ბლოგი

როგორ შევქმნათ და ვიპოვოთ ჩვენი ინდივიდუალური სტილი - ნეტო ბენდელიანის ბლოგი (ფოტო)

როგორ შევქმნათ და ვიპოვოთ ჩვენი ინდივიდუალური სტილი - ნეტო ბენდელიანის ბლოგი (ფოტო)
მოდის განვითარება ისეთი სიჩქარით მიმდინარეობს ძნელი არის სიახლეებისთვის ფეხის აწყობა. თუმცა, თანამედროვე მოდა, ადამიანს აძლევს შესაძლებლობებს შექმნას თავისი სტილი და გამოხატოს თავისი ,,მე “. დღეისათვის მოდა რადიკალურ ცვლილებებს გადის… მე ძალიან მომწონს ეს ცვლილებები და მისაღები არის ჩემთვის, უპირატესობას ვანიჭებ ინდივიდუალურ მოდას. ის მკვეთრად გამოხატავს ქალის, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის სახეს.

ყურაღება გამახვილებული უნდა იყოს კომფორტზე და იმაზე, თუ რა არის თქვენთვის სასურველი. უნ
და ვეძიოთ ახალი კომბინაციები და არ შეგვეშინდეს თამამი ექსპერიმენტების. ჩემთვის არ არსებოსბს ,,წესები” და ვამატებ ჩემს სტილს, ჩემს მიერ არჩეულ ტანსაცმელს. ინდივიდუალური შეხამების გადაწყვეტილებები ანიჭებს სტილს თამაშს და ხდება საინტერესო.



თუ ადრე აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო კლასიკური მოდის ტენდეციები, დღეს შეგვიძლია თვალი ვადევნოთ კლასიკური მოდის განვითარებას, მაგრამ დამოუკიდებლად შევქმნათ ჩვენი სტილი. უნდა დავიცვათ ბალანსი, ავირჩიოთ ისეთი ელემენტები, რომლებიც გამოიყენება ელეგანტურად, მაგრამ ასევე არის კომფორტული, ეს იქნება საინტერესო და არაჩვეულებრივი და არა მოსაწყენი და ერთფეროვანი. შეგვიძლია შევქმნათ ტრენდული სამოსი,  ტრენდებისაგან, ანუ ტრენდი, ყველასათვის ყველაზე ჩვეულებრივი ტანსაცმელი და ამასთან, სწორი პერანგითა და შარვლით, აშკარად ქმნის შერწყმის სწორ სტილს და არის მოდური.

რეტრო – ყველაზე მოდური სტილი, რომელიც ნამდვილად არის აფეთქება წარსულიდან, ფლაპერიანი კაბებით დამთავრებული სამოსით და რეტრო საცურაო კოსტიუმებით …ე.წ. ბურჟუაზიულ სტილს ჩვენ შეგვიძლია შევუთანხმოთ ჩვეულებრივი სტილი…

დამზადებული ყველა კომფორტისაგან. არ არის აუცილებელი სტილი შეიცავდეს სრულყოფილ დეტალებს. ტანსაცმელი ასახავს ზოგადად შინაგან მდგომარეობას და ვეცადოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში შევიტანოთ რამდენიმე ნათელი ფერი…


ფერებში საჭირო არის დამოუკიდებელი არჩევანი და არა დანახული სიჭრელის განმეორება. ქალის ყოველდღიური ტანსაცმელი  ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, დაპრესილი და კარგად მორგებული. თანამედროვე და დამოუკიდებელი ცხოვრების თანამგზავრი არის სპორტი. სპორტულ ხაზს ძალიან აქტიურად ეხმაურება თანამედროვე მოდა. აქაც არჩევანი დიდი არის, შეგვიძლია ავირჩიოთ სპორტული და მსუბუქი sandals და თამამად გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქტუალური არის პატარა ჩანთები სხვადასვა მხრის მხარეზე cluters და მინი backpaks. ასევე დიდი ზომის ჩანთები… მთავარი არის თქვეენი გადაწყვეტილება, რომელი შევუსბამოთ არჩეულ სტილს.  მოთხოვნადი და ტრენდული არის ტყავის მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები.


გამოვარჩევ ტყავის ხელთათამანს, რომელიც ძალიან მომწონს და აქტიურად მოვიხმარ. არჩევანი ფეხსაცმელზეც დამოკიდებული არის თქვენს ფანტაზიაზე, თუ როგორი სიგრძის გინდათ გამოჩნდეს თქვენი ფეხი და ლამაზად დაასრულოს თქვენი შერჩეული სტილი. სასურველი ფეხსაცმელი იყოს ფერადი, რაც მყარად გამოხატავს თვითდაჯერებულობის მდგომარეობას.მოდაში არის გაბედული ფერის ჩრდილები … აუციელებელი არის ყურადღება მივაქციოთ , თუ როგორ ავურევთ ტანსაცმელს, როგორ ვმოძრაობთ, როგორ გავხნით ჩანთას… მსგავს პატარა დეტალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაც ერთიანად ქმნის მოდის ინდივივიდუალიზმს.


ჩვენ შეგვიზლია ვატაროთ ტანსაცმელი ბრენდად, ან ბრენდების გარეშე. პირადი სტილის დაუფლება შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში. ზოგი მოდის მოყვარული ახერხებს საკუთარი სტილის დაწყებას ადრეულ ასაკში, ინარჩუნებს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მარტივად უთავსებს მსოფლიოს ცვალებად ტენდეციებს. ზოგისთვის ეს უფრო რთულია და მისთვის ეს ექსპერიმენტული პროცესია. ამ პროცესში მთავარი არის ვეძიოთ და აღმოვაჩნოთ მხოლოდ და მხოლოდ ის სწორი ხაზები, რომელიც გამოხატავს ჩვენს ინდიივიდუალიზმს და ჩვენს ,, მე” ს და ვატაროთ ჩვენივე შექმნილი სტილი.



ნეტო ბენდელიანი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93