ბლოგი

რას ვუყუროთ, წავიკითხოთ და მოვუსმინოთ კარანტინისა და თვითიზოლაციის დროს

რას ვუყუროთ, წავიკითხოთ და მოვუსმინოთ კარანტინისა და თვითიზოლაციის დროს
მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია გარკვეულ რეგულაციებს აწესებს თავშეყრის ადგილებში ადამიანების შეკრებებზე; მოუწოდებს სახელმწიფოებს, გასცენ რჩევები სახლში თვითიზოლაციის საკითხებზე და ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრისგან თავის შეკავების თაობაზე. ეს სტატია განკუთვნილია მათთვის, ვინც მაქსიმალურად შეიზღუდა ხალხში გასვლა: მოიმარაგეთ ფილმები, ტელესერიალები და პოდკასტები, ელექტრონული წიგნები, ზოგადად წიგნები, ჟურნალები და მსგავსი რესურსები, დროის საინტერესოდ გასატარებლად.
Картинки по запросу

ფილმები და სერიალები

  • მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით კინოთეატრები განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, სასურველია მაინც უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინპლატფორმებს. მით უმეტეს, რომ ვებგვერდები განახლებადია და მუდმივად
    ემატება ახალი გახმოვანებული ფილმები, ხოლო თუკი სერიალების მოყვარული ხართ, Netflix-ი საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. საიტს ტელე-სერიალ "Elite"-ს მესამე სეზონი დაემატა, მანამდე კი შეგიძლიათ წინამორბედ სეზონებს ჩაუჯდეთ, 27 მარტიდან კი კინოეკრანებზე "Ozark"-ი გამოვა. სიახლეებში მშვენიერი რიზ უიზერსპუნის მონაწილეობით ტელესერიალი " Little Fires Everywhere" მოხვდა, ხოლო კერი ვაშინგტონი "Hillary"-ში თამაშით მოგვაწონებს თავს, რომელიც Amazon Prime-ზე გავა. 27 მარტიდან იწყება მოდური რეალითი-შოუ Making The Cut, რომელსაც ჰაიდი ქლუმი და ტიმ განი წაიყვანენ.

Картинки по запросу

ლექციები, პოდკასტები, ონლაინკურსები

  • თუკი ინგლისური ენის გაუმჯობესება გადაწყვიტეთ, უნდა მიმართოთ ისეთ პოდკასტებს, როგორებიცაა: The BoF Podcast, Fashion No Filter და Oh Boy by Man Repeller. ურთიერთობების დახვეწის თვალსაზრისით კი საინტერესოა The Receipts Podcast და Modern Love. ხელოვნების კუთხით განვითარებისთვის საინტერესოა The Art Angle, The Art Newspaper Weekly, e-flux და Bow Down: Women In Art პოდკასტები. ეს ყველაფერი კარანტინის შემდეგ ხასიათშიც გაგიჯდებათ, ახალი უნარები კი ყოველთვის საინტერესოა. მოდის მიმდევართათვის სასიამოვნო სიახლეა, ბრენდი Dior-ი თავის პოდკასტს ჩაუშვებს მარტიდან, რომელსაც ლონდონში ცნობილი მხატვარი და ისტორიკოსი კეტი ჰესელი წაიყვანს. Dior Talks-ის ფარგლებში სტუდიაში მოიწვევს მხატვრებს, მოდის სახლის მეგობრებსა და მარია გრაცია კიურის იდეების გამზიარებლებს, განხილული იქნება აქტუალური თემები ფემინიზმის კუთხით. პირველი გამოშვების სტუმარი კეტის სტუდიაში მარია გრაცია და ამერიკელი მხატვარი ჯუდი ჩიკაგო იქნებიან.

Картинки по запросу

წიგნები

  • დისციპლინისადმი სიყვარულის ინსპირაცია ჟიზელ ბიუნდჰენის წიგნებში შეგიძლიათ ნახოთ, სახელწოდებით "გოგონა Dior"-ში. დაუბრუნდით კლასიკურ ნაწარმოებებს, როგორიც არის "დეკამერონი" ჯოვანი ბოკაჩოსგან. ჩაუჯექით ყველა წიგნს, რომელიც "შემდეგისთვის" გქონდათ გადადებული.

Картинки по запросу

ჟურნალები

  • ძალიან ბევრი ჟურნალი იყიდება ყველა გემოვნების ადამიანისთვის, ვინაიდან წიგნის მაღაზიები ჯერ კიდევ განაგრძობს მუშაობას. მოიმარაგეთ გემოვნების მიხედვით ჟურნალები, ეს იქნება მოდაზე, ინტერიერის დაგეგმავზე, სასიყვარულო ფსიქოლოგიური საკითხავი რჩევებით, ზოდიაქოს ნიშნებზე. არჩევანი საკმაოდ დიდია. ასე რომ, ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის მარტივად მოიძებნება გამოსავალი.

Картинки по запросу

ხელოვნება ონლაინ

  • ინტერნეტპლატფორმა Google Arts & Culture, რომელიც 2011-ში დაფუძნდა, 1200 წამყვან მუზეუმსა და არქივზე წვდომის საშუალებას გაძლევთ, ისეთ სპეცმასალებზე, როგორიცაა შრიფტების შექმნა, მეცნიერი-ქალების ისტორიები წარსულიდან. აქვეა ამსტერდამის რეიკსმუზეუმის ონლაინგამოფენები, დოფი ტოიბერ-არპის ნამუშევრები და სხვა საინტერესო "ექსკურსიები".

Картинки по запросу

ონლაინსპექტაკლები

  • თუკი სპექტაკლების მოყვარული ხართ, youtube-არხი იძლევა ბევრი სპექტაკლის თქვენთვის სასურველ ენაზე ნახვის საშუალებას. კომფორტულად მოკალათდით და ისიამოვნეთ ხელოვნების მშვენიერი ნამუშევრებით.
Картинки по запросу
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93