დაკეტილი მაღაზიები, შეჩერებული სასწავლო პროცესი, პირბადეები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცია - ის, რაც ახლა ხდება, მსოფლიომ უკვე გამოსცადა 1918 წელს, როდესაც ე.წ. ესპანურმა გრიპმა, „ისპანკამ“ იფეთქა.
უცნაურია, მაგრამ 100 წლის შემდეგ "ესპანური ვირუსისგან" განსხვავებულ ვირუსს იმავე მეთოდებით ვებრძვით.
პანდემიები ყოველ 30-40 წელიწადში მეორდება. ექსპერტები აფრთხილებენ ხელისუფლებებს, ჯანდაცვის სისტემებს, რომ მზად უნდა შეხვდნენ გამოწვევას, თუმცა მსოფლიო ისეთივე მოუმზადებელი აღმოჩნდა ახალი პანდემიისთვის, როგორც 100 წლის წინ იყო.
Insider.com ისტორიკოსებზე დაყრდნობით აქვეყნებს იმ მსგავსებებს და საერთო მახასიათებლებს, რომლებიც ესპანურ გრიპსა და კორონავირუსს შორისაა.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
დალაქი ოჰაიოდან, რომელიც წვერს პარსავს მამაკაცს, თავდაცვის მიზნით კი პირბადე უკეთია</div>
სკოლების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, მაღაზიების დახურვა
1918 წელს მსოფლიოში ბევრი სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა. ასეა დღესაც, თუმცა ჩვენს დროში მოსწავლეების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად გააგრძელოს სწავლა. წარსულში, ცხადია, ასე არ იყო. როგორც "ინსაიდერი" წერს, სკოლების დახურვას მაშინ დიდი პროტესტი მოჰყვა.
ნიუიორკელი მბეჭდავი სამუშაო მაგიდასთან პირბადით. დაიხურა ეკლესიები და შეჩერდა რიტუალები, რამაც მრევლის დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. გაგრძელება