფლების შემდეგ ფრანჩესკამ უეცრად განაცხადა, რომ ცოლად არ გაჰყვებოდა მას, ვინც გააუპატიურა; მეტიც, უჩივლებდა სასამართლოში! იმ დროს გაუპატიურება არ ითვლებოდა პიროვნების მიმართ დანაშაულად, ხოლო ქალი, რომელიც გათხოვებამდე დაკარგავდა ქალიშვილობას, ითვლებოდა donna svergognata-დ - უსირცხვილოდ, უნამუსო ქალად.
თუმცა ფრანჩესკა არ შეუშინდა საზოგადოების განხილვას, სიტყვა შეასრულა და უჩივლა მოძალადეებს. მანამ, სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ოჯახს მუდამ ემუქრებოდნენ, ერთხელ ვენახიც კი გადაუწვეს.
საქმე მივიდა ცენტრალურ გაზეთებამდე და უშუალოდ პარლამენტამდეც. კონსერვატიული ჩრდილოეთის საზოგადოებრივი შეხედულება შეეჯახა ქვეყნის რეალურ წესებს. ფილიპოს ადვოკატები არწმუნებდნენ სასამართლოს, რომ ფრანჩესკა არ მოუტაცებიათ და თავისი სურვილით უნდოდა მისი ცოლობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფილიპოს 10 წელი მიუსაჯეს.

შემდგომი ცხოვრება

ფრანჩესკა ამის შემდეგ გაქრა გაზეთების სათაურებიდან. შესაბამისად, მის ცხოვრებაზე ცოტა რამ ვიცით. ცნობილია, რომ რამდენიმე წელიწადში ცოლად გაჰყვა ჯუზეპე რუისს. მისი მეუღლე არ მალავდა შიშში ცხოვრებას და იმაზე ფიქრში, თუ რას გააკეთებდა ფილიპო 10 წლის გასვლის შემდეგ, თუმცა ამბობდა, რომ „უმჯობესია, შენთან ვიცხოვრო 10 წელი, ვიდრე მთელი ცხოვრება სხვა ქალთან“.
1976 წელს ფილიპოს პატიმრობის ვადა გაუვიდა, თუმცა ფრანჩესკას ოჯახს აღარ მიჰკარებია. ის დაუბრუნდა თავის ცხოვრებას და ორ წელიწადში ჩაცხრილეს საქმის გარჩევისას.
ფრანჩესკას ისტორიამ ბევრი რამ შეცვალა იტალიურ საზოგადოებაში. ყველაზე მიყრუებულ კუთხეებშიც კი სიცილიის მასშტაბით, აღარ აიძულებდნენ მოძალადეებზე თავიანთ ქალიშვილებს გათხოვებას. მოსამართლეები და პოლიცია ყურადღებით მოეკიდა ასეთ საკითხებს და საშინელი პრაქტიკაც გაქრა.
ასეთი ცხოვრებისეული გამოცდის შემდეგ იტალიის პრეზიდენტმა ფრანჩესკა დააჯილდოვა „იტალიური რესპუბლიკის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის“ ორდენით. ამჟამად მისი ოჯახი კვლავ ალკამოში ცხოვრობს. ფრანჩესკას ორი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს.
რთული წარმოსადგენია, როგორ აეწყობოდა ფრანჩესკას ცხოვრება, ფილიპოს მუქარას რომ დასთანხმებოდა, მაგრამ მან მოახერხა და მოიპოვა ომის შედეგად ნანატრი თავისუფლება და დაეხმარა ათასობით ასეთ „მოტაცებულ პატარძალს“.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93