პანიკამ მთელ მსოფლიოში აიძულა ადამიანები, გაეკეთებინათ პროდუქტების მარაგი. საქართველოში გაყიდვებით ლიდერობს ტუალეტის ქაღალდი და წიწიბურა. მოდით, ვნახოთ, რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში:
აშშ
ამერიკელებისთვის დამახასიათებელია ჰიპერმარკეტებიდან სავსე კალათებით გამოსვლა. მაღაზიათა ქსელ Morton Williams-ის ხელმძღვანელი ორლანდო ოლავი ტელეარხ CBS-ში ჰყვება, რომ მისი შემოსავალი კორონავირუსის დროს 10%-ით გაიზარდა. მისი თქმით, ყველაზე ხშირად ყიდულობენ წყალს, კონსერვირებულ სუპებს, კონსერვებს. მაგალითად, თინუსის კონსერვს.
ჩინეთი
ჩინეთი პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის ეპიდემია დაფიქსირდა. ჩინეთში 8-ჯერ გაიზარდა ხახვის, ნივრისა და ჯანჯაფილის გაყიდვები. ჩინელებში გავრცელდა ჭორი, რომ ამ პროდუქტების ნაკრები ვირუსისგან იცავს. გაყიდვებში ასევე ლიდერობს სწრაფად მოსამზადებელი პროდუქცია (ლაფშა, წვნიანი). მეორე ადგილზეა სოიოს ხაჭო ტოფუ.
უკრაინა
უკრაინაში ყველაზე გაყიდვადია წიწიბურა და ბოსტნეული (ბორშის მასალა).
დიდი ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთში კონსერვების და კონსერვირებული სუპების დეფიციტი შეიქმნა.
გერმანია
გერმანელებმაც, სხვა ევროპელების მსგავსად, უპირატესობა კონსერვებს მიანიჭეს. მათ ქვეყანაში თითქმის ყველაფერი იყიდება ამ სახით. დიახ, დაკონსერვებული ძეხვიც კი.
იტალია
რა თქმა უნდა, იტალიელებმა თავიანთი საყვარელი კერძი შეიძინეს პირველ რიგში - მაკარონები. ასევე, ისინი სახლში აცხობენ კექსს და ტირამისუს.
საფრანგეთი
ფრანგები პროდუქტებთან ერთად დიდი რაოდენობით ფქვილს ყიდულობენ.
წყარო: cosmopolitan